დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-01-11 21:00:30

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:


1.ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილს ავრცელებს


„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო. ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო და უდავო აღიარებაა და სწორედ ეს გამარჯვება ჩაუყრის საფუძველს ახალ ეტაპს საქართველოს ისტორიაში“ — წერს ივანიშვილი.


2.ტრანსპორტზე შეზღუდვა პირველ თებერვლამდე არ მოიხსნება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდეს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


3.ირაკლი იაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ბიზნესისთვის მართლაც კარგი გარემო შექმნა

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას აფასებს. ბიზნესმენი სიტუაციას ოპტიმისტურად უყურებს და აცხადებს, რომ დროა, სახელმწიფომ დამოუკიდებლად იარსებოს.



4.„მიმდინარე წელს მისო-ების გაუქმება სავარაუდოდ გაგრძელდება“ - მიკროსაფინანსო სექტორის 2021 წლის გამოწვევები

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელი და „ლაზიკა კაპიტალის“ გენერალური დირექტორი ბესო შენგელია „კომერსანტთან“ გასული წლის პრობლემებზე და მიმდინარე წლის მოლოდინებზე საუბრობს.


5.„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას წარადგენენ

„დღეს შედგა პარტიის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც განვიხილეთ პარტიის მიერ გასამართ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები“ – ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.


6.„გასული წლის განმავლობაში ფულადი გზავნილები 20%-ით, ნოემბერში კი 30%-ით გაიზარდა“ – „ინტელიექსპრესი“ სექტორის 2020 წელს აჯამებს

2020 პანდემიური წლის განმავლობაში ფულადი გზავნილები ის იშვიათი მაჩვენებელი აღმოჩნდა, რომელიც ამ პერიოდში გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა 2020 წლის 11 თვის განმავლობაში 1 686 303,0 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8,0%-ით მეტია.


7.ცნობილი ქართველი ადვოკატი ღვინის ბიზნესის გაფართოებას გეგმავს

თბილისში ქართული ღვინის სადეგუსტაციო ახალი სივრცე „ბარბალეს მარანი“ სექტემბერში გაიხსნა, რომლის მფლობელი, ცნობილი ადვოკატი ზვიად კორძაძეა. 2020 წლის გამოწვევებზე, ღვინის ბაზარზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა „კომერსანტთან“ ზვიად კორძაძემ.


8.„მთავრობის სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებები საკმარისი არ არის და ისევ ხანძრის ჩაქრობის ეფექტი ექნება“

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩით... ზამთარს ავად თუ კარგად, მგონი, მართლაც გადავურჩით, თუმცა ყველა პროგნოზით მძიმე გაზაფხული გველოდება, სანამ ეკონომიკა კრიზისის შემდეგ აღდგენას დაიწყებს და შეძლებს დაუბრუნდეს ზრდის პლუსიან ნიშნულს. მთავრობა სოციალური დახმარების ახალ პაკეტს იწყებს - პანდემიის დროს სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები და სოციალურად დაუცველი ოჯახები სახელმწიფოსგან ექვსი თვის განმავლობაში ფულად დახმარებას მიიღებენ. ნათქვამია, თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის ემზადეო, ჩვენც შევეცადეთ, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორისგან, პროფესორ რამაზ ოთინაშვილისგან გაგვერკვია, რას მოგვიტანს ეკონომიკურად მძიმე გაზაფხული.


9.გაზის საერთაშორისო ფასები მკვეთრად გაიზარდა

2021 წლის მოსვლა გაზის ბაზარმა ფასების მკვეთრი ზრდით დაიწყო. ამის მიზეზები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში განსაკუთრებით ცივი ზამთარი და თხევადი გაზის წარმოებაში და ლოგისტიკაში გაჩენილი პრობლემების გამო ამ ტიპის საწვავის მიწოდების შემცირებაა.


10.2020 წელს საქართველომ ტურიზმიდან 3 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგა

2020 წლის დეკემბერში საქართველოს 53 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 92%-ით ნაკლებია. იმავე პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობა 90.4%-ით 51 ათასამდე, ხოლო ტურისტების რაოდენობა 85.8%-ით, 44 ათასამდე შემცირდა.

თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up