დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-02-18 21:00:02

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა

როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

 

2.გახარიას გადადგომა, ეკონომიკის გახსნას და რეგულაციების შერბილებას კიდევ უფრო გააჭიანურებს

კითხვაზე, რა პროცესებს უნდა ველოდოთ ბიზნესსა და ეკონომიკაში არსებულ ვითარებაში, სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მოულოდნელი გადადგომა, ზოგადად ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი საქართველოში აქამდეც იყო.

 

3. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა

ქართულმა ოცნებამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ ცნობილი „ქართული ოცნების ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა.

 

4. მთავრობის მოულოდნელი გადადგომა, ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს, ასე ქვეყნები ვერ ვითარდება - ირაკლი იაშვილი


ბიზნესმენი სიტუაციას ნეგატიურს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება მსგავს პოლიტიკურ პროცესებს უკვე მიეჩვია და ერთგვარი იმუნიტეტი გამოიმუშავა.


5. ბიზნეს ომბუდსმენობიდან პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებამდე - გახარიას 1500 სამუშაო დღე

ქართული ოცნების ხელისუფლების მეხუთე პრემიერმ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 თებერვალს პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის მთავრობას 17 თვის განმავლობაში 2019 წლის 9 სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა.

 

6.  „ამოვიდა ყელში, ვისაც საქმის კეთება შეუძლია, იმ ხალხის მოსვლის დროა პოლიტიკაში„ - ნინა კობახიძე

ამოვიდა ყელში, ვისაც საქმის კეთება შეუძლია, იმ ხალხის მოსვლის დროა პოლიტიკაშიც, ოპოზიციაშიც და ყველგან!- ასე ეხმაურება “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ჯეო ჰოსპიტალსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობიდან გადადგომას

7. ბიზნესს ეკონომიკურ გუნდთან კომუნიკაციის პრობლემა ისედაც ჰქონდა, გახარიას გადაწყვეტილება კი, კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს

„ბიზნესს ეკონომიკურ გუნდთან კომუნიკაციის პრობლემა ისედაც ჰქონდა, გახარიას გადაწყვეტილება კი, კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს“ , - ასე აფასებს ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე გიორგი გახარიას გადადგომას.


8.თბილისის სააპელაციო სასამართლომ უპრეცედენტო ბიზნეს დავა რუსული სახელმწიფო კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უპრეცედენტო ბიზნეს დავა რუსული სახელმწიფო კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა. საქმე ეხება მსოფლიოში ცნობილი არყის, „სტოლიჩნაიას“ სავაჭრო ნიშნებს საქართველოში.

 

9. არასტაბილური კონიუქტურა, ნეგატიურ გავლენას ახდენს ბიზნესგარემოზე - სოსო ფხაკაძე

„არასტაბილური   კონიუქტურა,  ბუნებრივია, ნეგატიურ გავლენას ახდენს ბიზნესგარემოზე, ბიზნესის განწყობებზე და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე. - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.


10. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს - ბრიტანეთის საელჩო

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს და მხარეებს მოუწოდებს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და დაძაბულობა განმუხტონ.



თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up