დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-02-24 21:00:30

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა - რა იხსნება მარტიდან?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა.


2. მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს.


3. რესტორნის შიდა სივრცეები 1 მარტიდან გაიხსნება (შაბათ-კვირის გარდა)

საქართველოს მასშტაბით რესტორნების ფუნქციონირება სრულად მარტის დასაწყისიდან აღდგება.


4. ძალიან გაკვირვებული ვარ აქამდეც როგორ შეინარჩუნა საქართველოში ბიზნესმა თავისებური სიმყარე - ევროპული ბიზნეს ასოციაცია

„თუ ნორმალური გარემო არ გვექნება საქართველოში,  ეს ყველასთვის მტკივნეულ შედეგებს მოიტანს. თუ მთავრობასა და ოპოზიციას არ სურს შეაჩეროს ამ კრიზისის გაღრმავება, ბიზნესი აღდგენას საერთოდ ვერ შეძლებს,“- „ევროპული ბიზნეს ასოციაცია“ „კომერსანტთან“ საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საინვესტიციო გარემოზე შესაძლო გავლენებზე.



5. ოცნების 5 პრემიერი და მათი ეკონომიკური გადაწყვეტილებები

ქართული ოცნების ხელისუფლებამ მმართველობის 8 წელსა და 4 თვეში 5 პრემიერი გამოიცვალა. ამ დროის განმავლობაში ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი. გაუქმდა რეინვესტირებული მოგების გადასახადი...


6. თბილისის მთავარი გამზირი ქირავდება

„იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით“, - გასულ საუკუნეში დაწერილი ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა, ისევ აქტუალურია, 112 წლის შემდეგაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები, ისევ იძლევა იმის თქმის საშულებას, რომ „საქართველო იყიდება“.


7. რა თანხა შეიძლება ჩამოიტანოს გერმანიიდან 3 თვით დასაქმებულმა საქართველოს მოქალაქემ?

გერმანიაში დასაქმების მსურველთა რაოდენობა ყოველწუთს მატულობს. ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდება, რომ უცხო ქვეყანაში გამგზავრებით და იქ მუშაობით საკმაოდ დიდ შემოსავალს მიიღებენ, თუმცა რეალურად არავინ იცის, იქ ჩასულ ქართველებს რა პირობები დახვდებათ და რამდენად მძიმე საქმის შესრულება მოუწევთ.


8. სატრანსპორტო საშუალების ძველ სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა 2021 წლის 31 მარტიდან შეუწყდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა უნარჩუნდება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.


9. საქართველოში სეტყვის საწინაამღდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება. ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.


10. Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველი?

კიევში დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვაა, თუმცა, ამ ფონზე საქმეები ფინანსურ სექტორში გასაკვირად კარგად მიდის. უკრაინის ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო დარწმუნებულია ფინანსური სისტემის მდგრადობაში და დეფოლტის ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

 


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up