დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-04-05 21:30:14

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.„ამის უფლება არ აქვთ“ - თიზ-ებში სავაჭრო კომპანიებისთვის მოგების გადასახადზე შეღავათი უქმდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ მოქმედი საგადასახადო პრაქტიკა შეცვალა და სავაჭრო კომპანიებს მოგების გადასახადის გადახდას სთხოვს.


2.თაღლითობის მსხვერპლი სახელმწიფომ დამატებით 200 000 ლარით დააჯარიმა

ეროვნებით ირანელმა ჯავად საათიანმა საქართველოში კომპანია S.M 4 Family 2012 წელს დააფუძნა. კომპანია სამშენებლო ინვენტარით დედაქალაქსა და რეგიონებში სხვადასხვა ობიექტებს წლებია ამარაგებს. თუმცა 2019 წელს ბუღალტრის მიერ თანხების მითვისების გამო კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა. რის შემდეგაც სახელმწიფოსთვის გადასახდელი ჯარიმებისა და საურავების თანხა კომპანიას 200 პროცენტით გაეზარდა.


3.პანდემიური წელი სადაზღვევო ბიზნესმა გაორმაგებული მოგებით დაასრულა

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 667,3 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.


4.ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს 2.4-ჯერ გადააჭარბა - მთავარი მაპროვოცირებელი ლარის კურსია

წლიურმა ინფლაციის განაკვეთმა მარტში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2.4-ჯერ გადააჭარბა და 7.2%-ს მიაღწია. ლარის ვარდნის პირობებში უახლოეს მომავალში ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდაა მოსალოდნელი. მართალია გასულ წელს ეროვნული ვალუტა უფრო სწრაფად გაუფასურდა, მაგრამ ის ნაწილობრივ ნავთობზე ფასების 70%-იანმა შემცირებამ დააკომპენსირა, წელს ნავთობი $22-ის ნაცვლად ისევ $65 ღირს, ლარის კურსი კი 3.4-ს აჭარბებს.



5.„არა მგონია, რომ რუსი ტურისტებისთვის კვერცხების სროლა გეოპოლიტიკურად გაგვაძლიერებს – რუსეთი ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემოსავალია“

გიორგი ქობულია თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეებმა რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის და მისი თანმხლები პირების ჩამოსვლა გააპროტესტეს.


6.ლარის კურსის ცვლილების გამო ქართულ ველოსიპედზე ფასი 60 პროცენტით გაიზარდა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობას და ახლად დანიშნულ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოუწოდებს ონლაინ ვაჭრობის დაწესებული განბაჟების ზღვარი 1500 ლარამდე გაზარდოს. ინფორმაციას აფბა ავრცელებს.


7.GWP-ის წმინდა მოგებამ 35 მლნ ლარს გადააჭარბა

GWP-ის შემოსავალმა 2019 წელს 145 მლნ ლარი შეადგინა საიდანაც წმინდა მოგება 35.2 მლნ ლარი იყო. ამის შესახებ დამოუკიდებელ აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც კომპანიის ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე მომზადდა.


8.Foreign policy: მსოფლიო ნაოსნობა დამოკიდებულია ჩინელ, რუს და უკრაინელ მეზღვაურებზე

სუეცის არხში მოძრაობა უკვე სრულად აღდგა, თუმცა, ამ ინციდენტმა დაადასტურა, რომ მსოფლიო ეკონომიკას საზღვაო გადაზიდვების რთული სისტემა ამოძრავებს და მილიარდობით ადამიანი ამ მექანიზმის ყველა მცირე ჭანჭიკის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული.


9.მრავალფუნქციური კომპლექსი „არაგვის“ პროექტი შესაძლოა თავიდან მომზადდეს

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის შევა პროექტი თბილისის მერიაში დასამტკიცებლად და რა პერიოდში დაიწყება მშენებლობა, გაურკვეველია.


10.აფბა ნივთის ონლაინ გამოწერისას განბაჟების ზღვარის 1500 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობას და ახლად დანიშნულ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოუწოდებს ონლაინ ვაჭრობის დაწესებული განბაჟების ზღვარი 1500 ლარამდე გაზარდოს. ინფორმაციას აფბა ავრცელებს.

თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up