დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-03-23 21:00:03

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.5 საინვესტიციო ბანკი და 4%-იანი საპროცენტო განაკვეთი - მთავრობა 500 მლნ დოლარიანი ვალის დაფარვას ახალი ევრობონდებით გეგმავს

2021 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავრობამ 500 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიანი ევროობლიგაციების დაფარვა უწევს. ეს ფასიანი ქაღალდები საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე 2011 წელს განათავსა და მათი მეშვეობით 2008 წელს გამოშვებული 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა. მთავრობა მის გასტუმრებას ამჯერადაც ახალი სესხით გეგმავს.


2.ეკონომიკა პენსიაზე ნელა იზრდება, ასე განვითარებულ ეკონომიკასთან დაწევა შეუძლებელი იქნება

საქართველო საშუალო ხელფასის, ასაკობრივი პენსიისა და საარსებო მინიმუმის ოდენობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც დასავლეთ ევროპისა და სკანდინავიის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. მთავრობა ალტერნატივის წინაშე დგას: ერთის მხრივ მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავალი უკიდურესად მცირეა, მეორეს მხრივ სოციალური ხარჯების ზრდა ეკონომიკური ზრდის ტემპს ანელებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სიღარიბის აღმოფხვრას უშლის ხელს.


3.შინდისში რესტორანი და სასტუმრო „შატო დე ვერე“ წლის ბოლომდე გაიხსნება (ფოტოები)

შინდისში მრავალფუნქციური კომპლექსი „შატო დე ვერე“ შენდება. სარესტორნო კომპლექსს, პაბს, ამფითიატრს, მასშტაბურ საბანკეტო დარბაზს და სამთავრობო დელეგაციების მისაღებ საცერემონიო დარბაზს, სააქციო საზოგადოება „დელუქს თიმ ჯორჯია“ აშენებს.


4.„ბიოლის“ დამფუძნებლის ინვესტიციით საქართველოში ველნესის მაგისტრატურის ფაკულტეტი შეიქმნება


კურორტ ბიოლის დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე ველნეს ინდუსტრიის განვითარებას საგანმანათლებლო სფეროშიც გეგმავს. როგორც ბიზნესმენი „კომერსანტთან“ განმარტავს, რამდენიმე ასეულ მილიონიანი უცხოური ინვესტიციის მეშვეობით, მალე საქართველოში მაგისტრატურის საფეხურს დაემატება ველნეს თერაპევტების გადამზადების ფაკულტეტი მედიკოსებისთვის. 2 წლის განმავლობაში ველნესის ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკებს „ბიოლში“ გაივლიან.


5.„იუნისეფში“ აცხადებენ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ ხვალ ჩამოვა

საქართველოს „ფაიზერის“ 29250 დოზა ვაქცინას, სავარაუდოდ ხვალ, 24 მარტს მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „იუნისეფის“ წარმომადგენლობიდან აცნობეს.


6.„მცირე ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და საგარეო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობა გამოწვევაა“

„187 000 ბიზნეს სუბიექტიდან 90%-ზე მეტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია. ბუნებრივია, ცალკეული სტრატეგიები რაც მუშავდება ევროკავშირთან ერთად, სწორედ მცირე ბიზნესზეა აქცენტირებული. თუმცა მცირე ბიზნესს ახლა ბევრი გამოწვევა უდგას. ერთი ესაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა“,  განაცხადა ნათია თურნავამ.


7.„ოლიგოპოლისტური მონოპოლია გვაქვს ამ სექტორში“ - რა უნდა გაკეთდეს საწვავის ფასის შესამცირებლად

„როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ფასები იცვლებოდა და ნამდვილად იყო ტენდენცია შემცირებისკენ, ჩვენთან მაშინაც ვერ იკლებდა, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ ოლიგოპოლისტური მონოპოლია გვაქვს ამ სექტორში“- ამის შესახებ ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტმა რამაზ გერლიანმა საწვავის ფასის მატებასთან დაკავშრებით განაცხადა.


8.აზერბაიჯანული გაზი ევროპაში ადგილს იმკვიდრებს

მხოლოდ 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა, პირველად თავის ისტორიაში, ევროპაში გაზის ტრანსპორტირება დაიწყო, თუმცა, ამ დროისთვის გაყიდული „ცისფერი ოქროს“ რაოდენობამ 1 მლრდ.-ს კუბურ მეტრს გადააჭარბა.


9.გამოკითხულთა 13%-მა პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა, 12%-ს ხელფასი შეუმცირდა - NDI

NDI-ის მიერ თებერვალში ჩატარებული სატელეფონო კვლევის თანახმად, მოსახლეობის 25% ფიქრობს რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 44% საპირისპირო აზრზეა, ამის მიუხედავად გამოკითხულთა 50%-ს პანდემიასთან გასამკლავებელი მთავრობის ეკონომიკური გეგმა მოსწონს.


10.Der Spiegel: ვაქცინაციას და ქვეყნის სიმდიდრეს შორის დიდი კავშირი არაა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ყიდვა შედარებით მარტივი საქმეა, მაგრამ შეძენის შემდეგ მისი მიწოდება მოსახლეობისთვის სათანადოდ გაყინულ პირობებში, ბევრად უფრო რთულია.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up