დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-03-25 21:00:44

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

1. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებით უნდა გაფართოვდეს

 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა წევრმა ლევან კობერიძემ „კომერსანტის“ მეშვეობით ჯანდაცვის სამინისტროს შესთავაზა გაიხსნას პლატფორმა, სადაც მსჯელობა საყოველთაო სავალდებულო დაზღვევაზე დაიწყება. ყოფილი დეპუტატი ახალი სისტემის შემოღებაზე საუბრობდა, ამბობდა, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჯანდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ სწრაფად შეცვლა და მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

 

2. 40 მლნ ლარზე მეტი სახელმწიფო გრანტით საზღვარგარეთ განათლება მიღებული კადრების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანაში არ ბრუნდება?!

 

2016-2019 წლებში საერთშორისო განათლების პროგრამებზე სახელმწიფომ 27 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, ბენეფიციარები ნაწილმა კი ქვეყანაში საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის რეალიზება ვერ მოახერხა. ასეთ დასკვნას აკეთებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელმაც აღნიშნულ წლებში განათლების სამინისტროს და მისივე სსიპ-ის განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობა შეისწვალა.

 

3. საქართველოს სატრანზიტო ჰაბის ნაცვლად ჩიხად ქცევის საფრთხე ემუქრება

 

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2017 წელს გაიხსნა. ხაზის ამჟამინდელი გამტარუნაროანობა წლიურად 6.5 მლნ ტონაა, 17 მლნ ტონამდე ზრდის პერსპექტივით. მისმა რეალურმა ბრუნვამ სამ წელიწადში მხოლოდ 400 000 ტონა შეადგინა - არსებული პოტენციალის 2.1%. მიუხედავად იმისა, რომ  2020 წელს საკონტეინერო გადაზიდვების 372%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ყარაბაღის ნახიჩევანზე გაჭრილმა გზამ შესაძლოა საქართველოს ტეროტორიაზე გამავალი რკინიგზის საჭიროება ეჭვქვეშ დააყენოს.

 

4. გადაკეტილი გზები და უკმაყოფილო ტურისტი - რატომ ემთხვევა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტულად აქტიურ სეზონს?

 

„სანამ ველდოებით ტურისტულ სეზონს, მაშინ უნდა მიმდინარეობდეს ინფრასტრუქტურული მზადებაც. რატომ არ შეიძლება რამდენიმე თვით ადრე გაკეთდეს საგზაო თუ სხვა სამუშაოები? პრინციპში არ მიკვირს იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში იმდენი რამე ხდება ქაოტურად, არც მსგავსი პრეცედენტებია უჩვეულო,“ - ტურიზმის ექსპერტი მაია სიდამონიძე საქართველოში ტურისტული სეზონის პერიოდში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების დისკომფორტსა და სახელმწიფოს მოუმზადებლობის ჩვევად ქცეულ ტენდენციაზე საუბრობს.

 


5. ლარის 2021 წლის რეკორდი - Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.3450 ლარი გახდა

 

 

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3450-ს მიაღწია, რაც მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, თვის დასაწყისის კურსს კი 3 თეთრით აღემატება.

 

 

6. სახელმწიფო რწმუნებულების და მათი მოადგილეების დამალული ქონება - TI-ის კვლევა

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა 2020 წელს შევსებული დეკლარაციები შეისწავლა. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ათმა ხარვეზებით შეავსო, საიდანაც 7 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

 

 

7. ხორბლის სუბსიდირება კიდევ სამი თვით გახანგრძლივდება

 

„მთავრობას წარვუდგენთ ხორბლის სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე.

 

8. ლევან ვეფხვაძე: ბიზნესი საკოორდინაციოს გადაწყვეტილებებს მედიისგან არ უნდა იგებდეს

 

კორონავირუსის მოსალოდნელი მესამე ტალღის გამო შესაძლო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ბიზნესი მთავრობასთან კონსულტაციების გავლას ითხოვს. კერძო სექტორს სურს, ჰქონდეს ინსტრუქციები, რომელსაც მდგომარეობის განვითარების შესაბამისად მიჰყვება.

 

9. Die Welt: პანდემიისგან სიკვდილიანობის ახალი ეპიცენტრი აღმოსავლეთ ევროპა

 

 

პოლონეთში ახალი ლოკდაუნი ამოქმედდა, რომელიც მინიმუმ 9 აპრილამდე გაგრძელდება. სკოლები და მაღაზიები ისევ დაიხურა, ასევე განიხილება კომენდანტის საათის შემოღების და ქუჩაში გასვლის შეზღუდვების საკითხი. ეს მხოლოდ დასაწყისია, პოლონეთის მთავრობა ლოკდაუნის გამკაცრების უფლებასაც იტოვებს.

 

 

10. Forbes: ვაქცინის შექმნამ „Phizer”-oს აქციების ფასზე არ იმოქმედა

 

 

„Phizer”, რომელმაც ვაქცინების შექმნის ტექნოლოგიებში რევოლუცია მოახდინა,თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს მიღწევა ყველამ სათანადოდ ვერ შეაფასა, მაგალითად კომპანიის ინვესტორებმა.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up