დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
1. მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმას 2 დღეში წარადგენს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა 1-ლი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის ეტაპობრივი გეგმა უნდა წარადგინონ.
2. „ინფლაციის მაჩვენებელზე ფასის სუბსიდირებული ნაწილის „მექანიკური“ დაკლება არასწორია“ - ლევან სურგულაძე „საქსტატის“ ახალი დათვლის მეთოდზე
საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე „კომერსანტთან“ იმ დეტალებზე საუბრობს თუ რატომ არის არასწორი მიდგომა ინფლაციის მაჩვენებელზე ფასის სუბსიდირებული ნაწილის „მექანიკური“ დაკლება და რა პროცესები ვითარდება ამ დროს.
3. რედკო - ახალი გუდაურის მშენებლობას არ შევაჩერებთ, თუმცა უფუნქციოდ დარჩენილი აპარტამენტების შენახვა 3 მილიონი ლარი გვიჯდება
„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა სამთო-საღხილამურო კურორტ გუდაურში აპარტამენტების გაქირავების კუთხით. დეველოპერული კომპანია „რედკოს“ ხელმძღვანელის მალხაზ კუნელაურის განცხადებით, გუდაურში აპარტამენტების დაჯავშნაზე მოთხოვნა არ არის და ვერც იქნება, რადგან ბაკურიანისგან განსხვავებით, გუდაური სრულად სათხილამურო კურორტია
4. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, არაბული ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. საქართველოში Air Arabia-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ში (გასა) განმარტავენ, რომ Air Arabia 23 იანვრიდან, (უკვე დამტკიცებულია განრიგი თებერვლის ჩათვლით) პირდაპირ რეისებს განაახლებს.
5. მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 7 მლნ-მდეა
მიკროსაფინანსო სექტორში უპასუხისმგებლო მსესხებლის კუთვნილი ქონება 7 მლნ-მდეა შემცირებული. სექტორს პანდემიის საგაზაფხულო ტალღისას მარეგულირებლის დავალებით ნამეტი რეზერვი აქვს შექმნილი.
6. ნიკორა: კარანტინის დროს სავაჭრო ქსელებში ხილ-ბოსტნეულის გაყიდვები გაიზარდა
სურსათით ვაჭრობა - ერთ-ერთი სექტორია, რომელიც მუშაობას აგრძელებს, თუმცა, რეგულაციები ჩვენც დიდ პრობლემებს გვიქმნიან. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩვენ გარკვეული ზომების მიღება გვიწევს, რაც სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.- ნიკორას დირექტორი
7. ანბანის ფორმის კოტეჯები და გალერეები - როგორი იქნება ქართული ანბანის ტურისტული ცენტრი (ფოტოები)
ქართული ანბანის ასო-ბგერებისგან შემდგარი, საქართველოს რუკის ფორმის ახალი ტურისტული ცენტრის გეგმა არქიტექტურულ კომპანია „არტიტექს“ ეკუთვნის. ეს არის პროექტი, რომელიც უცხოელ ტურისტს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ გაიცნოს ქართული ანბანი, არამედ ასო ბგერების კონსტრუქცია გათვლილია სასტუმროს ნომრის სივრცეზე.
8. ავსტრალიაში ქართული ღვინის მუზეუმი იხსნება
კომპანია “მუკადო ვაინის” დამფუძნებელი და მთავარი მეღვინე ლადო უზუნაშვილი ავსტრალიაში ქართული ღვინის მუზეუმს ხსნის.
9. 620 კილომეტრი საათში – ჩინეთმა ჩქაროსნული მატარებლის ახალი პროტოტიპი წარადგინა
ჩინეთმა ახალი ჩქაროსნული მაგლევის მატარებლის პროტოტიპი წარადგინა, რომელსაც CNN–ის ინფორმაციით, საათში 620 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.
10. Wall Street Journal: კორონავირუსით გარდაცვალების 821 000 შემთხვევა, რომელიც კოვიდ-სტატისტიკაში არ ფიგურირებს
ჭარბი გარდაცვალებების ორ მესამედზე ნაკლები პირდაპირ კოვიდ-19-თანაა დაკავშირებული, ერთ მესამედზე მეტი - ჯანდაცვის სისტემის უკიდურესი გადატვირთულობით გამოწვეულ ქაოსთან.