დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-03-01 21:00:35

1. სასტუმროს გახსნა არ არის გასაღების გადატრიალება - მთავრობის დაგვიანებული გადაწყვეტილება

3 თვის შემდეგ, ზამთრის კურორტებზე სასტუმროებს გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის ფონზე, ხელისუფლებამ ზამთრის კურორტებზე შეზღუდვები გასული წლის ნოემბერში დააწესა, რის შემდეგაც ტურიზმის სექტორს არც ერთი სტუმარი არ მიუღიათ. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორი დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას პერმანენტულად ითხოვა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა, გახსნის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.


2. ვერ ვიტყვით, რომ კრიზისი გადალახულია, კარგი იქნებოდა, რომ სესხების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელებულიყო,- „არქი“

„ვერ ვიტყვით, რომ კრიზისი გადალახულია, კარგი იქნებოდა, რომ სესხების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელებულიყო“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა განუცხადა. ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის მმართველი აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების შესახებ, ცალსახად დადებითი ქმედითი ნაბიჯი იყო.


3.მთავრობა ერთ კონკრეტულ ავიაკომპანიას ლობირებს - ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა

„Wizzair და ryanair“ შემდეგ ქართულ ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი კომპანიას „Air Georgia express“-ს უნდა დაეწყო ოპერირება, დღე-დღეზე თბილისის აეროპორტში პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავიც უნდა შესულიყო თუმცა, ქართულ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა.


4.ფიზიკური პირებზე გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობამ 12.4 მლრდ ლარს გადააჭარბა


იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 20%-ით 37.331 მლრდ ლარამდე გაიზარდა, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით კი უმნიშვნელოდ 0.12%-ით შემცირდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

5.საქართველო რუსულ ხორბალს ნაწილობრივ ყაზახური ხორბლით ჩაანაცვლებს

საქართველო რუსულ ხორბალს ნაწილობრივ ყაზახური ხორბლით ჩაანაცვლებს,- ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.


6. ქართულ მაღაზიათა ასოციაცია: ჩვენი წევრი 400-მდე კომპანიიდან 350 დაჯარიმების რისკის ქვეშაა


ჩვენი წევრი 400-მდე კომპანიიდან 350-ზე მეტი დაჯარიმების რისკის ქვეშაა, - განმარტავენ ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში, მიზეზი კი დამსაქმებლისთვის სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულებაა.


7. ვინმეს სჯერა რომ მილიარდ დოლარს ჩადებს რომელიმე ჭკუათმყოფელი პროექტში, რომელიც დაინგრევა? - ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, როგორც კი ნამახვანჰესის აქციაზე ბევრი ხალხი დაინახეს, მაშინვე დაიწყო პროტესტზე კაპიტალიზაციისა და სათავეში მოქცევის მცდელობები. ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრობლემა საკუთრების უფლების ფორმალურ გაუმიჯნაობაში, აქტივების ფორმალურად სახელმწიფოს ხელში არსებობასა და რეალურ მესაკუთრეთა უფლებების შელახვაშია. გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერის Facebook პოსტს კომერსანტი უცვლელად სთავაზობს.


8.დონალდ ტრამპი მილიარდელის პოზიციებს დღითიდღე კარგავს

დონალდ ტრამპის დღესაც მილიარდერია, თუმცა, პრეზიდენტობის დროს მისი ფინანსური იმპერია სერიოზულად დაზარალდა.


9. ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში მცენარეების გენეტიკური რესურსების ბანკი შეიქმნება

მცხეთის რაიონის სოფელ ჯიღაურის სოფლის მეურნეობის მეცნიერულ-კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზის ტერიტორიაზე მცენარეების გენეტიკური რესურსების ცენტრი შეიქმნა, სადაც ხილის და ყურძნის ასობით სახეობა დაგროვდება.


10.ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up