დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-01-28 21:00:02

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება და შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნა - რა დათმობებზე არ წავიდა მთავრობა სავაჭრო ცენტრებთან

„თბილისი ცენტრალის“ დირექტორის, ლევან ყარალაშვილის განცხადებით, ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა რომელიც ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის დროს განიხილეს დაკეტილი სავაჭრო ცენტრებისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების საკითხია. თუმცა შეთანხმება ვერ შედგა და მათ გადასახადები სრულად დაეკისრებათ, რაც ყარალაშვილის აზრით არასამართლიანია.


2.KTW ჯგუფი მარტში 50 მილიონიანი პროექტის „ეკო სოფლის“ მშენებლობას იწყებს (ფოტოები)

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 2021 წლის მარტიდან ეკო სოფლის „ქინძმარაულის ღვინის სოფლის“ მშენებლობას იწყებს.


3.„ნედლეულის ღირებულება პანდემიის და ლარის გაუფასურების გამო 30-40%-ით გაიზარდა“ - კომპანია „უმალი“

„პანდემია რა თქმა უნდა როგორც ყველა კომპანიაზე, ჩვენზეც აისახა, ეს ძირთადად იმაში გამოიხატება, რომ შესაძენი ნედლეულის ფასი გაიზარდა, ჩვენ კი დასამუშავებელი ნედლეული უცხოეთიდან შემოგვაქვს. გარდა ამისა, ჩვენზე ლარის კურსის ცვლილებაც ძალიან ცუდად აისახა, რადგან პროდუქცია რომელიც უცხოეთიდან შემოგვაქვს 10-20%-ით ისედაც გაძვირდა, ამას ემატება ჩვენი ლარის კურსის ცვლილებაც და ეს უკვე ჯამში ნედლეულის ღირებულების 30-40% -ით ზრდას იწვევს. ბოლო დღეებში ელექტროენერგიის ტარიფიც გაიზარდა, თუმცა მთავრობა ამის სუბსიდირებას ახდენს და ამ მხრივ პრობლემა ჯერჯერობით არ გვაქვს. გარდა ამისა, პრობლემები და ხარჯი თანამშრომლების ტრანსპორტირების მხრივაც გვაქვს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ თევზისა და ხიზილალას პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის შპს „ახალი თევზის“, ბრენდის „უმალის“ დირექტორმა ირაკლი გაბუნიამ განუცხადა.


4.მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას იწყებს


პრემიერის თქმით, დღეს მთავრობა დაიწყებს აქტიურ მსჯელობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყებაზე, რაც სამთავრობო პროგრამაშიც არის ჩადებული და რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების, 2021-2024 წლების განმავლობაში.


5.ტელეკომპანია „იმედი“ იყიდება

საუბარია, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილის 100%-ის გასხვისებაზე, რომელზეც თანხმობის მიცემის საკითხს კომისია დღეს განიხილავს.


6.კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო 45-ე ადგილზეა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო 5 წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25%-ში.


7.„პროცენტის სუბსიდირება ბანკების ლიკვიდობის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯია და არა ფიტნეს კლუბებისთვის შეღავათი“

სესხის პროცენტის სუბსიდირებას ამ მოცემულობაში ეფექტი არ ექნება და ფიტნეს ცენტრებს ვერ დაეხმარება - ამის შესახებ ბათუმის ფიტნეს კლუბ ,,რეფორმერის“ მფლობელმა განაცხადა.


8.ხეჩინაშვილის კლინიკა: „3-5 წელიწადში ერთხელ მოხდება ფასების ინდექსაცია, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში“

„ტარიფის გაზრდაზე ან შემცირებაზე პროგნოზს ვერავინ გააკეთებს“, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა განაცხადა.


9.ფულის მასა ბოლო 25 წელიწადში რეკორდულად, 122-ჯერ გაიზარდა

საქართველოში ფულის მასა გაიზარდა და ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. M2 იგივე ფართო ფული, რომელიც ეროვნულ ვალუტაში ნაღდ ფულს, პლუს მიმდინარე ანგარიშებსა და დეპოზიტებს აერთიანებს 2020 წლის დეკემბერში ₾13.660 მლრდ გახდა, რაც 1 წლის წინანდელ მაჩვენებელს 19%-ით აღემატება. განსაკუთრებით სწრაფი ზრდა დეკემბერში დაფიქსირდა როდესაც ფულის მასა 8%-ით 1 მლრდ ლარზე მეტით გაიზარდა.


10.ბაიდენი სამთავრობო ავტოპარკის სრულად ელექტრომობილებით ჩანაცვლებას გეგმავს

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტისთვის ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება მის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პარიზის კლიმატის ხელშეკრულებაში დაბრუნების განაცხადის შემდეგ, მსოფლიომ კიდევ ერთი სიახლის შესახებ შეიტყო, რაც ფედერალურ ავტოპარკის სრულად ელექტრომობილით ჩანაცვლებას გულისხმობს. საუბარი 650 000 ავტომობილს ეხება.

თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up