დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-03-30 21:00:18

1.ენერგეტიკა VS ეკოლოგია რა შედეგი მოგვიტანა ბოლო წლებში აშენებულმა ჰესებმა

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ 99 ჰესი ფუნქციონირებდა, მათგან 7 წყალსაცავიანი იყო, 19 სეზონური, 73 კი დერეგულირებული 13 მეგავატამდე სიმძლავრის. ჰიდროგენერაციის 49.5% - 4.079 მლრდ კვტ/სთ მარეგულირებლიან ჰესებზე მოდიოდა, სეზონური ჰესების წილი - 42.9%-ს შეადგენდა - 3.538 მლრდ კვტ/სთ. დარჩენილი 73 პატარა ჰესის ანგარიშზე კი მხოლოდ 631 მლნ კვტ/სთ ირიცხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რამდენიმე საშუალო სიმძლავრის ჰესი აშენდა, მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით დეფიციტი და შესაბამისად იმპორტის საჭიროება მხოლოდ გაიზარდა.


2.სახელმწიფო საწარმოები ქვეყნის ეკონომიკას და ინვესტიციების მოზიდვას აბრკოლებს - გიორგი ქობულია

სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანი მართვა ქვეყნის ეკონომიკისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. წლების განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების მართვის არაეფექტიანი და გაუმჭვირვალე პოლიტიკა მნიშვნელოვნად აისახა მათ ფინანსურ შედეგებზეც. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 352 სახელმწიფო საწარმოა, აქედან 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, 179 კი - ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაში.


3. „კარფური ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის დაცვით ოპერირებს, ჰიპერმარკეტი დაუსაბუთებლად ფასების ზრდას არ დათანხმდება“

„კომპანია კარფური საქართველოში შემოსვლის დღიდან საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული მაღალი სტანდარტებითა და ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის დაცვით ოპერირებს“, - ამის შესახებ კომერსანტს ჰიპერმარკეტების ქსელში განუცხადეს. საქმე ეხება სასამართლო დავას, რომლის მიხედვითაც ქართველი დისტრიბუტორები კარფურს სასამართლოში ნახევარი მილიონი ლარის ზარალზე ედავებიან. კომპანიის განმარტებით, კარფური არ დათანხმდება დაუსაბუთებლად ფასების ზრდას. საერთაშორისო სავაჭრო ქსელის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ.


4.მთაწმინდის ფერდობი ოთხი სეზონის რეკრეაციულ სივრცედ გარდაიქმნება - პროექტის ექსკლუზიური ფოტოები

მთაწმინდის ფერდობი ოთხი სეზონის რეკრეაციულ სივრცედ გარდაიქმნება. თბილისის ურბანული ტყის კვლევების შემაჯამებელი ანგარიში უკვე მზადაა - 700 ჰექტარის გამწვანება და განაშენიანება კი უახლოეს მომავლში დაიწყება.



5. ბანკებში ლარის კურსმა 3.47-ს გადააჭარბა

ლარი სწრაფ ვარდნას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 30 მარტს, თბილისის დროით 12:00 სთ-ზე 3.42-ს მიაღწია, სავალუტო ჯიხურებში 3.43-ს, კომერციულ ბანკებში კი 3.47-საც გადააჭარბა.

6.„ქინძმარაული“ რუსეთში იმპორტირებული ყველაზე ცუდი ღვინოების ჩამონათვალში ლიდერობს

რუსეთის ხარისხის ზედამხედველობის სამსახურის ექსპერტებმა მაღაზიების დახლებზე წარმოდგენილი იმპორტირებული ღვინოები გამოიკვლიეს და ანტირეიტინგი შეადგინეს


7.„პოპულიზმი ტექნოკრატიის მტერია, სებ-მა ბიზნესი არაერთხელ გადაარჩინა“ - გვენეტაძე პაპაშვილს

რუსეთის ხარისხის ზედამხედველობის სამსახურის ექსპერტებმა მაღაზიების დახლებზე წარმოდგენილი იმპორტირებული ღვინოები გამოიკვლიეს და ანტირეიტინგი შეადგინეს.


8. „ნამახვანის მშენებლობა არაა შეჩერებული'' - Enka-ს ახალი დირექტორი

სასტუმრო „რესპუბლიკაში“ დღეს კომპანია „ENKA”-მ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ფოკუს-სესია გამართა. შეხვედრაზე განიხილს ნამახვანის პროექტის სტატუსი და გამოწვევები, და გაჟღერდა, რომ ნამახვანჰესის კასკადის პროექტის ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე გახდა, რომელიც აქამდე კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ფინანსური დირექტორის პოსტზე საქმიანობდა.


9. ზაფხულში, საქართველოდან ფრენა 34 მიმართულებით იქნება შესაძლებელი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2021 წლის ზაფხულის ფრენების განრიგი დაამტკიცა. ინფორმაციას სააგენტო Facebook-ზე ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები 24, ქუთაისიდან 4, ბათუმიდან კი 6 მიმართულებით განხორციელდება.


10. Economist: გერმანულ ბიზნესს რუსეთის საწინაამღდეგო სანქციების არ სჯერა

70-იან წლებში, მაშინ ჯერ კიდევ დასავლეთ გერმანიაში, რუსეთის მიმართ კონკრეტული სტრატეგია ჩამოყალიბდა, რომლის არსიც მოსკოვთან არა კონფრონტაცია, არამედ ურთიერთქმედება და ვაჭრობაა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up