დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-06-18 21:00:37

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს

 

 

ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221 მლრდ კვტ/სთ-მდე გაზრდილია ჯამური გენერაციაც. მთელს გამომუშავებაში, ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი 19%-ს აჭარბებს.

 

 

2. საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის შეჩერებას ბიზნესმენები არ ეთანხმებიან

 

 

ერთი წელის განმავლობაში კერძო სექტორი პანდემიის გამო საშემოსავლო გადასახადის შეღავათს იღებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის მაისიდან ბიზნესი 1500 ლარამდე ხელფასის 750 ლარის მოცულობის საშემოსავლო გადასახადისგან თავდაპირველად ექვსი თვით გათავისუფლდა, თუმცა პროგრამა დეკემბრიდან კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდა.

 

 

3. ავტომობილების გაყიდვები 30%-ით გაიზარდა და ბაზარზე მცირე დეფიციტიც შეიქმნა

 

 

„ავტომობილის რეალიზაციის მაჩვენებელი, ბოლო პერიოდში, დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა“ , - ამის შესახებ „კომერსანტს“ „კავკასიის ავტო იმპორტის“ დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ განუცხადა. ყველაზე მსხვილ ავტო იმპორტიორ კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერ საჰაერო, ხოლო შემდეგ სახმელეთო საზღვრების გახსნას ბიზნესზე დადებითი გავლენა ჰქონდა.

 

 

4. რეფინანსირების სესხების მოცულობით ლარის კურსის მერყეობების ახსნა არასწორია – სებ-ის პასუხი ირაკლი კოვზანაძეს

 


 

ლარის ბოლოდროინდელი გამყარების არაერთი ახსნა გაჟღერდა. ლარის კურსის გაჯანსაღებას ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნითა და ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებითაც ხსნიდნენ. იყო მოსაზრება, რომ ლარის თითქმის 31–პუნქტიანი გამყარება ეკონომიკური გუნდის სწორმა მუშაობამ გამოიწვია.

 

 

5. ქვეყნის ეკონომიკა პირველ კვარტალში 4.5%-ით შემცირდა

 

 

მიმდინარე ფასებში დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), 2021 წლის პირველ კვარტალში 4.5%-ით 11.276 მლრდ ლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

 

 

6. ბასკური კულინარიის ცენტრი საქართველოში სკოლას ხსნის

 

 

ბასკური კულინარიის ცენტრი, რომელიც ესპანეთის ყველაზე სიმბოლური გასტრონომიური სკოლაა, საქართველოში კულინარიის სასწავლო ცენტრს ხსნის. ახალი სკოლა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის შემადგენლობაში შევა, გურჯაანში განთავსდება.

 

 

7. საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

 

 

 

საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.

 

 

8. რატომ რჩება უფუნქციოდ კახეთის საუკუნოვანი რკინიგზა 

 

 

კახეთის რკინიგზა 1915 წელს გაიხსნა, ხოლო გასული საუკუნის 90-იან წლებში სამგზავრო გადაყვანები შეაჩერა. 35 წლის წინ თელავიდან პეტერბურგში მატარებლით ჩასვლა გადაჯდომის გარეშე იყო შესაძლებელი, დღეს ხაზზე მხოლოდ ცარიელი ელმავლები, ე.წ. დრიზინები და იშვიათად სატვირთო შემადგენლობები მოძრაობენ. 2018 წლის მარტში, ტურიზმის განვითარების ფარგლებში, ამ რკინიგზის აღმოსავლეთის მონაკვეთის აღდგენის სურვილი გამოთქვა, მას შემდეგ 3 წელი გავიდა, 3 პრემიერი გამოიცვალა, მაგრამ კახეთის რკინიგზა არ აღდგენილა.

 

 

9. კარალეთში ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა

 

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ხილ–ბოსტნეულის შესანახად ახალი, თანამედროვე სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა. მაცივარი კომპანია „ქულსერვისმა“ სახელმწიფო  მხარდაჭერით გახსნა. ერთობლივმა ინვესტიციებმა პროექტში 1,2 მლნ. ლარი შეადგინა, მათ შორის 600 000 სახელმწიფო გრანტია, 300 000 შეღავათიანი აგროკრედიტი – ამავე დასახელების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, დანარჩენი - კომპანიის საკუთარი სახსრები.

 

 

 

 

10. Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

 

 

Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.  ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერია - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up