დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-02-25 21:00:23

1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25 თებერვალი


საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან, რაც ფაქტობრივ ანექსიას ნიშნავდა, 100 წელი გავიდა. 25 თებერვალს უშუალოდ ოკუპაციის გარდა, რომელიც 70 წელს გაგრძელდა, ტერიტორიების დაკარგვა, კოლოსალური მსხვერპლი, იქამდე არნახული რეპრესიები და საკუთრების უფლების აბსოლუტური ხელყოფა მოჰყვა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგაც კი საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ სახელმწიფოდ რჩება, რაშიც თავის დიდი წვლილი საბჭოთა წარსულს მიუძღვის.


2. „სამშენებლო ამნისტია“ დეველოპერებისთვის მისაღებია, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი ბუნდოვანი


„სამშენებლო ამნისტიის“ შესახებ კანონპროექტი მოამზადა,თბილისის მერიის ინიციატივით საკანონმდებლო პაკეტი, პარლამენტში უკვე შევიდა. ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, რომელიც 2020 წლის 18 აგვისტომდეა დასრულებული. ერთადერთი კრიტერიუმი, რაზეც შეღავათები და ამნისტია არ გავრცელდება, უსაფრთხოების ნორმების დაცვაა. 


3.„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე


„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ - პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა სწორად უნდა განვითარდეს და ევროპული პროექტებით კიდე უფრო უნდა მიუახლოვდეს დასავლეთს.


4. 21 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 36 906 460 ლარის კოვიდჯარიმა დაიწერა



საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით სულ 8737 პირი დაჯარიმდა. მათგან 99.7%-ზე მეტი - 8716 ფიზიკური პირია, 21 კი იურიდიული. გამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობა 26 463 000 ლარს შეადგენს. ინფორმაცია კომერსანტმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.


5.  2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება.


6. კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი

სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.


7. „დანიური სახლი“ ბაზრიდან გადის, კომპანია ფილიალებს ხურავს

„დანიური სახხლი“ მომხმარებლებს 50-70% მდე ფასდაკლებებს სთავაზობს და გლდანისა და ქავთარაძის სითი მოლში არსებულ ფილიალებს ხურავს.“ -  ამის შესახებ ინფორმაცია „დანიური სახლის“ Facebook- ის  ოფიციალურ  გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება.


8. ხვალ ვიხსნებით და დავიწყბეთ მუშაობას, ასე არაა - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია

3 თვის შემდეგ საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა, თუმცა მგზავრობა გაძვირდა. ტარიფი დაახლოებით 2-დან 5 ლარამდეა გაზრდილი. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად მგზავრების საქალაქთაშორისო გადაადგილებას არ ახორციელებს „მეტრო ჯორჯია“.


9 . GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.


10.Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up