დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-02-05 21:00:59

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

1. სახელმწიფო პროგრამით გაცემულ მედიკამენტების ნაწილს ვადა მოხმარების დასრულებამდე გაუვიდა—აუდიტი

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით ბენეფიციართა მხოლოდ 9%-მა ისარგებლა. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.

 

2. ბიზნესი ქართულ „ჯიგრულ პონტში - როგორ აგრძელებს მუშაობას კანონის გვერიდს ავლით შპს მწვანე“

საქმე ეხება მარნეულში სასოფოლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთის არა მიზნობრივად გამოყენების ფაქტს. „კომერსანტი“ გიყვებოდათ, რომ 5 683 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე სიმინდის ყანების, კომბოსტოს პლანტაციების, ან სულაც კარტოფილის ნათესების ნაცვლად ტირ პარკი - „მწვანე“ ფუნქციონირებდა.

 

3. რესტორნების პროტესტი 6 თებერვალს მაინც შედგება

რესტორნების პროტესტი მაინც შედგება  - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი ლევან ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

4. რომელმა კომპანიებმა მიიღეს ყველაზე მეტი თანხა გამარტივებული შესყიდვით? - 10-დან 6 კომპანია ქართული ოცნების შემომწირველია


საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა 10 ქართული კომპანია, რომელმაც 2020 წელს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღო. როგორც ორგანიზაცია წერს, ათივე კომპანიამ ჯამში 165 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღო.

 

5. 7 ბანკი, რომელიც მეოთხე კვარტლიდან მოგებაზე გავიდა

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

 

6. კინოთეატრ „რუსთაველის“ ახალ პროექტს უარი ეთქვა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, კინოთეატრ „რუსთაველზე“ სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე მფლობელს უარი ეთქვა. დოკუმენტის მიხედვით, კომისიის წევრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

 

7. P delivery - პანდემიის დროს მსჯავრდებულებისთვის მიტანის პირველი სერვისი ამოქმედდა

P delivery - პანდემიის  დროს ამოქმედებული  მიტანის  ახალი სერვისია,  რომელსაც მსჯავრდებულებისთვის  საჭირო  ნივთები  და  საკვები  პენიტეციურ დაწესებულებაში მიაქვს. P delivery სამი მიმართულებით  მუშაობს — ესენის,  ქსნის,  რუსთავის და გლდანის  კოლონიები.

 

8. ბიზნესის განწყობა გაუმჯობესდა ყველა სექტორში, გარდა ვაჭრობისა

2021 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 32.1 პუნქტით გაიზარდა და 3.4-ს გაუტოლდა წინა კვარტალში საგრძნობი გაუარესების შემდეგ. ბიზნესის განწყობა გაუმჯობესდა ყველა სექტორში, გარდა ვაჭრობისა.

 

9. რატომ ვერ ხვდებიან Amazon-ის ტოპ-მენეჯერებიმილიარდერთა კლუბში“?

კომპანიის ახალი ხელმძღვანელი ამაზონის ვებ სერვისების გენერალურ დირექტორი ენდი იასსი გახდება, რომელიც კომპანიაში მისი დაფუძნების პირველი წლებიდან მუშაობდა. რა არის ცნობილი იასის შესახებ და რატომ ვერ გახდა ის მილიარდელი, როგორც ბეზოსი?

 

10. ამსტერდამში „წითელი ფანრების კვარტალი“ იხურება

ამსტერდამის მერიამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო   - „წითელი ფანრების კვარტალი“ - ბორდელებით, სექს-შოპებითა და მარიხუანას ლეგალური გაყიდვით - იხურება.



თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up