დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-02-09 21:00:19

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„თიბისის“, „ლიბერთი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“ ინვესტიციების მოზიდვა გაურთულდება“

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა სამი ქართული სისტემური ბანკის მხარდაჭერის რეიტინგი 4-დან 5 ქულამდე შეამცირა და ბანკების „დახმარების სარეიტინგო მაჩვენებლები“ (Support Rating Floors - SRFs) „B“ დონედან „მაჩვენებლის გარეშე“ (NO FLOOR) დონემდე დასწია.


2.„მტკვარი ჰესის, სასტუმროების Luxury Collection-ის და PULLMAN-ის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება“- „თანაინვესტირების ფონდი“

2021 წელს თანაინვესტირების ფონდის, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას გეგმავს, მათ შორისაა: მტკვარი ჰესის ძირითადი სამუშაოების დასრულება, რომლის წლიური გამომუშავება საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 1.9%-ს შეადგენს; მარიოტის უმაღლესი კლასის ბრენდის „Luxury Collection“ 101 მლნ დოლარის ინვესტიციის სასტუმროს და აქსის თაუერსში სასტუმრო „პულმანი“-ს გახსნა.


3.შეზღუდვების შემსუბუქება ქართულად - რესტორნებიდან გატანის სერვისი გამკაცრდა

შეზღუდვების ერთი ნაწილის შემსუბუქების პარალელურად, მთავრობა მეორე ნაწილს ამკაცრებს. პირბადის ტარების წესების განმეორებით დარღვევაზე გაორმაგებული ჯარიმის პარალელურად რესტორნებიდან გატანის სერვისიც გართულდა.


4.„ლარი ასახავს იმას, რაც საქართველოს ეკონომიკას სჭირს“ - ლადო პაპავა


როგორ შეეხო გლობალური ეკონომიკური კრიზისი საქართველოს და სად არის გამოსავალი? - ამ თემებზე ეკონომისტი, პროფესორი ლადო პაპავა საუბრობს.


5.პურის მწარმოებელთა დიდმა ნაწილმა ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდია ვერ მიიღო - „პურის მცხობელთა ასოციაცია“

„პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის მწარმოებელთა დიდ ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადი გაზრდილი ტარიფით მიუვიდა.


6.INN GROUP: კოვიდ სასტუმროში 200 ნომრიდან მხოლოდ 20-ია დაკავებული, რაც ხარჯებს ვერ ისტუმრებს

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ზამთრის კურორტებზე (ბაკურიანში და გუდაურში) ჯგუფის ორი სასტუმრო იმ პერიოდში გაჩერდა, როდესაც ყველაზე დიდი აქტივობით ხასიათებოდა და ყველაზე დიდი შემოსავლის მომტანი იყო, ეს კი კომპანიისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა.


7.ნაკლები მომხმარებელი, პირბადე და ტესტირება - ფიტნესები გასახსნელად ემზადებიან

დღეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ნაბიჯია ის, რომ მზაობა გამოხატა ფიტნეს კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, თუ რა თქმა უნდა შენარჩუნდება არსებული ეპიდვითარება და ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის კლების ტენდენცია.


8.2016-2020 წლებში საქართველოდან ინდოეთში ექსპორტი 8-ჯერ შემცირდა - როგორ ემზადება ქვეყანა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისთვის

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ან სხვა მგავსი შეთანხმება, უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, EFTA-სთან (შვეიცარია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ლიხტენშტეინი), ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. წლებია გრძელდება მოლაპარაკება შეერთებულ შტატებთან, განიხილება ინდოეთის ვარიანტიც.


9.ლარი იანვარში სავაჭრო პარტნიორების ვალუტების უმრავლესობასთან მიმართებაში გაუფასურდა

იანვარში ლარი დოლართან მიმართებაში უმნიშვნელოდ 0.8%-ით გაუფასურდა. სხვა ძირითად ვალუტებთან და სავაჭრო პარტნიორის ფულის ერთეულებთანაც გამყარების/გაუფასურების მაქსიმალური მაჩვენებელი 2.4%-ს არ გასცდენია.


10.Walmart-ის გაყიდვებმა $520 მლრდ-ს მიაღწია

მსოფლიოში უმსხვილესმა საცალო ვაჭრობის ქსელმა Walmart-მა გაყიდვების რეკორდი პანდემიის პერიოდში, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზეც მოხსნა. 2020 წელს ამერიკულმა გიგანტმა $520 მლრდ-ის პროდუქციის რეალიზება შეძლო 2%-ით მეტის ვიდრე 2019 წელს და 68%-ით მეტის ვიდრე 2006 წელს.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up