დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-29 21:00:10

1. უპრეცედენტო ბიზნეს დავა საქართველოში- დათმობს თუ არა შვეიცარიული კომპანია საერთაშორისო სავაჭრო ნიშანს რუსული სახელმწიფო კომპანიის სასარგებლოდ

 

 

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლო უპრეცედენტო ბიზნეს დავას განიხილავს. საქმე ეხება მსოფლიოში ცნობილი არყის, „სტოლიჩნაიას“ სავაჭრო ნიშნებს საქართველოში. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია რუსულმა სახელმწიფო კომპანია „FKP Sojuzplodoimport“-მა შვეიცარიული „ZHS IP Worldwide Sarl“-ის წინააღმდეგ ქართულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და „სტოლიჩნაიას“ სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.

 

 

2. ვალერი ჩეხერია აჭარა ჯგუფს ტოვებს

 

 

„კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ერთერთი ყველაზე ცნობადი და წარმატებული Top მენეჯერი „აჭარა ჯგუფის“ მმართველობაში აღარ არის. ვალერი ჩეხერია, რომელმაც აჭარა ჯგუფის გუნდთან ერთად სტუმარმასპინძლობის სექტორი შექმნა, გვიყვება, რომ ამიერიდან ის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით ახალ საკონსულტაციო ჯგუფს ჩაუდგება სათავეში.

 

 

3. გიორგი გახარია - არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“

 

 

„არაფერი იცვლება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, მივყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება. არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი, არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით, თუ ფეხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

 

4. „ხარვეზები კანონმდებლობაში დაძლეულია- 2021წელს მთავარი გამოწვევა მომხმარებლებში და ეკონომიკურ აგენტებში ნდობის კიდევ უფრო განმტკიცება იქნება“ - ირაკლი ლექვინაძე

 

არის თუ არა ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი კონკურენტული გარემო, გამოვლინდა თუ არა დომინანტი ბიზნეს სუბიექტს მიერ მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტები და ჰქონდა თუ არა ადგილი არაკეთილსინდისიერ კონკურენციის ფაქტებს. როგორ იმუშავა 2020 წელს საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, რომლის ძირითადი ამოცანა ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის განხორციელებაა. საკითხზე „კომერსანტთან“ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე საუბრობს.


 

 

5. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით გაძვირდა

 

 

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი, (დღგ-ს ჩათვლით) 3.5 თეთრით იზრდება. თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება.​​

 

 

6. „უსახლკარობის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია მაშინ, როდესაც ნახევარი მილიარდი დოლარის მოცულობის ერთიანი ინვესტიცია აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა„

 

 

 

სიღარიბე, როგორც გადაულახავი და პროგრესირებადი პრობლება საქართველოში, სამწუხარო რეალობას ქმნის მაშინ, როდესაც მმართველი გუნდის ხელისფლებაში მოსვლისას მრავალჯერ გაჟღერებული სლოგანი - „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“ ყველას ახსოვს. რატომ რჩება უსახლკარობის და უკიდურესი გაჭირვების პრობლემა საზოგადოებაში და ვის მიაჩნია, რომ ეს სურათი მხოლოდ პანდემიითაა გამოწვეული? კიდევ რამდენი დროა საჭირო ძირეული ნაბიჯების გადასადგმელად, ამ კითხვებით „კომერსანტი“ პარლამენტის რამდენიმე ყოფილ დეპუტატს დაუკავშირდა.



7. მინუსები რომელიც კორონავირუსმა მოიტანა კომპანიას წაადგა, მთლიანობაში დადებითი წელი გვქონდა - ზვიად ციკოლია

 

 

„პანდემიიდან გამომდინარე იყო სირთულეები, მაგრამ მთლიანობაში დადებითი წელი იყო, რაც სხვა კომპანიებმა განიცადეს, იგივეს ჩვენს კომპანიაზე ვერ ვიტყვი“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ცნობილმა ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ განუცხადა. მედია ჰოლდინგთან „Tsikolia Watches“-ის დამფუძნებელმა 2020 წელი შეაჯამა და თქვა, რომ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად კომპანიის გაყიდვები გაიზარდა.

