დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-01-21 21:00:04

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1. საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო

სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II) დამტკიცდა, რომ რუსეთის ფედერაციის გარკვეულმა ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ, 2008 წლის აგვისტოში, დაარღვია კონვენცია, ორ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე.


2. საქართველოს მთავრობამ Covid-ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა

პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გამართა, რომელმაც თქვა, რომ ძირითადი ამოცანაა, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას.


3. ამბასადორი“ 40 მილიონი დოლარის ინვესტიციით ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს

ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება. საინვესტიციო პროექტს ქართული კომპანია „ამბასადორი“ახორციელებს. საინვესტიციო პროექტის ღირებულება - 40 მლნ დოლარს შეადგენს. ცენტრი ჯამში 600 ადამიანს დაასაქმებს. დასაქმებულთა დიდი ნაწილი აჭარის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

 

4. პანდემის გამო, მხოლოდ ხეჩინაშვილის კლინიკას ხარჯი დაახლოებით მილიონი ლარით გაეზარდა - სამედიცინო სექტორი სრული კოლაფსის წინაშე

„მოლოდინი გვაქვს, რომ მინისტრი შეგვხვდება, გვინდა ჩვენი მხრიდან დავანახოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც გვაქვს “, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა მაია მახარაშვილმა განუცხადა.


 

5. “ცის” გახსნის პროცესი დაწყებულია - ვინ არის საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი?! 

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი კვლავ Wizz Air-ია. “ლოუქოსტერმა” საქართველოს ბაზრის ლიდერის სტატუსი, პირველად, 2018 წლის მაჩვენებლებით მოიპოვა, 2019 წელს პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და COVID-19 პანდემიის პირობებშიც კი მოახერხა და 2020 წლის მაჩვენებლებით ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა.


6. პანდემიის გამო შესაძლოა ზოგიერთი ბრენდი საერთოდ გაქრეს - რითეილ გრუფ ჯორჯია

რადიო კომერსანტის გადაცემა "კომერსანტის დილაში" რითეილ გრუფ ჯორჯიას დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა პანდემიის პირობებში  რითეილ სექტორის მდგომარეობაზე და ქართული ბაზარიდან უცხოური ბრენდების გასვლაზე ისაუბრა.


7. ქართველი ფერმერები ნიგვზის ფასის უჩვეულო ვარდნაზე საუბრობენ

ქართველი მეთხილეების ინფორმაციით, 2020-2021 წლების სეზონზე ქვეყანაში ნიგოზზე უჩვეულოდ დაბალი ფასები დაფიქსირდა. მათი აზრით, ეს არაბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს რამდენიმე რეგიონში ყინვების გამო ამ პროდუქტის მოსავლის ნაწილი განადგურდა, შესაბამისად, მოსალოდნელი იყო ფასების არა ვარდნა, არამედ ზრდა.


8. აზარტული თამაშები, ფულადი გზავნილები, საბანკო გადარიცხვები - რა შემთხვევაში და რატომ მოგიწევთ სავალდებულო იდენტიფიკაცია სწრაფი გადახდის აპარატებზე


სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ანგარიშზე თანხის შეტანის, გატანის ან სხვა ტრანზქციის დროს აპარატი ტელეფონითა და პირადი ნომრით იდენტიფიკაციას მოგთხოვთ.


9. ევროკავშირის 28 სახელმწიფოდან 25-თან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია

იმპორტის $1.5 მლრდ-იანი კლების ხარჯზე, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $1.056 მლრდ-ით $4.663 მლრდ-მდე შემცირდა, თუმცა სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობასთან სვაჭრო სალდო კვლავ დეფიციტურია.


10. Handelsblatt: აშშ-ს პრეზიდენტი შეიცვალა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ კი პრობლემად რჩება

შტატებში ძალაუფლება ახალმა პრეზიდენტმა გადაიბარა, მაგრამ დონალდ ტრამპის პერიოდში დაწყებული კონფლიქტი რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ირგვლივ არსად არ გამქრალა. ის ვაშინგტონს და ბერლინს შორის დაპირისპირების საგნად კვლავ რჩება. ახალი რეალობაში ტრანსატლანტიკური საგაზო დიპლომატიის დროც მოვიდა.


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up