დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-03-29 21:00:16

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

1. სებ-მა სათაო ოფისი ვერ აიშენა - არასწორად მართული პროცესი ცენტრალურ ბანკს სანდოობის ხარისხს უქვეითებს

ეროვნული ბანკი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ცირკსა და რესტორან „არაგვს“ შორის არსებული მიწის ნაკვეთზე სათაო ოფისის ვერ ააშენებს. პროექტს უარი თბილისის მერიამ უთხარი, თუმცა სანამ დედაქალის მთავრობა ცენტრალურ ბანკს უარს ეტყოდა მარეგულირებელმა ორგანომ ჯერ მიწის ნაკვეთი გადაიფორმა,  შემდეგ ახალი ოფისის პროექტი შეიძინა.

 

2. 2020 წელს ყოველი შემცირებული 100 ადამიანიდან 94 მცირე ბიზნესში იყო დასაქმებული

საქართველოში საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 2020 წელს ლარში დათვლით უმნიშვნელოდ 0.5%-ით 109.6 მლრდ-მდე გაიზარდა, დოლარში - კი 11.8%-ით $33.5 მლრდ-მდე შემცირდა. პანდემიამ ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესი დააზარალა. მცირე ზომის საწარმოებში პრაქტიკულად ყოველი მესამე ადამიანი უმუშევარი დარჩა.

 

3. ნამახვანჰესის მშენებლობა შეჩერდა

საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ნამახვანჰესის მშენებლობა 9-12 თვით შეჩერდა. ღარიბაშვილი თქმით შეთანხმება ინვესტორთან მიღწეულია.

 

4. „ცენტრალური ბანკი უფრო მეტად თამამი და აქტიური უნდა იყოს„ - ირაკლი კოვზანაძე

ცენტრალური ბანკი უფრო მეტად თამამი და აქტიური უნდა იყოს ბაზარზე მოქმედებისთვის. მე ყოველთვის მოვუწოდებ მას, რომ ზოგჯერ წინმსწრებად უნდა იმოქმედოს, მოვლენების პროგნოზირება აკეთოს იმისთვის, რომ რყევები აიცილოს სავალუტო ბაზართან დაკავშირებით“,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ რადიო „პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

 


5. ვიზიტორებს უჭირთ მომავლის პროგნოზირება, დიდ ჯგუფებს ვერ ვუმასპინძლდებით - შერატონი

„პანდემიის პირობებში ჯავშნების კუთხით საკმაო ცვლილებებია, ძირითადად ბოლო წუთის ჯავშნები გვაქვს, რადგან კომპანიებს უჭირთ მომავლის პროგნოზირება და ვიზიტის ადრე დაგეგმვა,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ესაუბრნენ.

 

 

6. 2017-2020 წლებში ლომბარდების კლიენტთა რაოდენობა განახევრდა

საქართველოში 2020 წლის ბოლოს 193 დასახელების ლომბარდი მოქმედებდა, მათ მიერ გაცემული სესხების მოცულობა კი 323 მლნ ლარს აღწევდა, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით (საქსტატის ბოლო კვლევა) 83 მლნ ლარითაა შემცირებული, კიდევ უფრო დიდი ვარდნა მოგებისა და კლიენტთა რაოდენობის მიმართულებით ფიქსირდება.

 

 

7. უკრაინული Bees Airline საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას აპრილის ბოლოდან გეგმავს

ახალი უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას ინტენსიურად განიხილავს. ავიაკომპანიის ბიზნესგეგმის მიხედვით, უკრაინის ქალაქებიდან Bees Airline თბილისისა და ბათუმის მიმართულებით განიხილავს ოპერირებას. ავიაკომპანიის სურვილია, რომ კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირებას აპრილის ბოლოდან შეუდგეს, ხოლო ოდესა-თბილისი-ოდესას საჰაერო ხაზზე კი მაისის დასაწყისიდან.

 

 

8. ჩინეთში H&M-ს, NIKE-სა და Adidass-ს ბოიკოტი გამოუცხადეს

ჩინელმა ხალხმა H&M-ს,  NIKE-ს,  Adidas-ს და სხვა ბრენდებს ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან მათ ჩინეთშ მოყვანილი სინძიანის ბამბის გამოყენებაზე უარი თქვეს. ისინი ასევე აპროტესტებენ მუშებისთვის მონური პირობების შექმნას.

 

 

9. სუეცის არხის ბლოკირების შედეგად მსოფლიოს ბაზარს 13 მლნ. ბარელი ნავთობი დააკლდა

4-დღიანი მუშაობის შემდეგ, სუეცის არხში გაჭედილი გიგანტური ტვირთმზიდი EverGreen-ი მეჩეჩიდან მოხსნეს. სამაშველო სამსახურების მესამე მცდელობაც რომ წარუმატებელი ყოფილიყო, იგეგმებოდა გემის ტვირთისგან დაცლა, რათა მისი საერთო წონა - 220 ათასი ტონა შეემცირებინათ. ტვირთმზიდი მეჩეჩიდან დღეს დილით მოხსნეს დამატებითი ბუქსირების გამოყენებით.

 

10. Forbes: რატომ ტოვებენ გენერალური დირექტორები მათ მიერ შექმნილ კომპანიებს?

იმ დღეს, როდესაც ონლაინ-რითეილერმა  Pinduoduo-მ განაცხადა, რომ აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობით ისეთ გიგანტებს, როგორც  Alibaba და Amazon გაუსწრო, კომპანიის დამაარსებელმა კოლინ ჩჯენ ხუანმა გენერალური დირექტორის დატოვა.


თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up