დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-03-17 21:00:41

1. კრიპტოწარმოება საქართველოს ენერგოდეფიციტის 78%-ს შეადგენს

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. გამონაკლის 2020 წარმოადგენდა. დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც მზარდი ეკონომიკის გარდა ელექტროენერგიაზე დამატებით მოთხოვნას კრიპტომაინინგიც ქმნის. უფასო ან იაფი დენის ხარჯზე მაინინგისთვის მიმზიდეველ ადგილებად ოკუპირებული აფხაზეთი, სვანეთი, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლები და ბიტფური რჩება.


2. „საბანკო ლიცენზიაზე განაცხადს 2021 წლის შემოდგომაზე ვგეგმავთ“ - „კრისტალი“

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“  წელს ბანკის ლიცენზიის მიღებას გეგმავს. რას შეცვლის ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის, გეგმავს თუ არა „კრისტალი“ სამომავლოდ საფინანსო ბაზრის რომელიმე მოთამაშესთან შერწყმა, რა ცვლილებებს გამოიწვევს საფინანსო ბაზარზე მიკრობანკების შექმნა და რა მოლოდინები არსებობს მიმდინარე წლისთვის, ამ თემებზე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.


3. 124300 მომხმარებელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზარდათ

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.


4. „საცხოვრისის პოლიტიკა ჯანდაცვის სამინისტროს განსახორციელებელია, მუნიციპალურ დონზე არსებულ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ“, - თბილისის მერია

„უსახლო ხალხი და უხალხო სახლები“ - პრობლემა, რომელიც წლებია საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. საცხოვრისი საკითხი, დღემდე ასობით ადამიანისთვის მოუგვარებელია და მათ დიდი ნაწილს ღამის გათევა, ღია ცის ქვეშ, პარკებში, ბორდიურებზე და მიტოვებულ სახლებში უწევთ.



5. „ეკონომიკური ზრდის პროგნოზს რაც მალე გადახედავს მთავრობა, მით უკეთესი“ — გიორგი კეპულაძე

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტით განისაზღვრა.


6. „წელს ტურიზმი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ის დონეზე აღდგება“ , - თიბისი კაპიტალი

„2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 25%-იანი აღდგენაა ნავარაუდები“, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის აღდგენას შეეხება. თიბისი კაპიტალი, რეგულარული ფრენების ეტაპობრივი განახლების გათვალისწინებით, საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების - 25%-იან, 2022 წელს კი 90%-იან აღდგენას ვარაუდობს.


7. მთავრობაში ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის არავის სცალია, პოლიტიკურ ბატალიებში არიან ჩართულნი - ICR ჯგუფი

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე ბრენდული მაღაზიების გახსნიდან რამდენიმე კვირის მუშაობას აფასებს და აცხადებს, რომ ე.წ კომენდანტის საათი ეკონომიკასა და ბიზნესში პრობლემებს ქმნის.


8.  „ეს ცვლილება თბილისის გენგეგმას სანაგვეში აგდებს“ - იურისტი სამშენებლო ამნისტიის შესახებ

„ეს ამნისტია ახალისებს ძალიან მძიმე სამშენებლო დარღვევებს“, - ამის შესახებ სამართლის დოქტორმა, სამშენებლო სამართლის ლექტორმა უჩა ზაქაშვილმა განაცხადა.


9. Wall Street Journal: ჩინეთი ეკონომიკის სტიმულირებას ამცირებს

ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში პირველ მსხვილი ეკონომიკა გახდეს, რომელიც პანდემიის ეკონომიკური შედეგების დაძლევის მიზნით დაწყებულ დახმარების პროგრამას ან საერთოდ შეწყვეტს, ან მნიშვნელოვნად შეამცირებს.


10. „რუსეთმა ტრამპის მოკავშირეები გამოიყენა, რათა 2020 წლის არჩევნებზე გავლენა მოეხდინა“, - აშშ მორიგ სანქციების შემოიღებს

შესაძლოა, მომავალ კვირას აშშ-მ რუსეთის წინაამღდეგ, ამჯერად 2020 წლის არჩევნებში ჩარევის გამო, ახალი სანქციები შემოიღოს. ამერიკული დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რუსული სპეცსამსახურები ჯო ბაიდენის რეპუტაციის შელახვას მედიაში გაჩაღებული პროპაგანდის და დონალდ ტრამპის გარემოცვაში გარკვეული ადამიანების ხელშეწყობით ცდილობდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up