დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-03-02 21:00:39

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე

2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და მისი მოცულობა 367.56 მლნ ლარს უტოლდება, კლება 14 მლნ ლარია, გაზრდილია სხვა და არასაპროცენტო შემოსავლები, ზრდა 3 მილიონი ლარია.


2.საქართველოსთვის ეკონომიკის 11%-იანი ვარდნა კატასტროფის მოლოდინს აჩენს, რაც ეკონომიკურ დეგრადაციას გამოიწვევს - სანდრო რატიშვილი

„იანვრის თვეში საქართველოს ეკონომიკის 11%-იანი კლება, ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადყოფს, რომ ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. ამას ის ადამიანები ვინც ბიზნესში ვართ ჩართულები და ეკონომიკურ პროცესებს მივყვებით, ოფიციალური გამოქვეყნების გარეშეც ვგრძნობდით“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა სანდრო რატიშვილმა განუცხადა.


3.გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა

წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 3.6%-ს მიაღწია, თუმცა ისევე როგორც იანვარსა და დეკემბერში მასში გაძვირებული ელექტროენერგია ფასების კლებად აისახა, რამაც განაკვეთი 1.85 პროცენტით შეამცირა, მის გარეშე ინფლაცია 5.4%-ს გადააჭარბებდა.


4.ასეთი სირთულის „ვრცელი ბუღალტერიის“ დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია

კერძო სექტორი დასაქმებულების სამუშაო საათების აღრიცხვასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას, რომელიც ძალაში 1-ელი მარტიდან შევიდა, აკრიტიკებს. მას დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერს უწოდებენ, რომელიც ბიზნესს ფუნქციონირებას ურთულებს



5.6 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - კვების ობიექტებს რეგულაციები გაუმკაცრდათ

ბათუმში რესტონებმა როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეები უკვე გაიხსნა, საქართველოს სხვა ქალაქებში კი კვების ობიექტები სივრცეების სრულად ამუშავებას 8 მარტიდან შეძლებენ.


6.2020 წელს სათვალავში საერთოდ არ ვიღებთ - რა მოლოდინები აქვს „რითეილ გრუპ ჯორჯიას“

„2020 წელს სათვალავში საერთოდ არ ვიღებთ“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა.


7.მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის აუსტრიას პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან.


8.ლარის გაუფასურების ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, წლის ბოლომდე კურსი 3.55-ს გადააჭარბებს

ლარი დოლართან მიმართებაში თებარვალში 0.7%-ით, წლის პირველ ორ თვეში კი 1.5%-ით გაუფასურდა. თუ 1-ელ იანვარს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2766 იყო, 1-ელ თებრვალს 3.3026-ს მიაღწია, 1-ელ მარტს კი 3.3255-ს. ამ დროის განმავლობაში ეროვნულ ბანკს ინტერვენცია სულ 3-ჯერ მოუწია, იანვარში ორჯერ და თებერვალში ერთხელ, რასაც ჯამში ბაზრისთვის $120 მლნ-ის მიწოდება მოჰყვა.


9.ვაქცინაციის გეგმაში კორუფციული რისკები გათვალისწინებული არ არის -საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

2021 წლის 14 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობის 60%-ის იმუნიზაცია უნდა მოხდეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, გეგმაში არაა შეფასებული კორუფციული რისკები და არაა გათვალისწინებული არაკეთილსინდისიერი ქმედებების საწინააღმდეგო ღონისძიებები. კორუფციის რისკების წინასწარ არგათვალისწინებამ შესაძლოა პრობლემები და შეფერხებები შეუქმნას იმუნიზაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს.


10. Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა

ბოლო თვეებში სასურსათო პროდუქტების ფასმა მაქსიმუმს მიაღწია და ექსპერტების აზრით, ვითარება ძვირი სურსათის ახალი „სუპერციკლისკენ“ მიდის. ეს მასობრივი უმუშევრობის და შემოსავლების კატასტროფული ვარდნის ფონზე ხდება. მომხმარებლებზე ზეგაგვლენას ზრდადი ინფლაციაც ახდენს. Bloomberg-მა გაანალიზა მდგომარეობა 5 ქვეყანაში, სადაც ფასების ზრდამ და ინფლაციამ განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს მიაღწია.



თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up