 

 

8. ივანე მაჭავარიანი: ყველაფერი გავუკეთეთ ანაკლიის პორტს, არ უშველა


 

გარანტირებული შესყიდვები კარგ დროშიც კი არ შეიძლება და ამ დროში დაუშვებელია, - ფინანსთა მინისტრმა იმ ფარულ ვალდებულებებზე ისაუბრა, რაც ქვეყანას ვალს უზრდის.

 


9. Forbes: რატომ გაიზარდა ბიტკოინის ღირებულება ოთხჯერ და როდემდე გაგრძელდება პროცესი?

 

 

ბიტკოინის ფასმა უკვე 28 000 დოლარს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის დასაწყისიდან მთავარი კრიპტოვალუტა 4-ჯერ გაძვირდა. თანაც ზრდის დიდი ნაწილი დეკემბერის თვეზე მოდის.

 

 

10. 20 საუკეთესო საშობაო ტურისტული მიმართულება 2021-ში - Forbes-ის სიაში თბილისიცაა

 

 

დაივიწყეთ 2020, ახლა პანდემიაა, ნაძვის ხეების სურნელთან ერთად, ჰაერში კორონავირუსი ტრიალებს,- წერს გამოცემა და გვთავაზობს უკვე დავიწყოთ ფიქრი 2021 წლის კათოლიკური შობის პერიოდზე და მომავალ საშობაო არდადეგებზე. იმისთვის რომ მოგზაურებს საშუალება მისცემოდათ უკვე მომავალი წელი დაეგეგმათ და ცოტათი იმედიანად ყოფილიყვნენ 2021-ისადმი განწყობილი, ევროპის საუკეთესო მიმართულებების ორგანიზაციამ (EBD) მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა და 100 000-ზე მეტ მოგზაურს 121 ქვეყნიდან სთხოვა ეპასუხათ კითხვაზე: სად ისურვებდით ევროპაში 2021 წელს კათოლიკური შობის გატარებას?


თეგები:
დღის Top



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-05 21:00:52
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი ხელშეკრულებები და გაუმჭვირვალე ხარჯი - როგორ მუშაობს „მთის კურორტების კომპანია“ კომპანიის განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი...

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება
access_time2021-05-05 20:00:45
დედამიწის მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის კორონავირუსისგან აცრას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეუსმა.   მისი თქმით, ეს თანხა 19 მლრდ. დოლარს დაემატება, რომელიც მიიღო საერთაშორისო პროგრამა ACT Accelerator-მა, რომელიც ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნა.   „ჩვენი შეფასებით, 45 მლრდ. დოლარი საკმარისი იქნება იმისთვის რომ ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა აიცრას“-...

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები 700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები  700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ
access_time2021-05-05 19:00:30
ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში გლეხებს და ფერმერებს თითქმის 700 ტონა კარტოფილი ულპებათ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან სასწრაფო დახმარებას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში მზადაა მოსავალი გადაყაროს.   მათი თქმით, კარტოფილის რეალიზებას მასშტაბური იმპორტი ართულებს.   „ამ წელს მოსახლეობას მოსავლის გადაყრა მოუწევს, რადგანაც არც ერთი მყიდველი ჩვენთან ჯერ არ მოსულა. მთავრობა სულ ლაპარაკობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მაგრამ...

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-05-05 18:00:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 5 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 5 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 6 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია
access_time2021-05-05 16:05:55
„ციფრული ლარს მოვიაზრებთ ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.   მისი თქმით, ელექტრონული ლარის უპირატესობა იქნება დაბალი საოპერაციო ხარჯი და ამასთან, მომენტალურობა. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის გამოყენებისას არ იქნება საჭირო ანგარიშის ქონა რომელიმე ბანკში და არ საჭიროებს შუამავალს.   როგორც პაპუნა ლეჟავამ განმარტა, ელექტრონული ლარის...


მსგავსი სიახლეები

up