დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-30 21:00:30

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1. გაუფასურებული ლარის კურსი, არათანმიმდევრული ნაბიჯები და საბანკო სექტორის ლობირება - ეროვნული ბანკის 2020 წლის საქმიანობის შეჯამება

ეროვნული ბანკის 2020 წლის საქმიანობის შეფასებისას სპეციალისტების ნაწილი მას არათანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს, რაც ერთის მხრივ, მიმოქცევიდან ლარის გარკვეული მასის ამოღებას, თუმცა, მეორე მხრივ, გაცილებით მეტი რაოდენობის ლარის ჩაშვებას, მათ შორის, ბანკებისთვის ე.წ. „რეფინანსირების სესხების“ გაცემას გულისხმობს. ნაწილი კი ამბობს, რომ პანდემიის დროს სებ-ის მხარდაჭერა კომერციული ბანკებისთვის, განსაკუთრების ლიკვიდობის ნაწილში მნიშვნელოვანი იყო.

 

2. „სწორი პოლიტიკით ამ წლების მანძილზე ეკონომიკური ზრდის გაორმაგება სავსებით შესაძლებელი იქნებოდა„ - გიორგი ქობულია

წლის შეჯამებისას, გიორგი ქობულია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიღმა დარჩენილ ისეთ სექტორებზე აკეთებს აქცენტს, რომელთაც მისი აზრით, ეკონომიკური ზრდის გაორმაგება უნდა გამოეწვია, მათ შორისაა ხელისუფლებისა და მუშა ხელის კვალიფიკაციის ამაღლება და სწორი მოტივაცია, ინსტიტუციური რეფორმები და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორების განვითარება.

 

3. 2020 წელს 590 ათასი მგზავრით ვასრულებთ, ციფრით რომლითაც დავასრულეთ 2005 წელი - TAV Georgia

„2019 წელთან შედარებით, 2020 წელს TAV Georgia-ს შემოსავლები 79%-ით შეუმცირდა, ზარალი უპრეცენდენტოა. ჩვენ 2020 წელს ვხურავთ 590 ათასი მგზავრით, ციფრით რომლითაც დავხურეთ 2005 წელი,“- ამის შესახებ კომერსანტს TAV Georgia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

 

4. წელს საახალწლო სუფრის საშუალო ფასი 168.2 ლარია - ISET-ის კვლევა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი საახალწლო სუფრის ინდექსს ითვლის, რა უჯდება სტანდარტული სადღესასწაულო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში.


 

5. საქართველოში ლეპტოპების იმპორტი გაიზარდა - ქვეყნები, საიდანაც ტექნიკა შემოდის

საქართველოში კომპიუტერული მოწყობილობების იმპორტი შემცირდა, თუმცა, კონკრეტულად ლეპტოპების კი გაიზარდა.  კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში სულ 68,411 მლნ აშშ დოლარის კომპიუტერული ტექნიკა შემოვიდა, ხოლო მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში - 58,301 მლნ აშშ დოლარის.

 

6. გვინდა საქართველოში წარმოებული საათები შვეიცარიაში წარმოებულზე ძვირი ღირდეს“, - ზვიად ციკოლია საათების ლიმიტირებული სერიის ადგილობრივ წარმოება იწყებს

მედიაჰოლდინგთან „Tsikolia Watches“-ის დამფუძნებელმა საქართველოში აწყობილი საათების ახალი ხაზის „მარინას“ წარმატებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში შექმნილი ლიმიტირებული სერიიდან, თავის პატრონი თითქმის ყველა საათმა იპოვა.

 

7. „ბანკები და ფინანსების” წლის ადამიანი – გიორგი ჩაფიჩაძე და ქართველი ექიმები

გაზეთი „ბანკები და ფინანსები“ 1999 წლიდან აქვეყნებს წლის ადამიანების ვერსიას. ეს არის გაზეთის შემოქმედებითი ჯგუფის, მენეჯმენტისა და ჩვენი ტრადიციული რესპოდენტების თვალსაზრისი. ბოლო წლებში, საბოლოო ვარიანტის დადგენისას, სოციოლოგიური ჯგუფი ითვალისწინებდა გაზეთის – BFM.GE-ს მომხმარებელთა ონლაინ გამოკვითხვის შედეგებსაც.

 

8. ავტომწარმოებელი Ssang Yong-ი გაკოტრდა - საქართველოს წარმომადგენლობის თქმით, ავტომობილების იმპორტი შეუფერხებლად გაგრძელდება

ცნობილმა სამხრეთ კორეულმა ავტოკონცერნმა SsangYong Motor-მა  სეულის სასამართლოში განაცხადი გაკოტრებისა და ახალი მმართველის დანიშვნის შესახებ შეიტანა. კომპანიამ 140 მილიონი დოლარის მოცულობის კრედიტი ვერ გადაიხადა, ფინანსური სიძნელეები კორონავირუსის პანდემიამ კიდევ გაამძაფრა.

 

9. Le Figaro: კორონავირუსის ვაქცინა კონტრაბანდულად იყიდება  

იტალიურმა გაზეთმა La Repubblica-მ ჩვენი დროისთვის ძალიან აქტუალური ექსპერიმენტი ჩაატარა - შევიდა ინტერნეტის ბნელ ნაწილში, ე.წ. darknet-ში, სადაც მხოლოდ 2 საათში Pfizer-ის ვაქცინას მიაგნო.

 

10. დეფაქტო აფხაზეთის მრავალწლიანი პრობლემები  - მაინინგი და ენერგოკრიზისი

ათიშვების ახალი ტალღა დაიწყო, ქაოტური და უსისტემო - ზოგ ადგილას შუქი შეიძლება საერთოდ არ გაითიშოს 2-3 დღის მანძილზე, ზოგან კი ადგილობრივებს სიბნელეში რამდენიმე საათით ყოფნა უწევთ.

 

 


თეგები:
TOP10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up