დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-02-22 21:00:28

დღის top 10 საინტერესო ამბავი:

 

1. ღარიბაშვილი - მთავარი პრიორიტეტები იქნება, 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება იქნება.

 

2. ბიზნესი თუ არ ამუშავდა, საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს არ ეყოფათ გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი

ფინანსური ზარალი იმდენად კოლოსალურია, ვერ წარმოიდგენთ - 250 000 ადამიანი უმუშევარია, ბიზნესი თუ არ ამუშავდა, არ ეყოფათ გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს, - ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

 

3. ირაკლი ღარიბაშვილი - შემსუბუქების ღონისძიება ამ კვირიდანვე ამოქმედდება - პირველი ვაქცინა მარტში შემოვა

ამ კვირაში გვექნება საკოორდინაციო საბჭოს პირველის სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

 

4. გერმანიაში დასაქმების მიზნით ერთ კვირაში 86 000 ადამიანი დარეგისტრირდა


სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 22 თებერვლის მდგომარეობით, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების სურვილი გამოხატა 86 395 პირმა, რომლებიც დარეგისტრირდნენ სპეციალურ პორტალზე და შეავსეს სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“.

 

5. „პარადოქსია, როდესაც შემოგვყავს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები და მაღალმხარჯველი ტურისტი გვინდა“

რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოს ავიაციის ბაზრისთვის ლოუქოსთერების მოზიდვა კვლავაც აქტუალურია, თუცა თამუნა თანდაშვილის თქმით, მთავრობის რიტორიკა იმაზე, რომ მაღალმხარჯველობითუნარიანი ტურისტი პრიორიტეტი უნდა იყოს, შესაძლებლობებს აცდენილია.

 

6. 2020 წელს მოსახლეობამ 6 მლრდ. ლარით მეტი სესხი აიღო - როგორ გაიზარდა ბანკების საკრედიტო აქტივობა

2020 წლის IV კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, კომერციული ბანკების საკრედიტო აქტივობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,277,908,778 ლარით გაიზარდა. თუ 2020 წლის IV კვარტალში კომერციული ბანკების მთლიანი სესხების მოცულობამ 38,234,516,740 ლარი შეადგინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 31,956,607,962 ლარი იყო.

 

7. ყურძნის ხარისხის კონტროლის გამკაცრება კარგია, თუმცა არასაკმარისია იმისთვის რომ საქართველოდან ექსპორტზე არ გადიოდეს უხარისხო პროდუქცია

ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ამასთან, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე.

 

8. სანამ ტურიზმის აღდგენის რეალურ ნიშნებს არ დავინახავთ, სასტუმროს გახსნას აზრი არ აქვს- Hyatt Regency Tbilisi

თბილისში, რუსთაველის გამზირზე სასტუმრო „ჰაიატის“ (Hyatt Regency Tbilisi) მშენებლობის დასრულების საკითხი უკვე წლებია კითხვის ნიშნის ქვეშაა. იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა, რომელიც „რუსთაველი ფროფერთიმ“ სახელმწიფოსგან 2012 წელს 13 მლნ ლარად შეიძინა, პროექტის დასრულებას ჯერ კიდევ 2017 წელს გეგმავდა.

 

9. ვაშინგტონი რუსეთს „არა მხოლოდ სანქციებით“ ემუქრება

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ „ თეთრის სახლი იზრუნებს იმაზე, რომ რუსეთმა შეიგნოს, კიბერშეტევის საკითხში ზღვარი სად გადის“. მან ასევე კრემლს საპასუხო ზომების მიღებას „ხილული და უხილავი ინსტრუმენტებით“ შეპირდა.

 

10. ახალი ტურისტული ტენდენცია - პლიაჟი, კოქტეილი და ვაქცინა

მაშინ, როდესაც ქვეყნების უმრავლესობაში ვაქცინაცია ჯერ ან არ დაწყებულა ან შეზღუდვებით და მკაცრად განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით მიმდინარეობს, ზოგიერთ ქვეყანას პრეპარატების ჭარბი რაოდენობა დაუგროვდა. ეს ქვეყნები დაგროვილი რეზერვების გამოყენებას ცდილობენ და მდიდარ უცხოელებს მოგზაურობს დროს აცრის გაკეთებასაც სთავაზობენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up