დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-04-08 21:00:22

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„ბოლო წლების განმავლობაში ახალი ინვესტორი არ გვყოლია“ - ბიუროკრატიული ბარიერები, ვერშემდგარი „ბიზნეს სახლის“ პროექტი და გართულებული კანონი

ინვესტორებისთვის ბიუროკრატიული ბარიერების შესამცირებლად კანონიდან ამოღებული მუხლები და „ბიზნეს სახლის“ პროექტის ვერ განხორციელება, მხოლოდ მცირედია იმ პრობლემებთან შედარებით რასაც ინვესტიციების მსურველი კომპანიები საქართველოში აწყდებიან. ინვესტიციების არ არსებობის მთავარ მიზეზად ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი ინვესტორებთან მიმართებაში მთავრობის ხედვის და სტრატეგიის არ ქონას მიიჩნევს.


2.IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა - „ჩავარდნილი ვაქცინაციის პირობებში ესეც არარეალურია“

სავალუტო ფონდმა საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა, თუმცა ეს შედეგიც კი საეჭვოა. ეროვნული ბანკის კვლევით, იმ შემთხვევაში თუ ტურიზმი არ აღდგა ზრდა მხოლოდ 1% იქნება. მარტის და შესაბამისად პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის პირველადი შედეგები 30 აპრილს გამოქვეყნდება, პირველ ორ თვეში ვარდნა 8.3% იყო. შესაძლო მესამე ლოკდაუნის ფონზე მოლოდინები უარესდება.


3.ქართული ყველის კომპანიის 10 წლიანი ისტორია უკრაინაში და რატომ ვერ კეთდება საქართველოში ყველსახარში?!

10 წლის წინ ქართველმა ბიზნესმენმა მამუკა კუჭაიძემ კიევში ქართული ყველსახარში კომპანია „იბერია“ დააარსა. თავდაპირველად, ყველის წარმოების დაწყების მიზეზი იყო ის, რომ საკუთარი საცხობების ქსელისთვის საჭირო ყველის შოვნა პრობლემური გახდა. სულგულით დაწყებული, დღეს „იბერიას“ ყველსახარში იტალიურ, ფრანგულ, შვეიცარიულ 51 ამდე სახეობის ყველს აწარმოებს და ეს მომხმარებლის თვალწინ ხდება.


4.სადაზღვევო სექტორისთვის ყველაზე ზარალიანი სამედიცინო დაზღვევაა


2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სადაზღვევო სექტორისთვის ყველაზე ზარალიანი სამედიცინო დაზღვევაა. საქართველოს სადაზღვევო სექტორის დამდგარი ზარალების ოდენობამ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაში 196,645,404 ლარი შეადგინა. გასულ წელს დამდგარი სადაზღვევო ზარალის ოდენობით „ჯი პი აი“ 49,586,283 ლარით ლიდერობს. მეორეზეა „იმედი L“ 48,954,392 ლარით, ხოლო მესამეზე „არდი“ 25,582,601 ლარით.


5.ყველა ჩვენი საინვესტიციო პროექტი შეჩერებულია - GRDC

თბილისი ცენტრალის მმართველ კომპანია “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიას” (GRDC) რამდენიმე საინვესტიციო პროექტი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ყველა შეჩერებულია. როგორც  კომპანიის გენერალური დირექტორი, ლევან ყარალაშვილი განმარტავს, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები უკვე სკეპტიკურად უყურებენ.


6.საქართველოს საჰაერო სატვირთო ბაზარზე ლატვიური ავიაკომპანია RAF-Avia შემოდის

საქართველოს საჰაერო სატვირთო ბაზარზე ლატვიური ავიაკომპანია RAF-Avia გეგმავს შემოსვლას. ავიაკომპანიასა და საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და ამიერიდან Aero Georgia Group-ი საქართველოში RAF-Avia-ს ოფიციალური წარმომადგენელია.


7.„კორონავირუსის მესამე ტალღასა და კიდევ ერთ ჩაკეტვაზე საუბარი, ზაფხულის სეზონის ბედს გაურკვეველს ხდის“

საქართველო ტურისტების დიდ ნაკლებობას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობამ რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა თებერვალში გააუქმა, ქვეყანას ვიზიტორი პრაქტიკულად აღარ ჰყავს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ტურიზმის გამოცოცხლების ნიშანწყალი თითქმის გამქრალია და სასიკეთო ცვლილება შესაძლოა, ზაფხულის სეზონისთვისაც ვეღარ მოხდეს, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში მორიგი „ლოქდაუნი“ გამოცხადდება.


8.საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან

„ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იქნება ეს მაღალი რისკის, თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი“, – აღნიშნა გაბუნიამ


9.რამდენად მყარი იქნება პოსტპანდემიური ეკონომიკური ზრდა?

ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ეკონომიკური აქტივობის გლობალური ინდიკატორების მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. მეტიც, მარტის სტატისტიკა მრეწველობაში ნამდვილი ბუმის მაჩვენებელია, ზრდა კი პროგნოზებზე ძლიერია. აპრილის დასაწყისში საბირჟო ინდექსმა S&P 500 პირველად ისტორიაში 4000 პუნქტს გადააჭარბა.


10.„მკაცრად უნდა იქნას დაცული ენგურის რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილების შეთანხმება“

„2021 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში აფხაზეთის მოხმარება ბუნებრივად ნაკლები იქნება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გამომუშავების 40%-ზე. იმავე პერიოდში დანარჩენი საქართველოს მოხმარების დაბალანსებაც უნდა მოხდეს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გაზრდილი გამომუშავების ხარჯზე და არ უნდა ჩავრთოთ თბოსადგურები და არც იმპორტი უნდა განვახორციელოთ, პარალელური რეჟიმის საჭიროებისთვის აუცილებელი ტექნიკური იმპორტის გარდა”, – ამის შესახებ კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up