დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-03-04 21:30:17

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ


 

ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს ფუნქციონირება მხოლოდ სამუშაო დღეებში შეუძლიათ. თუმცა, კურორტის რესტორნების დიდმა ნაწილმა მუშაობა არ განაახლა, რადგან აცხადებენ, რომ არსებული შეზღუდვებისა და ტურისტების არარსებობის გამო ხარჯების დაფარვას ვერ მოახერხებენ. გახსნილი ობიექტები კი მომხმარებლებს დადგენილი რეკომენდაციების მკაცრი დაცვითა და გაზრდილი ტარიფებით მასპინძლობენ.

 

 

2. „არ მინდა ჭიათურა მხოლოდ მანგანუმის საბადოსთან ასოცირდებოდეს“ - ქართული ღვინო ფრანგული ელფერით

 

 

ყოფილი ეკონომისტი, დავით ჩაჩანიძე ყველაფერს ჩამოშორდა და ზემო იმერეთში ღვინის წარმოება დაიწყო. როგორც თვითონ ამბობს, სანამ ნაფერებ და ნალოლიავებ ღვინოებს მზის სინათლეზე გამოიტანდა დიდხანს ემზადებოდა.

 

 

3. ანაკლიის პორტის პროექტის ახალი ინვესტორის შერჩევას უახლოეს მომავალში დავიწყებთ - პრემიერი

 

 

საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცედენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


 

4. სასიხარულო ინფორმაცია, ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა - ნათია თურნავა


 

 

ნათია თურნავა აცხადებს, რომ 19, 22 და 26 მარტს ისრაელის ავიაკომპანია სამ ტურისტულ, ჩარტერულ რეისს შეასრულებს. მისი თქმით, ეს მთავრობის შემსუბუქების პირველი შედეგია.

 

 

5. „სამუშაო საათების აღრიცხვის კანონი მხოლოდ დამსაქმებლისთვის საქმის გართულებას ემსახურება“ - ქართული მაღაზიები

 

 

1 მარტიდან ამოქმედებული ახალი კანონი ბიზნესისთვის, თანამშრომლების სამუშაო საათების აღრიცხვის აუცილებლობის შესახებ, ქართულ მაღაზიათა გაერთიანების აზრით, ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ დამსაქმებლისთვის სამუშაო პროცესის გართულებას ემსახურება. ბიზნესს მიაჩნია, რომ  საერთო სურათს დასაქმების სფეროში ეს კანონი ვერ შეცვლის.

 

 

6. ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ საქართველოში 3 533 ბიტკოინი გამოიმუშავა

 

უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი საქართველოში კრიპტოვალუტების მომპოვებელ კომპანიას ფლობდა. ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ბიზნესმენის წინააღმდეგ „პრივატბანკის“ მიერ შეტანილი საჩივარი განიხილება.

 

 

7. უნდა ჩამოვყალიბდეთ, განათლება ბიზნესია, თუ საზოგადოებრივი სიკეთე

 

 

„მნიშვნელოვანია გავიაზროთ როგორ ვუყურებთ განათლების სისტემას ქვეყანაში. როგორც საზოგადოებრივ სიკეთეს თუ როგორც ბიზნესს.  საზოგადოება ამაზეც არ ვართ შეთანხმებული,” - ასე ეხმაურება “კომერსანტთან” განათლების სფეროს სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი პარლამენტის ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მოსწავლე, რომლის მშობელიც კერძო სკოლაში სწავლის საფასურს ვერ გადაიხდის, მას საჯარო სკოლაშიც ვერ ექნება სწავლის გაგრძელების საშუალება.

 

 

8. დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება

 

დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მედიის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ის ინიციატივა განუმარტა, რომელიც დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს.მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად შემუშავდა.

 

 

9. Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?

 

 

22 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები მიიღეს, ხოლო მარტში ევროგაერთიანების სამიტზე მოსკოვთან ურთიერთობების საკითხის განხილვა იგეგმება.კრემლის მიმართ სტრატეგიის გამომუშავების პროცესში აუცილებელია შეკითხვის დასმა - რამდენად ეფექტურია ევროპის ანტირუსული სანქციები?

 

 

10. რა მოელის წვეულებების კულტურას?

 

 

„წვეულებებს ბოლო მოეღო“ - განაცხადა საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეფექტმა პიერ პუესელმა პანდემიის გამო კომენდანტის საათის შემოღების დროს. არის თუ არა ეს სიმართლე? რამდენად შეცვალა პანდემიამ ევროპის ღამის ცხოვრება?


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up