დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-03-15 21:00:57

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.ივანიშვილის გადაწყვეტილებამ FDI-ს განახევრება გამოიწვია, რაც კონკურენტუნარიანობის ინდექსსაც გააუარესებს

„კომერსანტი“ დაინტერესდა რა გავლენას ახდენს საინვესტიციო გარემოზე და გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსზე ერთდროულად დიდი რაოდენობის კაპიტალის უცხოელი რეზიდენტიდან საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკაში ინვესტიციების გადინებაში აისახება და შესაძლებელი იყო თუ არა ამ პროცესების დროში გადანაწილება, რომ ისედაც კრიზისულ პერიოდში ქვეყანას ასეთი დიდი ვარდნა არ მიეღო.


2.„ვიკინგი“ - ჩრდილოეთ-სამხრეთის ახალი კორიდორი ქართული ტვირთებისთვის

საქართველოდან კლაიპედას პორტის (ლიეტუვა) მიმართულებით შესაძლოა ტვირთბრუნვა გაიზარდოს. აზერბაიჯანი საქართველოს მსგავსად პროექტ „ვიკინგშია“ ჩართული, რაც ბალტიის ზღვიდან კასპიის ზღვამდე და პირიქით, სატვირთო გადაზიდვებს უზრუნველყოფს. გადაზიდევების მოცულობა ჯერ მცირეა - 31 000 ტონა საქართველოდან, თუმცა ზრდის პოტენციალი გააჩნია. 2020 წელს კლაიპედას პორტი 47.7 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა რაც ქართული პორტების ჯამურ ტვირთბრუნვას 2.8-ჯერ აღემატება.


3.პაატა იმნაძემ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.


4.ყველაზე რთული პერიოდი პურზე ფასის შენარჩუნებისთვის მომდევნო ორი თვე იქნება


ცდილობს. ფქვილის სუბსიდირების ოთხთვიანი სახელმწიფო პროგრამის ვადა 1-ლ აპრილს იწურება. გააგრძელებს თუ არა ხელისუფლება ნომერი პირველი სოციალური პროდუქტის ფასის ხელოვნურად დაჭერას, თუ აპრილიდან პურის გაძვირებული ფასი დამატებით ტვირთად დააწვება ჩვენს ჯიბეს?


5.„ბევრად ამბიციური გეგმები გვქონდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ რამის აღდგენის წელი იქნება” - „ყავის ლაბორატორიამ“ ახალი ფილიალების გახსნა შეაჩერა

Coffe Lab-ს ზაფხულის სეზონზე პანდემიის მიუხედავად, ღია სივრცის გამო მომხმარებლების ნაკლებობა არ უგრძვნია, თუმცა ზამთარში სიტუაცია შეიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად კომპანია ქსელის გაფართოებისთვის ობიექტებს ფალიაშვილის ქუჩასა და აქსის თაუერში არემონტებს, გიორგი აივაზიანის თქმით ახალი ქსელების გახსნას აზრი არ აქვს.


6.ქვეყნის მთავარი ინვესტორები თებერვალშიც ემიგრანტები იყვნენ

ფულადი გზავნილების მოცულობა თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.5%-ით $161. მლნ-მდე3 (564 მლნ ლარი) გაიზარდა. $28.6 მლნ-ით პირველ ადგილს უკვე მეორე თვეა იტალია ინარჩუნებს


7.ბავშვთა გასართობი ცენტრები შესაძლოა, 2 კვირაში გაიხსნას

ბავშვთა გასართობი ცენტრები შესაძლოა, 2 კვირაში გაიხსნას - ამის შესახებ ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა ჯანდაცვის სამინისტროში ინსპექტირების სამსახურის უფროსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


8.თებერვალში საქართველოს ექსპორტი 3%-ით გაიზარდა

საგარეო ვაჭრობის ბრუნვა იანვარ-თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით $1.654 მლრდ-მდე შემცირდა. წლის პირველ ორ თვეში ექსპორტზე სულ $495 მლნ-ის პროდუქცია გავიდა - კლება 6.8%, იმპორტის მოცულობა კი უფრო მეტად - 14.1%-ით $1.159 მლრდ-მდე შემცირდა.


9.„თბილისის ისტორიული უბანი კულტურული კაპიტალია და მისი გამოყენება აუცილებლად გულისხმობს ძველისა და ახლის თანაარსებობას“ - იციკ მოშე

იციკ მოშე „კომერსანტის“ ვებ-გვერდზე რამდენიმე დღის წინ განთავსებულ სტატიასაც ეხმაურება და ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 8 მარტის უარი შეეხება სხვა საკადასტრო ტერიტორიას, კერძოდ, მირზაშაფის პარალელურ, ბააზოვის ქუჩაზე მდებარე, კომპანიის მიერ მოგვიანებით შეძენილ სამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვას.


10.სპონტანური მყიდველი აღარ არსებობს, მომხმარებლები მხოლოდ აუცილებელ ნივთებს ყიდულობენ - ICR ჯგუფი

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე აცხადებს, რომ დღეს პრიორიტეტი არსებული ბრენდების შენარჩუნებაა, ახალი ბრენდების შემოსვლა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შენარჩუნდება ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up