დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-01-26 21:00:36

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.2020 წელს თიბისი ბანკმა საქართველოს ბანკზე ორჯერ მეტი მოგება მიიღო

2020 წელს ყველაზე დიდი, საბანკო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი „თიბისი“ ბანკმა მიიღო, რომელმაც 123 181 000 ლარი შეადგინა, ხოლო „საქართველოს ბანკის“ მოგება 57 109 000 ლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილს „კრედო “ ბანკი იკავებს, რომლის მოგებაც 13 951 000 ლარი იყო.


2.თბილისში, ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Telegraph-ის მშენებლობა 2022 წელს დაიწყება

თბილისში, ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Telegraph-ის მშენებლობა სავარაუდოდ, ერთ წელიწადში დაიწყება და 2023 წელს გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტს“ „სილ ქროუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების განვითარების დირექტორმა გიორგი მარრიმ განუცხადა.


3.„არათანმიმდევრული ნაბიჯები და საკონცენტრაციო ბანაკად ქცეული ქვეყანა“ - რესტორატორთა ასოციაცია ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ უამრავ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში ეკონომიკის დაკეტვის და მკაცრი შეზღუდვების გარეშე ახერხებენ ეპიდ-სიტუაციის მართვას.


4.გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქსა თუ ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, შესაძლებელი გახდება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილია დაჩქარდეს.


5.„დეტალები, თუ რა წესებით ვიმუშავებთ, უცნობია“ - სავაჭრო მოლები მთავრობისგან ოფიციალურ დადგენილებას ელიან

1-ლი თებერვლიდან სავაჭრო მოლები მუშაობას განაახლებენ, თუმცა კონკრეტულად რა წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა, უცნობია.


6.HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება

Hyatt-ი საქართველოში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას გეგმავს.საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი ინფორმაციით, უკვე გაფორმდა შპს „ალიანს სიტისთან“ მართვის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება ბათუმში, ზღვის სანაპიროზე , სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას ითვალისწინებს.


7.„გემუანმა“ ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა

გაყინული ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელმა კომპანიამ „გემუანმა“ რებრენდინგი დაასრულა და იანვრის ბოლოს ქართულ ბაზარზე ახალი შეფუთვით დაბრუნდება. ამავე დროს გასული წლის მანძილზე კომპანიის ექსპორტი არათუ არ შემცირდა, არამედ მნიშვნელოვნად გაიზრდა.


8.ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1 წელიწადში 169 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ჯამური მოცულობა ერთ წელიწადში ₾6.6 მლრდ-ით გაიზარდა და 2021 წლის 1-ლი იანვრისთვის ₾38.8 მლრდ-ს მიაღწია. დეპოზიტებისგან განსხვავებით, სადაც საერთო ლარიზაციის მაჩვენებელი 34 პროცენტია, სესხებში ის 45%-ს აღწევს. რისი მიზეზიც 200 000 ლარიანი ჩამკეტი ბარიერია, რომლის ქვემოთაც დოლარში და სხვა ნებისმიერ უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა იკრძალება.


9.ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგი დასჯადი გახდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს კრიპტოვალუტის უკანონო მომპოვებლების წინაამღდეგ სანქციების გამკაცრების და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების თაობაზე კანონპროექტი წარუდგინა.


10.La Repubblica: კოვიდ-პასპოტების შემოღება ტურიზმს ვერ გააცოცხლებს

ევროპაში სულ უფრო პოპულარული ხდება ვაქცინირებული ადამიანებისთვის შეღავათების მინიჭების იდეა. თუმცა კოვიდ-პასპორტების გაცემა დღეს ჯერ კიდევ ნაადრევია და ის სასურველ შედეგს, ტურისტული ინდუსტრიის აღორძინებას ვერ მოიტანს.

თეგები:
TOP 10



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა
access_time2021-03-04 21:00:45
„ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, მთავარი ქართული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლები ჯამური ღირებულება კი „სამტრედიას“ აქვს. ბათუმის დინამო ასევე ლიდერობს მოთამაშეთა...

Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?

Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?
access_time2021-03-04 19:00:00
22 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები მიიღეს, ხოლო მარტში ევროგაერთიანების სამიტზე მოსკოვთან ურთიერთობების საკითხის განხილვა იგეგმება.   კრემლის მიმართ სტრატეგიის გამომუშავების პროცესში აუცილებელია შეკითხვის დასმა - რამდენად ეფექტურია ევროპის ანტირუსული სანქციები?   2014 წელს აშშ-მ და ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო მოსკოვის წინაამღდეგ საკმაოდ მკაცრი ზომები მიიღო,...

რა მოელის წვეულებების კულტურას?

რა მოელის წვეულებების კულტურას?
access_time2021-03-04 20:00:14
„წვეულებებს ბოლო მოეღო“ - განაცხადა საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეფექტმა პიერ პუესელმა პანდემიის გამო კომენდანტის საათის შემოღების დროს.   არის თუ არა ეს სიმართლე? რამდენად შეცვალა პანდემიამ ევროპის ღამის ცხოვრება?   ვითარების თუნდაც მოკლე და ზედაპირული ანალიზი ამ სიტყვებს ადასტურებს. კლუბები და ბარები დაკეტილია, მათი გახსნის ვადა კი გაურკვეველი რჩება. საფრანგეთის დასასვენებელი ადგილების და ღამის კლუბების ასოციაციის ცნობით, ქვეყანაში 430 ღამის კლუბი...

აფბა - ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს

აფბა -  ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს
access_time2021-03-04 17:30:18
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ -  აფბა მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით, ვერ ასახავს რეალურ სურათს და იგი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამის თაობაზე აფბას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. ახალგაზრდა ფინანსისტებს მაგალითად მოჰყავთ თებერვლის თვე, როდესაც ესკოს მონაცემებით...


მსგავსი სიახლეები

up