დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-02-08 21:45:15

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 

1. ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების 76% „თიბისი“ და „საქართველოს ბანკზე“ მოდის

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2020 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 244,630,971 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 220 049 010 ლარი იყო.

 

 

2. დიდი ფასდაკლებები და ზარალი - ერთი კვირა სავაჭრო ცენტრების გახსნიდან

 

ეკონომიკის ნაწილობრივ გახსნასთან ერთად, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური შედეგების დათვლა ბიზნესმა უკვე დაიწყო. დაიწყეს იმაზე ფიქრიც თუ , როგორ გამოვიდნენ კრიზისიდან მინიმალური ზარალით. სწორედ ამიტომ "კომერსანტი" დაინტერესდა რა საფასო პოლიტიკით დაბრუნდნენ რითეილ კომპანიები ბაზარზე და რა მდგომარეობა დახვდებათ ახლად გახსნილ მოლებში მომხმარებლებს.

 

 

3. „ბათუმი რივიერას“ მშენებლობა პანდემიის გამო დაპაუზებულია და გაგრძელება მომავალ წლამდე არ იგეგმება

 

ბათუმში „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარი მიწის ფართობზე მულტიფუნქციური კომპლექსის „ბათუმი რივიერას“ მშენებლობა იგეგმება, თუმცა პანდემიის გამო პროექტი თვეების განმავლობაში დაპაუზებულია.

 

 

4. გამორჩეული არქიტექტურული შენობა დედაქალაქის ცენტრში, რომლის ახალი სიცოცხლე წლებია ვერ დაიწყო (ფოტოები)


 

დედაქალაქის ცენტრში წლებია, ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული არქიტექტურული შენობა უფუნცქიოდაა დარჩენილი. საუბარია კოსტავას 65 ნომერში არსებულ უძრავი ქონებაზე, სადაც წარსულში ნავთობისა და გაზის კორპორაცია იყოს მდებარეობდა. აღსანიშნავია, რომ წლებია შენობის განახლებას შპს შპს „კენ.კონსტრაქშენ“ გეგმავს თუცა შენობის ახალი სიცოცხლე ამ დრომდე არ დაიწყო.

 

 

5. „შესყიდული პროდუქციის მოცულებები აღემატებოდა კლინიკის საჭიროებებს“ - პრობლემები და დარღვევები, რომელიც აუდიტმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმოაჩინა

 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 2015-2017 წლების დოკუმენტაციების მიხედვით ჩატარებულმა აუდტიტმა ტენდერების, წამლების გაცემისა და შრომის ანაზღაურების მიმართულებით რამდენიმე დარღვევა გამოავლინა. ხშირ შემთხვევაში შესყიდული პროდუქციის მოცულებები აღემატებოდა კლინიკის საჭიროებებს, დარღვეული იყო ხელფასებიც გაცემის წესიც.

 

 

6. საერთაშორისო რეზერვები ბოლო 20 წელიწადში 3995%-ით გაიზარდა

 

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის შესანარჩუნებლად იანვარში $80 მლნ გაყიდა, თუმცა იმავე იანვარში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა $191 მლნ-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს - $4.102 მლრდ-ს მიაღწია.



7. გახარია ბიზნესს - „ვიქნები გარანტი, კანონის ფარგლებში ნებისმიერი პრობლემური საკითხის უმოკლეს ვადებში გადაიჭრას“

 

ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციების ხელშეწყობა არის საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტები და ამ პროცესში ბიზნესის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

8. პირველად ცხოვრებაში მე არაფერი მითქვამს, რადგან იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, რომ დავიბენი“- თემურ ჭყონია

 

„პირველად ცხოვრებაში მე არაფერი მითქვამს, რადგან იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, რომ დავიბენი“—  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. ბიზნესმენის განცხადებით, გიორგი გახარიასთან კონსტრქუციული და საინტერესო შეხვედრა შედგა.

 

9. 2017-2020 წლებში ქართლის ქარის ელექტროსადგური დაგეგმილ სიმძლავრეზე გავიდა 

 

საქართველოში ერთადერთი ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა. 2017-2020 წლებში სადგურმა სულ 348 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. თვეში 200 კვტ/სთ-ის მოხმარების გათვალისწინებით ეს წლიურად 36 200 ოჯახის ელექტროენერგიით სრულ დაკმაყოფილებას ნიშნავს.

 

10. 6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი დისტანციური სამუშაო, რომლის დაწყებაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება

 

 

ბოლო წლების განმავლობაში ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ცხადი გახდა, რომ სულაც არ არის აუცილებელი მთელი დღე ოფისში იჯდეთ და იმუშაო, რადგან დღესდღეობით სამუშაოების უმეტესობის შესრულება დისტანციურადაც შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერი წერილიდან.წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სამუშაოებს, რომელთა დაწყებაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up