დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-03-10 21:00:31

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.ბინებზე მოთხოვნას რა ვუყოთ?! - დეველოპერები პაპაშვილის ინიციატივას არ ეთანხმებიან

სჭირდება თუ არა დედაქალაქს განაშენიანების გაგრძელება და საცხოვრებელი კორპუსების დამატება, — ამ თემაზე, ცოტა ხნის წინ კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის წინააღმდეგია. ის ამბობს, რომ დედაქალაქი 20 წელია რაც შეივსო და მას არც ერთი აგურის დამატება აღარ სჭირდება.


2.სტუდენტები აღმოსავლეთ ევროპიდან და განათლებაში თანამედროვე სისტემები - ქართველი ბანკირების „ღია უნივერსიტეტი“

„თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი“ შპს „ველოქს ედიუქეიშენმა“ იყიდა. „ველოქს ედიუქეიშენის“ დირექტორი „საქართველოს ბანკის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე რამაზ კუკულაძეა, კომპანიაში მისი ბიზნესპარტნიორები კი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ CEO ნიკოლოზ გამყრელიძე, VTB ბანკის CEO არჩილ კონცელიძე, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ მეღვინეთუხუცესი, ასევე „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორის მოადგილე ავთანდილ ნამიჩეიშვილი და „ლიბერთი ბანკის“ დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური არიან.


3.საქართველოს 8 ბიზნეს ასოციაცია მთავრობას 4 მოთხოვნით მიმართავს

არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ბიზნეს ასოციაციები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საქართველოს მთავრობას.


4.ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის წარმომადგენლებს მერია 2 მილიონი ლარით დაეხმარება


თბილისის ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულ 500-მდე ადამიანს და 50-ზე მეტ საკლუბო ორგანიზაციას თბილისის მერია 2 მილიონი ლარით დაეხმარება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


5.„მთავრობა სპა ცენტრების მუშაობის პრინციპზე ვერ ჩამოყალიბდა„ - ჭრელი აბანოს გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო

თბილისის ცენტრში მდებარე ტურისტულ ობიექტებს შორის აბანოების ბედი ამ ეტაპზე ყველაზე ბუნდოვანია. ჭრელი აბანოსთვის ერთი წლით გაჩერება ყველა თანამშრომლისთვის ხელშეკრულების გაწყვეტითა და აუზების დაცლით დასრულდა. „ჭრელი აბანო და სპა“-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯაბა მამაცაშვილი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ამჟამად სექტორს ფაქტობრივად ნულიდან დაწყება მოუწევს, თუმცა როდის და როგორ, ამაზე პასუხი ჯერ არ მიუღიათ. რაც შეეხება 5000 ლარიან სუბსიდირებას, მისივე თქმით ამ ბიზნესს მსგავსი დახმარება არ შეხებია.


6.„არ გვაქვს ფინანსები იმისთვის, რომ ერთ კვირაში გახსნა შევძლოთ“ - „ოკტოპუსი“

„ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელი ვართ, მაგრამ დღესაც კი არ გვაქვს ფინანსები იმისთვის, რომ ერთ კვირაში გახსნა შევძლოთ. ახლაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ბანკთან“,-ამის შესახებ ფიტნეს ცენტრ „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დამფუძნებელი გიორგი ასათიანი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.


7.DJ თვეში 300-500 ლარის ჰონორარს მიიღებს - ელექტრონული მუსიკის დახმარების პროგრამის დეტალები

„კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობას“ ხელმძღვანელი დავით ლეჟავა „ბიზნესპარტნიორთან“ ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის დახმარების პაკეტს აფასებს.


8. „მსოფლიოს ისტორიას ბეტონის გრავიტაციული კაშხალის ჩამონგრევა არ ახსოვს“ - დავით მირცხულავა

რადიო „კომერსანტის“ გადაცემა“კომერსანტის დილაში“ ენერგეტიკის ექსპერტმა დავით მირცხულავამ ნამახვან ჰესის მნიშვნელობაზე და ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს ჩართულობაზე ისაუბრა.


9. „ის რომ, ჩვენ საერთოდ უარი ვთქვათ ტურიზმზე, მომსახურების სექტორზე, ნიშნავს - კოლაფსში გვქონდეს ეკონომიკა“

„ის რომ, ჩვენ საერთოდ უარი ვთქვათ ტურიზმზე, მომსახურების სექტორზე, ნიშავს - კოლაფსში გვქონდეს ეკონიმიკა“ ,- ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ განაცხადა.


10.„მალე საქართველოში საწვავი 3 ლარამდე გაიზრდება, რაც სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირებასაც გამოიწვევს“

გლობალურ ბაზრებზე ნავთობი გაძვირებას აგრძელებს. არ არის გამორიცხული, ფასმა ერთ ბარელზე 80 დოლარს მიაღწიოს. ცხადია, ასეთი ცვლილება ადგილობრივ ბაზარზეც გავლენას მოახდენს. თუკი ამ ნიშნულს მიაღწევს ფასი, ეს ნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებელს ბენზინი, მინიმუმ, 2,90-3 ლარამდე გაუძვირდება. ,,რეგულარის ღირებულებამ, არაბრენდირებულ სადგურებზე კი შესაძლოა, 2.50-ს გადააჭარბოს. ბუნებრივია, ეს სამომხმარებლო ფასებზეც იმოქმედებს, შესაბამისად, გაიზრდება ინფლაცია.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up