დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-01-25 21:00:45

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1. FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა

საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.

 

2. NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა

NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა (59%) საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.

 

3.„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე

თუ ბიუჯეტში ფული არ არის, ვერც მედიცინა,  ვერც პოლიცია და ვერაფერი ვერ დაფინანსდება, ბიუჯეტს ავსებს ბიზნესი,  რითი უნდა შეივსოს ბიუჯეტი ? დღეში რომ ხუთას კაცს აჯარიმებს პოლიცია იმით? -  ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემა კომერსანტის დილაში რესტორატორთა ასოციაციის  დამფუძნებელმა  კოტე გაბრიჩიძემ ისაუბრმა

 

4. ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group


ჭორებს ავრცელებენ თითქოს სექტორთან გარკვეული კომუნიკაცია არის, - Inn Group -ის  დირექტორმა ერეკლე კოკაიამ  უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან ბიზნესის იგნორირებაზე  რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

 

5. 2001-2020 წლებში ღვინის ექსპორტმა $1.856 მლრდ შეადგინა

ღვინის ექსპორტმა 2020 წელს $210 მლნ შეადგინა, რაც ჯამური ექსპორტის 6.3%-ს უდრის. ნომინალური $13 მლნ-იანი კლების მიუხედავად, ერთ წელიწადში მისი წილი 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

 

6. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთვის აეხსნათ, თუ რატომ არის შეზღუდვა სამთო კურორტებზე

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ 22იანვარს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

7. ტურიზმის სექტორის კომპანიების 18% საქმიანობის სრულად შეჩერებას ელის

ტურიზმის სექტორში გამოკითხული კომპანიების  18.2% თვლის, რომ მოუწევთ საქმიანობის სრულად შეჩერება, 37%-ს მიაჩნია რომ შემოსავლები შემცირდება 75%-ით, 27.3% - შემოსავლების 50%-ით შემცირებას ვარაუდობს.

 

8. კეთილი და პატიოსანი - პანდემიის დროს დაწყებული წარმოების პროდუქტი სხვადასხვა ქვეყნებში იყიდება 

„კეთილი და პატიოსანი“ ასე ჰქვია დასალევ ხილ-ბოსტნეულს, რომლის წარმოებაც საქართველოში პანდემიის დროს დაიწყო და ბაზარზე 2020 წლის ზაფხულში გამოჩნდა.  „კომერსანტი“ დეტალებისთვის  კომპანიის  დირექტორს გიორგი ახალაძეს დაუკავშირდა, მისი  განცხადებით, კეთილი და პატიოსანი ამ  ეტაპზე 6  გემოს აწარმოებს, სამომავლოდ კი ორი გემოს დამატებას აპირებს.

 

9. დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება

თითქმის ერთდროულად კოვიდით დეფაქტო აფხაზეთის ხელმძღვანელობის 3 ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელი დაავადდა - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, და პარლამენტის სპიკერი.

 

10. Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა

2020 წელს მსოფლიომ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ღრმა და სწრაფი კრიზისი გადაიტანა. ის ეკონომიკის ან ფინანსების სფეროდან არ მოსულა - სახელმწიფოებმა საკუთარი მოქალაქეები სახლებში საკუთარი ნებით გაუშვეს.


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up