დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
1. სახელმწიფო მედიკამენტებს ორჯერ ძვირად ყიდულობდა - აუდიტი
ერთ-ერთი შესყიდვის პირობებში სახელმწიფოს 100 ათასი ლარის დაზოგვა შეეძლო, თუმცა მედიკამენტები ისეთი მიმწოდებლისგან შეიძინა რომ შესასყიდი თანხა გაორმაგდა
2. „საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო არის ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს ჩვენი, მარად ჰუმანიტარი ერის ეკონომიკის სამინისტრო„
სარესტორნო ბიზნესს, დღეს აქვს საშინლად ცუდი დღე, რადგან სახელმწიფო მას მხოლოდ დაკეტვას და სანაცვლოდ არაფერს სთავაზობს - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემა კომერსანტის დილაში რესტორან ჰონორეს დამფუძნებელმა ალექსანდრე ბაგრატიონმა ისაუბრა.
3. კუზანოვის კლინიკების წარმომადგენლობა კანადაში, ბელორუსიასა და ავსტრიაში გაიხსნება
კუზანოვის პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და ოფისები რამდენიმე ქვეყანაში უკვე წარმოდგენილია. თუმცა მალე კლინიკის ოფისი კანადაშიც გაიხსნება.
4.„ყველანაირად ვცდილობთ არ მოხდეს უბნის მაღაზიების ჩაძირვა, ქსელურ მარკეტებთან კონკურენციისას„
მცირე უბნის მაღაზიებსა და ქსელურ მარკეტებს შორის კონკურენციის საკითხი დიდი ხანია პრობლემატურია. პირველი იმიტომ, რომ გარკვეული პირობების გათვალისწინებით უბნის მაღაზიებს არ აქვთ შესაძლებლობა ისეთივე ხელმისაწვდომ ფასებში მოახდინონ პროდუქციის რეალიზება, როგორც ეს ქსელური მაღაზიების შემთხვევაში ხდება.
5. SpaceFarms-ი საკონსულტაციო საქმიანობას იწყებს - მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებით
SpaceFarms, სასტუმრო სტამბა - ს ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც სხვადასხვა ბიოლოგიურად სუფთა ბოსტნული იზრდება, რომელსაც რესტორნების შეფმზარელები სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად აქტიურად იყენებენ.
6. საქართველოში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი საშუალოდ 350 ლარი ღირს
სასტუმროს მომსახურების ფასი დეკემბერში გაზრდილია 4.9%-ით (m.m) 2020 წლის ნოემბერთან შედარებით. მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 4.2%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების - 7.4%-ით.
7. მგზავრთა ნაკადები იქნება მცირე, რაც ავტომატურად გამოიწვევს ავიაბილეთების ფასის ზრდას
„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას უცხო ქვენის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის წესების გამარტივებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს.
8. საქართველოში ვადაგადაცილებული სესხები 32.7 მლნ ლარით შემცირდა
დეკემბერში ვადაგადაცილებული სესხები 32.7 მლნ ლარით შემცირდა და 533.5 მლნ ლარს გაუტოლდა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დეკემბრის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.
9.„სანამ თბილისი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს...„ - აფხაზი ომის ვეტერანები საქართველოსთან ვაჭრობის წინააღმდეგ
აფხაზეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარე სერგეი შამბა საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზაციის და ამ გზით კონტრაბანდასთან ბრძოლის ინიციატივით გამოვიდა, რამაც საზოგადოების ნაწილში აღშფოთება გამოიწვია.
10. რა არის რუსებისთვის მნიშვნელოვანი - პატრიოტული ახალი ამბები ტელევიზორში, თუ დაცარიელებული მაცივრები?
ქალაქ კალინინგრადში, ალექსანდრ დობრალსკი ქუჩაში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გასაპროტესტებლად გამოვიდა. თუმცა, მას ამისთვის სხვა მიზეზების ჰქონდა - „თითქოს ვიღაცამ ფეხზე დაგაბიჯა და გეუბნება „ცოტა მოითმინეთ“ - ამბობს დობრალსკი, პროფესიით იურისტი, რუსეთში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობს შესახებ.