დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-04-07 21:00:19

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. „თუ სახელმწფო 2020 წელს „TAV Georgia“-თვის ფორსმაჟორად გამოაცხადებს, ამ შეღავათის მოთხოვნა ნებისმიერ კომპანიას შეეძლება“

 

 

„TAV Georgia“ COVID-19-ის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობისგან 2020 წლის ფორსმაჟორად გამოცხადებას ითხოვს და აეროპორტების მართვის უფლების 2 წლით გახანგრძლივებას ელოდება.იმ შემთხვევაში თუ სახელმწფო 2020 წელს „TAV Georgia“-თვის ფორსმაჟორად გამოაცხადებს, იქნება თუ არა ეს ფაქტი ბიზნესის არათანაბარ პირობებში ჩაყენება, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და უამრავი ინსტრუმენტი აამუშავა იმისთვის, რომ ქვეყანაში ფორსმაჟორული მდგომარეობა თავიდან აეცილებინა.

 

 

2. სებ-ის რეზერვებით თუ ახალი ევრობონდებით - 5 დღეში საქართველოს 500 მილიონი დოლარის სესხის დაფარვა უწევს

 

 

ევრობოდების გამოშვების და მისი მეშვეობით ძველის გადაფარვის საკითხის განხილვა ამ ეტაპზე დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე და Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი ოთარ შარიქაძე „კომერსანტთან“ აცხადებენ, რომ მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ბევრი დეტალი კონფიდენციალურია, თუმცა მთავრობა უახლოეს 10 დღეში ამ საკითხზე განცხადებას გააკეთებს.

 

 

3. თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

 

 

პროექტის კონცეფციის შექმნაზე, ტენდერის საფუძველზე, ესტონურმა კომპანიამ იმუშავა. მისივე თქმით, პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია წარმოდგენილი რეკომენდაციები.

 

4. ჩამონგრეული გვირაბი და შეცვლილი კლიმატი - ჰესების არასწორი დაგეგმარების გამო პასუხისმგებლობა დღემდე არავის აუღია

 


 

უნდა აშენდეს თუ არა ქვეყანაში დიდი ჰესები ეს კითხვა აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ენერგეტიკოსთა და ეკონომისტთა ერთმნიშვნელოვანი შეფასებით — კი. ეკონომიკურად მომგებიანი ჰიდროპოტენციალი 40 მლრ კვტ/სთ-ს შეადგენს და ქვეყანა მხოლოდ მის 25%-ს იყენებს. ევროპაში დიდ ჰესებს იმიტომ აღარ აშენებენ რომ ათწლეულების წინ რესურსი თითქმის ამოწურეს.კითხვები, რასაც პასუხი უნდა გაეცეს ეკოლოგიას და უპირველესად უსაფრთხოებას ეხება.

 

 

5. საქართველოში ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება


 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. როგორც მან ბრიფინგზე ისაუბრა, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მათთვის სასურველი ვაქცინა აირჩიონ.

 

 

6. რას გულისხმობს უსაფრთხო რესტორანი, ღამის კლუბი და სასტუმრო - მთავრობა ე.წ. მწვანე ზონების შექმნაზე მუშაობს

 

 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, იმისთვის, რომ ბიზნესისთვის ეპიდვითარების გაუარესების გამო შეზღუდვების დაწესება არ გახდეს საჭირო, მთვრობა სხვა ქვეყნების მსგავსად, ე.წ. უსაფრთხო რესტორნის, ღამის კლუბისა და სასტუმოს სტატუსების მქონე სერვისის შექმნაზე მუშაობს, რაც ვაქცინირებული პირებისათვის შეკრებისა და თავისუფლად გადაადგილების სივრცეს გულისხმობს.

 

 

7. დევი ხეჩინაშვილი: ₾620 მლნ-იანი ბიზნესისთვის ₾47 მლნ-ის მოგება კარგი მაჩვენებელი არ არის

 

 

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშებს ეხმაურება და აცხადებს, რომ 2020 წელი სადაზღვევო სექტორისთვის მთლიანობაში კარგი წელი იყო. დაახლოებთ 30%-ით გაიზარდა უბედური შემთხვევების დაზღვევიდან მოზიდული პრემია.

 

 

8. უმსხვილესი მუნიციპალური საწარმოების უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს - IDFI

 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებული თანამშრომლები და შრომის ანაზღაურების ხარჯები შეისწავალა. არასამთავრობო ორგანიზცია 10 უმსხვილეს მუნიციპალურ საწარმოს ასახელებს, რომლის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი გაზრდილია, თუმცა მათი უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს.


 

9. სახელმწიფო მხარდაჭერის არარსებობის გამო საქართველოში მარწყვის ფასი და წარმოება მცირდება

 

 

მარწყვი ქართულ ბაზარზე ყოველი წლის მარტის ბოლოს ძირითადად მეზობელი თურქეთიდან, ხოლო ქართული აპრილში შემოდის. სეზონი, როგორც წესი, ნოემბრის ბოლომდე გრძელდება, თუმცა, იმპორტის 70% მარტი-ივნისის პერიოდზე მოდის.

 

 

10. Bloomberg: ლოქდაუნის გამო შემცირებული რუსეთის ეკონომიკა აღგენას იწყებს

 

 

ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა პანდემიისგან მოსალოდნელზე ნაკლებად დაზარალდა, ხოლო აღდგენა უფრო სწრაფი აღმოჩნდა ვიდრე ევროკავშირში.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up