დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-02-15 21:00:12

დღის top 10 საინტერესო ამბავი:

 

1. იმედი გვაქვს ღია სივრცეების გახსნა არ გააუარესებს ეპიდვითარებას - ნათია თურნავა

დღეს გვაქვს პირველი დღე, როდესაც სარესტორნო ღია სივრცეები არის გახსნილი და იმედი გვაქვს, რომ ეს გახსნა ჩაივლის დადებითად -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

2. შრომის ინსპექცია ბიზნესს თანამშრომლების სამუშაო საათების აღრიცხვას ავალებს

შრომის ინსპექტორმა  დასაქმებულთა  აღრიცხვის საჭიროება, რაც შრომის კოდექსით მარტიდან უნდა ამოქმედდეს, მათი უფლებების დაცვის  მიზნობრიობით ახსნა.

 

3. საქართველოში ფულადი გზავნილების მაჩვენებლით რუსეთს პირველობა იტალიამ ჩამოართვა

რუსეთის წილი მთლიან გზავნილებში 15.5%-მდეა შემცირებული. 2020 წელს 19.3% იყო, 12-13 წლის წინ 60%-ს აჭარბებდა.

 

4. „საქართველოს რეიტინგი ბოლო 8-10 წელია არ გაუმჯობესებულა, ეს საშინელი შედეგია“ - ეკონომისტები Fitch-ის პროგონოზებს აფასებენ

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB დონეზე უცვლელად დატოვებას დადებითად აფასებს.


 

5. დღეს განახლებული სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობა ვაკის პარკში, მერიის მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა

თბილისში, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა განახლებიდან მცირე დროში, მერიის მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა.

 

6.``რესტორანი მხოლოდ იმიტომ გავხსენით, რომ კომუნალურების ნაწილი დავფაროთ``- გურამ ბაღდოშვილი

რესტორნის დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ სექტორს ხარჯები მნიშვნელოვნად გაეზარდა, თუმცა მომსახურების ფასის მატება არ იგეგმება.

 

7.TOP 5 ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა თითქმის 4-ჯერ გაეზარდათ - ლიდერი „თიბისი ბანკია“

Top 5 კომერციული ბანკის „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. მიმდინარე წლის 12 თვის მონაცემებით, ბანკების ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 983 615 930 ლარი გახდა, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 284 372 796 ლარი იყო.

 

8. მარტიდან SkyUp Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს აორმაგებს

მარტიდან უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი საქართველოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას აორმაგებს. როგორც SkyUp Airlines-ის გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელი” განმარტავს, მარტიდან ხუთშაბათის და კვირის რეისებს დაემატება კიდევ ორი რეისი, ყოველ სამშაბათს (2 მარტიდან) და პარასკევს (19 მარტიდან).

 

9. Economist: კორონავირუსი შესაძლოა კაცობრიობის მუდმივი დაავადება გახდეს

მართალია, ვაქცინები ძალიან სწრაფად შეიქმნა და ისინი მოსალოდნელზე ეფექტურები აღმოჩნდნენ, თუმცა, დღეს უკვე ნათელია - ამ გზით კორონავირუსის საბოლოოდ მოშორება შეუძლებელია.

 

10. Die Welt: ბელარუსი: IT-სამოთხის დასასრულის დასაწყისი

ბელარუსი არის უნიკალური, სახელმწიფო-კაპიტალისტური ქვეყანა ევროპაში, რომელიც სწრაფად განვითარებად, და მსოფლიო დონის კონკურენტუნარიან IT-სექტორს ფლობს. ზოგჯერ მას „აღმოსავლეთ ევროპის სილიკონის ველს“უწოდებენ, იმის გამო, რომ მინსკთან ახლოს მდებარე მაღალტექნოლოგიურ ცენტრებში ისეთი კომპანიების ოფისებია გახსნილი, როგორც Google და Yandex-ია.

 

 

თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up