დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-01-13 21:36:42

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

1. ეკატერინე ტიკარაძე: 1-ელი თებერვლიდან ყველა სფერო ვერ გაიხსნება

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, 1-ელი თებერვლიდან ეკონომიკური საქმიანობის ყველა მიმართულება მუშაობას ვერ აღადგენს. ასევე, იანვრის ბოლოს იმსჯელებენ, აღადგენს თუ არა მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი.


2.“ქართული სატრანსპორტო პერსპექტივები სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებით ვერანაირად დაიჩრდილება“

აზერბაიჯანის გავლით სომხეთი საქართველოს გვერდის ავლით სარკინიგზო თუ საავტომობილო გზებით დაუკავშირდება რუსეთს.  რას ნიშნავს ეს საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალისთვის? ამასთან დაკავშირებით ბათუ ქუთელია განმარტავს, რომ აქტი, რომელიც რუსეთის  ინიციატივით ხორციელდება განწირულია კრახისთვის და საიმედოობის ფაქტორი არ აქვს, საქართველოს კი ამ მხრივ უალტერნატივო გზად რჩება ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაში ინტეგრაციის კუთხით ევროპასთან ინტეგრაცია.


3.„სებ-ი სისტემურ პრობლემას ინტერვენციებით ვერც წელს უშველის, ეს მცურავი კურსის პრინციპის საწინააღმდეგოა“ - ლევან სურგულაძე

საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში შესაძლოა პირდაპირი სავალუტო ინტერვენციების გამოყენება არ იყოს პროდუქტიული, რადგანაც ამ ნაბიჯით სებ-ი ვერ მოაგვარებს სისტემურ პრობლემას, რასაც შემცირებული შემომავალი სავალუტო ნაკადები წარმოადგენს.


4. მოხრჩობის პროცესში ვართ და არავინაა პატრონი - რესტორნები VS გლოვო და ვოლტი

რესტორნის მოგების 25-30 პროცენტი - ესაა ტარიფი, რომელსაც პანდემიის პერიოდშიც კი კვების ობიექტები მათი პროდუქციის მომხმარებლამდე მისაწოდებლად იხდიან. გარდა ხელფასების, პროდუქციის ხარჯისა და გადასახადებისა,  ის თანხა, რაც რესტორანს მოგების სახით რჩება გლოვოსა და ვოლტის მომსახურების საფასურია.



5. fresh culinair - ჰოლანდიური ინვესტიციით თბილისში უნიკალური და ეგზოტიკური ხილისა და ბოსტნეულის პირველი მაღაზია გაიხსნა

ბიმი, იისფერი, სტაფილოსფერი,  მწვანე და სხვადასხვა კომბოსტოს სახეობები, ცუკინისა და არტიშოკის ყველა სახეობა, მონტეროსა, კუმატო - ხილისა და ბოსტნეულის სხვადასხვა ეგზოტიკური და ნაკლებად ცნობილი 750-ზე მეტი სახეობით, თბილისში პირველი Fresh Culinair-ის მაღაზია გაიხსნა. როგორც კომერსანტს მაღაზიის დამფუძნებელმა სოსო მარსაგაშვილმა განუმარტა, პროდუქცია მსოფლიოს 35 ქვეყნიდან ჩამოდის და ბიზნესი სრულად ჰოლანდიური ინვესტიციით დაიწყო.


6. თბილისში მზის ელექტროსადგური აშენდება

ლიეტუვური კომპანია თბილისში მზის ელექტროსადგურს ააშენებს, როგორც ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის ინფორმაციით, ლიეტუვას ერთ-ერთმა უმსხვილესმა მზის ელექტროენერგიის მწარმოებელმა კომპანიამ Saulės grąža-მა, რომელიც ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, საქართველოს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოსთან ხელშეკრულება დადო.


7.მინისტრი: გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მოქალაქეებს ASTRAZENECA-ს ვაქცინის ხელმისაწვდომობაც გაუჩნდება

ამ ეტაპზე საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ მას დაემატოს სხვა ვაქცინებიც. ამ ეტაპზე მოლოდინი გვაქვს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის ხელმისაწვდომობაც გაუჩნდება ჩვენს მოქალაქეებს“,- აღნიშნა ტიკარაძემ


8.``მინიმუმ, მარცვლეული მაინც, საქართველოში უნდა იწარმოებოდეს - აბსოლუტურად რუსეთზე ვართ ჩამოკიდებული``

როგორც ზურა უჩუმბეგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ქართველი ფერმერების უმრავლესობას გარკვეული რაოდენობის მარაგები წინასწარ აქვს შევსებული და ქათმის პროდუქცია ამის გამო მყისიერად არ გაძვირდება. თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ფასების მომატებას მაინც გამოიწვევს


9. EastFruit: 2020 წელი საქართველოს ხილ-ბოსტნეულის დარგისთვის წარმატებული იყო

პანდემიის მიუხედავად, 2020 წელი საქართველოს ხილ-ბოსტნეულის დარგისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

ექსპორტი ყველა მიმართულებით 40%-ით გაიზარდა და დარგის მთლიანმა მოგებამ 185 მლნ. დოლარი შეადგინა. ამავე დროს, ხილ-ბოსტნეულის იმპორტი 5%-ით, 100 მლნ. დოლარამდე შემცირდა.


10.  ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთში სასურსათო დეფიციტი დაიწყო

ბრიტანეთის სავაჭრო ქსელის წარმომადგენლები რამდენიმე სახეობის ხილ-ბოსტნეულის დეფიციტის შესახებ საუბრობენ და ეს დაკავშირებულია ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ საზღვრის გადაკვეთის გამკაცრებასთან.


თეგები:
top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up