დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-02-04 21:00:22

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.ტრანსპორტი და ბაზრობები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 8 თებერვლიდან გაიხსნება

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი და ბაზრობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


2.15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას

15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


3.„სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება რესტორნებს, სპორტის ინდუსტრიას და კერძო საბავშვო ბაღებს შეეხებათ“ - გიორგი გახარია

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ ორგანიზაციებისთვის და ბიზნესისთვის დაწესებულ მხარდაჭერას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც დაიწყო დეკემბრიდან, ამ პროგრამამ აჩვენა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ასეთ შეღავათზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


4.შპს „უდაბნო“ კახეთში მზის ელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს


საგარეჯოს რაიონში პროექტ „უდაბნოს“ ფარგლებში, კომპანია 5 000 ჰექტარ მიწას ეტაპობრივად ითვისებს აგრომეწარმეობისა და აგრო-ტურიზმის განსავითარებლად. არსებულ ტერიტორიაზე შპს „უდაბნო“ მეურნეობისთვის 500 კილოვატი მზის ელექტროსადგურის მშენებლობას კომპანია Green Energy-ს მეშვეობით იწყებს.


5.მთის კურორტებზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთის კურორტებზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება. ცქიტიშვილის განმარტებით, სტაბილური დინამიკის შემთხვევაში, სხვა შეზღუდვების მოხსნაც იქნება განხილული.


6.„ბევრად უფრო უსაფრთხო გარემო გვაქვს ჩვენი რესტორნებით, ვიდრე სუპერმარკეტის ზედახორა - ამაზე დიდი შერჩევითობა არ არსებობს“

„სამინისტროში ბოლო შეხვედრაზე აგვიფრიალეს ფურცელი, სადაც ჩამოწერილი იყო ის ქვეყნები, სადაც რესტორნები დაკეტილია, მაგრამ მეორე ფურცელი უნდა ყოფილიყო ლოგიკურად, რომელიც გეუბნებოდა, რომელ ქვეყანაშ რა პროცენტით დასუბსიდირდა ეს სფერო. ეს ფურცელი არ მოჰყვა ამ ჩამონათვალს,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორან „შავი ლომის“ მეპატრონემ, რესტორატორმა მერიკო გუბელაძემ ისაუბრა.


7.„გადავდივართ კონსტრუქციულ რეჟიმზე“ - რესტორატორთა ასოციაცია

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტების ღია სივრცეები გაიხსნება. ნაბიჯს კონსტრუქციულად მიიჩნევენ და 6 თებერვლიდან თვითნებურ გახსნას აღარ გეგმავენ რესტორნები - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.


8.„ჩემთვის სულერთია შიმშილით და დამცირებით მოვკვდებით თუ კორონავირუსით“ - ტურისტული კომპანია BTL Georgia

„ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა შიდა ტურიზმი გაუმართლებელია, რადგან შიდა ტურიზმი ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ისევ საქართველოს მოქალაქე ოჯახთან ერთად რომელიმე რეგიონში წავიდეს და სასტუმრო იმის მიხედვით შეარჩიოს თუ რა შესაძლებლობა აქვს. ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანს შიდა ტურიზმი არაფერში წაადგება“ — ამის შესახებ „კომერსანტთან“ ტურისტული კომპანია BTL Georgia -ს დამფუძნებელმა მაია ბიბილაურმა განაცხადა.


9.„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ ეპიდემიოლოგებთან და შრომის ინსპექციასთან შეხვედრას ითხოვს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი მიესალმება მთავრობის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით რესტორნების გარდა სპორტული ინდუსტრია და კერძო საბავშვო ბაღებიც ისარგებლებენ.


10.ABC ბაღი: სესხის პროცენტის სუბსიდირება მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემები უფრო მეტია

ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი ABC-ის დირექტორი ანა ჯოლბორდი დადებითად აფასებს მთავრობის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით რესტორნების გარდა სპორტული ინდუსტრია და კერძო საბავშვო ბაღებიც ისარგებლებენ.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up