დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-03-24 21:00:39

დღის top 10 საინტერესო ამბავი:


1. კავკასუს ონლაინი აზერბაიჯანულმა ინვესტორმა უკანონოდ იყიდა - კომუნიკაციების კომისია

 

კომპანია კავკასუს ონლაინის  100%-იანი წილის მფლობელი აზერბაიჯანული „ნექსოლ ჰოლდინგი გახდა. კომპანია კავკასუს ონლაინის  მფლობელმა ხვიჩა მაქაცარიამ დარჩენილი 51%-იანი წილი აზერბაიჯანელ ინვესტორ ნასიბ ჰასანოვს რამდენიმე დღის წინ გადაუფორმა.

 

2. 8.4 მილიონად ნაყიდ მიწაზე მერიამ ეროვნულ ბანკს ოფისის მშენებლობის უფლება არ მისცა

 

8.4 მილიონ დოლარად ნაყიდ მიწის ნაკვეთზე ეროვნული ბანკი სათავო ოფისს ვერ ააშენებს. „კომერსანტმა“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დასაშვები არ არის.

 

3. „საყოველთაო ე.წ. ჯანდაცვის პროგრამა გაკოტრებულია, ჯანდაცვის სამინისტრომ მსჯელობა საყოველთაო სავალდებულო დაზღვევაზე უნდა დაიწყოს“ - ლევან კობერიძე

 

ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ სადაზღვეო კომპანიები მთლიან ჯაჭვში ერთის მხრივ, იმიტომ უნდა დაბრუნდნენ, რომ სახელმწფოს ფინანსური ტვირთი გადაინაწილონ, ხოლო მეორეს მხრივ, კლინიკებთან თანხის ხარჯვის ნაწილი აკონტროლონ.

 

 

4. „საქართველო ბელგიის მსგავსად მცირე და საშუალო ბიზნესის ქვეყნად უნდა იქცეს„

 


საქართველოსთვის მცირე და საშუალო ბიზნესების მომგებიანობა დასაქმების პრობლემასთან აშკარა ბმაში რომ არის, ამის შესახებ „კომერსანტთან“ ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამაც ისაუბრა. ასოციაციის პრეზიდენტს ჯონ ბრაეკეველდტს, ბელგიის მაგალითი მოჰყავს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ქვეყანაა და ამჟამად უმუშევრობის პრობლემა არ დგას ამ სფეროს განვითარების მაღალი მაჩვენებლის გამო.

 

5. სახანძრო მანქანების 21% გაუმართავია, 51%-ს 25 წლიანი ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული

 

არათანაბარ განაწილებასთან ერთად, სახანძრო მანქანების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. კერძოდ, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებიდან მხოლოდ 25% არის სრულად გამართული, ხოლო 21% გაუმართავ მდგომარეობაშია.

 

6. ავიაციაში დასაქმებულები ვაქცინაციის გეგმაში ჯერ არ არიან – ითვალისწინებს თუ არა საქართველო IATA-ს რეკომენდაციას?

 

ავიაციაში დასაქმებული პირები COVID-ვაქცინაციის პროცესში ერთ-ერთ პრიორიტეტულ კატეგორიად უნდა იყვნენ მიჩნეულნი, ასეთია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) რეკომენდაცია. რა ხდება საქართველოში, გაითვალისწინა თუ არა ქვეყანამ IATA-ს რეკომენდაცია?

 

7. ინფრასტრუქტურა და შეზღუდული არჩევანი - რა უშლის ხელს საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას?

 

Galt & Taggart-ი საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას ელის. საინვესტიციო კომპანიის კვლევით, ამ დროისთვის ქვეყანაში ჯერჯერობით ჰიბრიდული ავტომობილებია მოთხოვნადი, ელექტრომობილების იმპორტი კი დაბალია.

 

8. საზღვაო საცობი - გიგანტური ხომალდი სუეცის არხში რიფზე შეჯდა

 

Lenta.ru-ზე გავრცელებული ფოტოების მიხედვით სამუშაოებს მხოლოდ ერთი ექსკავატორი ახორციელებს. ეგვიპტის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ხომალდის რიფიდან გამოთავისუფლებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

 

9. Focus: „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-დასრულებისთვის რუსეთი სხვადასხვა ხრიკებს მიმართავს

 

როდესაც რუსული ხომალდი „აკადემიკ ჩერსკი“ მარტის ბოლოს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობას განაახლებს, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. მას რთული ამოცანა აკისრია - პროექტის დასრულება ამერიკული სანქციების მიუხედავად.

 

10. რატომ გრძელდება თურქული ლირის დევალვაცია?

 

თურქეთის მთავრობა ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურებას წლებია ვერ ახერხებს.  საკმარისია ფინანსური მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდეს და ეკონომიკამ ზრდა განაახლოს, მაშინვე ლირას კურსი ვარდნას იწყებს.

 

 


თეგები:
top10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up