დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-01-22 21:00:57

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.


2.სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


3.„სვის კაპიტალის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 75%-ით გაიზარდა

სს „სვის კაპიტალის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 2020 წლის სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75%-ით გაიზარდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 3, 901,225 ლარს შეადგენდა, ხოლო გასული წლის სამ კვარტალში 6,862,490 ლარი იყო.


4.“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ


„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ მოქცეული, ოღონდ იქ ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს ფაქტობრივად გაგვწირეს შიმშილისთვის, დღევანდელი გადაწყვეტილება მთის კურორტების არ გახსნის შესახებ, ჩემთვის შიმშილით გაწირვას უტოლდება.,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ მესტიის სასტუმრო „ელიტ ჰაუსის“ მეპატრონემ ისაუბრა.


5.ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია.


6.KTW Developement: „ფიროსმანის ქუჩაზე ახალი კომპლექსის მშენებლობა პანდემიის გამო გადაიდო, დღემდე მერიის ნებართვას ველოდებით“

„კახური ტრადიციული მეღვინეობის“(KTW ჯგუფი) შვილობილი კომპანია KTW Development-ი ფიროსმანის ქუჩაზე ახალ, მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. 15 მილიონი ლარის ინვესტიციით პროექტის განხორციელება 2020 წლის სექტემბერში უნდა დაწყებულიყო და 15 თვეში დასრულებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.


7.„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი

„ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა „ბიზნესპარტნიორთან“ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის 15 თებერვლამდე გახსნის გადავადება მოულოდნელი იყო.


8.„ელექტროენერგიის გაძვირების მიუხედავად, ივნისამდე ფასების ზრდას არ ვგეგმავთ“ - „კულა“

„გორის საკონსერვო ქარხანა კულას“ გენერალურმა დირექტორმა ვანო გოგლიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ უკვე ნაყიდი ნედლეულის ხარჯზე კომპანია ივნისამდე ფასების კორექტირებას არ გეგმავს, რადგან მთავარი ხარჯი ნედლეულია. თუმცა, კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე ძველი ტარიფითაც კი ელექტროენერგიის გადასახადი თვეში 20 000 ლარს აღწევდა და მისმა 60%-იანმა გაზრდამ მომავალში შესაძლოა ფასებზეც იქონიოს გავლენა.


9.მთავრობამ ფქვილზე სუბსიდია გაზარდა - ტომარა ფქვილი 15 ლარით დაფინანსდება

1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია გაიზარდა. ამის შესახებ დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.


10.„დღეს კომპანიები არა მოგებისთვის, არამედ გადარჩენისთვის მუშაობენ“ - ივა ჭყონია

„დღეს კომპანიები არა მოგებისთვის არამედ გადარჩენისთვის მუშაობენ, გარდა ამისა იჯარა ძალიან მაღალია და რესტორატორებს უწევთ დიდი გადასახადების გადახდა. დელივერის შემთხვევაში, რესტორანს შესაძლებლობა აქვს გაყიდოს მხოლოდ მზა პროდუქტი, რაც რესტორნისთვის მომგებიანი არ არის“, — ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.

თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up