დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-02-03 21:00:30

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 

1. „მსხვილმა ბიზნესმა მცირე ბიზნესი სახელმწიფოს ხელით ჩაკეტა“ - რას ითხოვს თხევადი გაზის ასოციაცია

 

საქართველოში თხევადი გაზის ბიზნესი კრიზისშია, დარგის მძიმე მდგომარეობა საკანონმდებლო ცვლილებითაა განპირობებული. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს თხევადი გაზის აქციზებთან დაკავშირებით. კერძოდ, თხევადი გაზის ორეტაპიანი აქციზის დაბეგვრა გაუქმდა (120 ლარი პლუს 180 ლარი) და ერთეტაპიანზე (300 ლარიანზე) გადავიდა.

 

2. გზავნილებსა და ინვესტიციების შორის სხვაობამ ყველა დროის რეკორდი მოხსნა - „ასეთ მაჩვენებლებს მხოლოდ კოვიდ 19-ს ვერ დავაბრალებთ“

 

2020 წლის 9 თვეში საერთაშორისო ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს თითქმის 615  მილიონი დოლარით აჭარბებდა. 2020 წლის 3 კვარტალში საქართველოში განხორციელდა 718,9 მლნ დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 9 თვის ფულადი გზავნილების მოცულობამ კი 1,334 მლრდ დოლარი შეადგინა. ცნობილია 2020 წელს საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხების სრული ოდენობაც, რომელიც 2019 წელთან შედარებით 153 მლნ დოლარით (9%-ით) გაიზარდა და 1 886 მლნ დოლარი შეადგინა, თუმცა უცხოური ინვესტიციების სრული მოცულობა 2020 წლისთვის ოფიციალურად გამოქვეყნებული არ არის.

 

3. „ იმედი მაქვს, რესტორნები არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენ შორის, დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, მიუღებელია“

 

იმის გამო, რომ რესტორნები დანარჩენ საქართველოში ვერ იხსნება, გასაგებია, რომ მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა არის მიუღებელი. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი რეაქცია,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც 6 თებერვლიდან რესტორნების მიერ დაუმორჩილებლობის გამოცხადებისა და მათი ამუშავების საკითხს გამოეხმაურა.

 

4. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ტოვებს



საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 3 თებერვლის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

 

5. ხელოვნურად შემცირებული ინფლაციის განაკვეთი - საქსტატმა გაძვირებული ელექტროენერგია მინუს ნიშნით დაიანგარიშა

 

წლიური ინფლაციის განაკვეთმა იანვარში 2.8% შეადგინა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღრულ 3%-იან მაჩვენებელში ჩაჯდა, თუმცა ისევე როგორც დეკემბერში იანვარშიც გაზზე და ელექტროენერგიაზე გაღებული სუბსიდია ფასების 20.5%-იანკლებად შეფასდა, რამაც ინფლაციის საერთო განაკვეთი 1.77%-ით შეამცირა.

 

6. საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი ბიზნესის მუშაობას აფერხებს - 144 - მა სილამაზის სალონის თანამშრომლები ქუჩაში, უსაშვოდ დატოვა

 

რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც მოქალაქე 144-ში რეკავდა და სუბსარქისის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარილიანი კვერების საჭმელად საშვის გაცემის უფლებას ითხოვდა. გაგიკვირდებათ და ოპერატორმა საკითხი გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნია და საშვი დაუშვა. თუმცა, ჩვენ მოგიყვებით ამბავს, თუ როგორ აფერხებს საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი ბიზნესის მუშაობას და როგორ ზღუდავს რეალური საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეების გადაადგილებას.



7. მშენებლობის ნებართვების რაოდენობა 11%-ით შემცირდა

 

გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 2020 წელს 11%-ით 9564-მდე შემცირდა. ვარდნა გაცილებით მასშტაბური იყო ასაშენებელ ობიექტთა ჯამური ფართის მიხედვით. ერთ წელიწადში ის 30.9%-ით 5.206 მლნ კვადრატულ მეტრამდე შემცირდა.

 

8. „ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ“ - ბიზნესსა და დედაქალაქის მთავრობას შორის დავა განახლდა

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშოები იწყება, რის გამოც პარკი დროებით სრულად იკეტება. აღნიშნულის შესახებ კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა. თუმცა, ვაკის პარკში დაანონსებულ სამუშაოებს აპროტეტსტებს სასტუმრო ბუდაპეშტის ადმინისტრაცია. წლების წინ, სამოქალაქო პროეტსტის შემდეგ, მერიამ ვაკის პარკში მაშტაბურ მშენებლობაზე უარი თქვა და ინვესტორს კომპრომისული ვარიანტის მძებნას დაპირდა, მაგრამ სასტუმრო ბუდაპეშტის მეპატრონე გოგა ზაქაიძე აცხადებს, რომ 2 წელიწადზე მეტია რაც მერია არ შეხმიანებია. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა ბიზნესის უფლებებს არღვევს.

 

9. ნუ დაგვემუქრებით, თქვენი მუქარის არავის ეშინია - კერძო ბიზნესი შაბათს თვითნებურად იხსნება

 

ბიზნეს სექტორი საკუთარი ულტიმატუმიდან გადახვევას არ აპირებს - ობიექტები შაბათს თვითნებრუად გაიხსნებიან. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთვრობის მხრიდან მუქაირს არ ეშინიათ და თუ ხელისუფლება დაჯარიმებას დაიწყებს პროტესტი მაინც გაგრძელდება.

 

10. ჭორები დოლარის გარდაცვალების შესახებ - გადაჭარბებულია

 

დოლარის მომავალზე სერიოზულად დაფიქრებისთვის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა, სანამ ვინმე მის მოახლოვებულ კრახზე ისაუბრებს - უკეთესი იქნება პასუხი რამდენიმე კითხვას გასცეს. პირველი  - ჰყავს თუ არა დოლარს სერიოზული კონკურენტი, რომელიც მას, როგორც გლობალურ სარეზერვო ვალუტას, ჩაანაცვლებს?  მეორე - რა მდგომარეობაში იქნება დოლარი იმ შემთხვევაში, თუ აქტივების და სესხების დღეს არსებული ბაზარი ჩამოიშლება?


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up