დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-02-10 21:30:11

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 

 

1. ანაზღაურების ტარიფი, ბონუსების სისტემა და ლოდინის დრო - გლოვო ჯერჯერობით მხოლოდ ერთ დათმობაზე მიდის


ანაზღაურების ტარიფი, ბონუსების სისტემა და ლოდინის დრო ეს იმ მთავარი საკითხების ჩამონათვალია, რის გამოც „გლოვო“-ს კურიერების ნაწილმა გასულ კვირას სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა. განახლდება თუ არა კურიერების პროტესტი დღეს გახდება ცნობილი, გლოვერები კომპანიისგან პასუხს ელოდებიან - მოხდება თუ არა იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რომლებიც მათ სამუშაო პირობებს გააუმჯობესებს.

 

2. რატომ გაძვირდა საწვავი საქართველოში?

 

ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება. ლონდონის ბირჟაზე 1 ბარელი Brent-ს ტიპის ნავთობის აპრილის ფიუჩერსულმა ღირებულებამ $61-ს გადააჭარბა, რაც წლის დასაწყისის მაჩვენებელს 18%-ით აღემატება. ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე კიდევ უფრო მეტად, 20%-ით $58-მდე გაიზარდა ამერიკული მსუბუქი ნავთობის მარტის ფიუჩერსული ღირებულება. მოთხოვნის ზრდა მიწოდების ზრდის ტემპს აჭარბებს, რაც „შავი ოქროს“ ფასს ზრდისკენ უბიძგებს.

 

 

3. პოსტ პანდემიურ პერიოდში შევდივართ, უნდა მოხდეს იმ საკანონმდებლო რეგულაციების იდენტიფიცირება, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის - სოსო ფხაკაძე

 

 „კარგი იქნება თუ მოხდება იმ საკანონმდებლო რეგულაციების იდენტიფიცირება, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის ან აფერხებს“, -  ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განუცხადა. „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი განმარტავს, რომ რეგულაციები, რომლებიც ბიზნესის საქმიანობას აფერხებს უნდა გადავადდეს ან საერთოდ გაუქმდეს.

 

 

4. 44,8 მლნ ლარი ერთ წელიწადში - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება რეკორდულად გაიზარდა


 

მაშინ, როდესაც პანდემიური 2020 წელი კომერციულმა ბანკებმა მნიშვნელოვნად შემცირებული მოგებით დაასრულეს, მიკროსაფინანსოები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. თუ 2019 წელს მისო-ებმა მხოლოდ 112 123 ლარის მოგებით დახურეს, 2020 წელს ამ მაჩვენებელმა 44,8 მლნ ლარი შეადგინა.

 

 

5. 8 მლნ ლარის ერთჯერადი ხელთათმანების მიწოდების ტენდერში გამყრელიძის შვილის კომპანიამ გაიმარჯვა

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ერთჯერად ხელთათმანებზე ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 7 800 000 ლარია. ტენდერები 21 იანვარს გამოცხადდა, 27 იანვარს საბუთების მიღება დაიწყო და 28 იანვარს დასრულდა. ტენდერში ერთადერთი კომპანია „გეფა“ მონაწილეობდა, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკა გამყრელიძეა.

 

 

6. 140 მლნ კოვიდვაქცინირებულ პირი მსოფლიოში - არცერთი საქართველოში

 

მსოფლიო მასშტაბით კოვიდვაქცინირებულ პირთა რაოდენობამ 10 თებერვლის მდგომარეობით 140 მლნ-ს გადააჭარბა. ეს რიცხვი ინფიცირებულთა რაოდეობას 1.3-ჯერ აღემატება. იმავე პროპორციით საქართველოში 343 ათასი ადამიანი უნდა იყოს აცრილი, თუმცა ქვეყანაში ვაქცინაცია ამ დრომდე არ დაწყებულა.



7. ლოლაძეების ფერმის წარმოებულმა ეგზოტიკულმა ხილმა იმპორტი ნაწილობრივ ჩაანაცვლა

 

„ლოლაძეების ფერმის“ წარმოებულმა ეგზოტიკულმა ხილმა იმპორტის ნაწილობრივ ჩაანაცვლა. როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლაშა ლოლაძემ განუცხადა, კივანოს შემთხვევაში მომხმარებელმა უპირატესობა სრულად ადგილობრივ პროდუქციას მიანიჭა.


 

8. საბანკო დაკრედიტების 73.9% თბილისზე მოდის

 

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხებით როგორც ლარში ასევე უცხოურ ვალუტაში თბილისი ლიდერობს. რეგიონებთან შედარებით, დედაქალაქის წილი დაკრედიტებაში ეროვნულ ვალუტაში 60%-ს ხოლო უცხოურ ვალუტაში 80%-ს აღემატება.

 

 

9. პოსტ-კოვიდური რეაბილიტაცია - კურორტი ნუნისი პაციენტებს მარტიდან მიიღებს

 

კურორტ ნუნისში საქართველოში პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციის პირველი პროგრამა ამოქმედდება. პროგრამას, რომელიც შვეიცარიის სარეაბილიტაციო ცენტრების გამოცდილებას დაეყრდნობა, პროფესორი ლერი ლაფანაშვილი უხელმძღვანელებს.

 

 

10. ჩინეთის ერთმა პორტმა ყველა ქართული პორტის ტვირთბრუნვას 6700%-ით გადააჭარბა

 

კორონა-კრიზისი მსოფლიოს უმსხვილეს პორტებს პრაქტიკულად არ შეხებიათ. მათი ტვირთბრუნვა პირიქით გაიზარდა. ჩინეთში მდებარე ნინგო-ზოუშენის პორტი გასულ წელს 4.7%-ით მეტ 1.17 მლრდ ტონა ტვირთს მოემსახურა.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up