დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-02-01 21:00:22

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემული ქონებების მიუხედავად, ივანიშვილი ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს პროექტების მთავარ ბენეფიციარად რჩება

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ბიზნესების და უძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდა, „ფონდ ქართუზე“ საქველმოქმედო მიზნით გადააფორმა. როგორც ცნობილია, საჯარო რეესტრში ცვლილებები 2020 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში დარეგისტრირდა.


2.„ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში, ენგურჰესი დამატებით 0.5 მლრდ კვტ/სთ უიაფეს ელექტროენერგიას მოგვცემდა“

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება, თუ არ ჩავთვლით 2020-ის კრიზისს ყოველწლიურად იზრდება. მატულობს გენერაციის ობიექტთა რაოდენობაც, თუმცა გაცილებით დაბალი ტემპით რაც საერთო ჯამში, დეფიციტს და მეზობელ სახელმწიფოებზე ენერგოდამოკიდებლობას ზრდის. გაჩერებული დიდი ჰესების მშენებლობის გარდა, კიდევ ერთი პრობლემა ოკუპირებულ აფხაზეთში უკონტროლო მოხმარება და კრიპტომაინინგია.


3.„კოვიდრეგულაციების 99% უსარგებლო იყო, რომ არა ეს, ეკონომიკური ზრდა დადებითი იქნებოდა“

ათთვიანი უწყვეტი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, 2020 წელს მშპ 6.1%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ომის შემდეგ, 2009 წელს ვარდნამ ბევრად ნაკლები 3.7% შეადგინა. 2021 წელს დაგეგმილი 4.3%-იანი ზრდაც უკვე შეუძლებელი გახდა.


4.საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 37 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია


დღეიდან თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორების, რომლებიც არიან – ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები და საქართველოში საჰაერო გზით შემოვლენ.


5.ქართულ ბანკებში არა-რეზიდენტი პირების წილი მატულობს

საქართველოს კომერციული ბანკების მიმართ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ინტერესი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილია. სპეციალისტები ამის ერთადერთ მიზეზად მაღალ საპროცენტო განაკვეთებს მიიჩნევენ და ამავე დროს საუბრობენ საფრთხეზე, რაც არა-რეზიდენტი პირების ან კომპანიების გააქტიურებას უკავშირდება.


6.„ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება ივლის ხალხი რესტორნებში და აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა თუ არა“ - ბათუმის რესტორანი „ბროწეული“

ბათუმში მდებარე ქართულმა რესტორანმა „ბროწეული“ დღეს მუშაობა განაახლა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მაია ანანიძე  აცხადებს, ამ ეტაპზე ცოტა რთულია მოლოდინებზე საუბარი, რადგან უცნობია როგორი იქნება საზოგადოების ქცევა, ივლიან კვების ობიექტებში თუ არა.


7.„ჩვენ უკვე ვუყურებთ ციფრებს და არა ადამიანების ემოციებს“ - ლილო მოლი

„ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა შეზღუდვების 15 თებერვლამდე მოხსნასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მთავრობა აფიქსირებს სურვილს, რომ ასეთი ობიექტები რაც შეიძლება მალე გაიხსნას.


8.ტელევიზიებში 154 მილიონის აზარტული თამაშების რეკლამა გავიდა - TOP 5

IPM კვლევითი ინსტიტუტი სატელევიზიო სარეკლამო ბაზარს მიმოიხილავს და ამჯერად აზარტული თამაშების სფეროს სარეკლამო სტატისტიკას აქვეყნებს. 2020 წელს ტელევიზიაში, აღნიშნულ კატეგორიაში, სულ გავიდა 143,502 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟის მოცულობამ შეადგინა 2,000,616 წამი, ხოლო განხორციელებულმა ინვესტიციამ - 153.9 მილიონი ლარი.


9.„ანიგოზი“ ვაკუუმის შეფუთვაში ნიგვზის გამოშვებას გეგმავს

2020 წლის ზაფხულში კომპანია „ანიგოზი“ თბილისთან ახლოს ნიგვზის და ნუშის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნას გეგმავს. კომპანია როგორც საკუთარ ბაღებში მოყვანილ, ასევე მოსახლეობისგან შესყიდულ თხილს გამოიყენებს და საბოლოო პროდუქტი ნიგვზის გული ვაკუუმურ შეფუთვაში იქნება.


10.ნათია თურნავა - ყურადღებით დავაკვირდებით პროცესს, როგორ ჩაივლის ბიზნესაქტივობების გახსნის პირველი პერიოდი, რაზეც დამოკიდებულია შემდგომი გახსნის გეგმა

დღეიდან წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომი ეტაპი იწყება - მთელი საქართველოს მასშტაბით იხსნება მნიშვნელოვანი ბიზნესაქტივობები, პირველ რიგში, არასასურსათო ვაჭრობა, შოპინგ მოლები, მცირე და დიდი ქსელური მაღაზიები, - ამის შესახებ ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგად დაწესებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა.


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up