დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-28 21:00:45

დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 


1.იპოთეკური სესხების სუბსიდირება, 40%-მდე შემცირებული გაყიდვები და კლიენტების გადახდისუუნარობა - დეველოპერული სექტორი 2020 წელს აჯამებს

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე, 2020 წლის გამოწვევებზე და მომავალი წლის მოლოდინებზე „კომერსანტთან“ დეველოპერულის სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.


2.საქართველოში სესხი მოსახლეობის 64 პროცენტს აქვს - „მოქალაქეების შემოსავალი სესხის დაფარვაში მიდის და არა საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე“

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს კრედიტინფოს განახლებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სესხით 1.8 მლნ ადამიანი სარგებლობს. საქსტატის 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვი 3 716 858 შეადგენს, ხოლო აქედან 922 006 ადამიანი 18 წლამდეა, ამ ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ სესხი საქართველოს მოსახლეობის 64 პროცენტს აქვს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ აღნიშნულ მონაცემებს მმართველი გუნდის და ოპოზიციის ეკონომიკური გუნდის წევრები


3.„უცხოელი ინვესტორები საქართველოში სასოფლო -სამეურნეო მიწის ყიდვას შეძლებენ, რაც კარგია, თუმცა მათ სჭირდებათ პროგნოზირებადი გარემო“ - გიორგი კაჭარავა

ახლო მომავალში მთავრობა სპეციალური დადგენილების გამოცემას გეგმავს, რომელიც უცხოელი ინვესტორისათვის სასოფლო სამეურნეო მიწის საკუთრების საკითხებს განსაზღვრავს.


4.„ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში აქტივების ფლობა კვლავ ძირითად გამოწვევად რჩება“ - არჩილ მორჩილაძე


ინტერვიუ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელთან, არჩილ მორჩილაძესთან.


5.თვითდასაქმებულთა ნახევარი დასაქმებულად აღარ ითვლება - ახალი მეთოდოლოგიით უმუშევრობა 17,6%-მდე გაიზარდა

ახალი სტანდარტის დანერგვით გამოწვეული მონაცემთა გადაანგარიშების შედეგად, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი. აქამდე მოქმედი მეთოდოლოგიით, უმუშევრად საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 11.6% ითვლებოდა, განახლებული მეთოდოლოგიის შედეგად კი, უმუშევრობის დონე 17.6% გახდა.


6.ენერგო-პრო ჯორჯია - „ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია“

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია.  მოქმედ ტარიფს, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით დადგინდა, ვადა მომავალი წლის ბოლოს ეწურება და უახლოეს დღეებში სემეკი ახალ ტარიფს დაადგენს, რომელიც ძალაში 2021 წლის იანვრიდან შევა.


7.კომისია ხვალ იმსჯელებს და მიიღებს ობიექტურ და დაბალანსებულ გადაწყვეტილებას - დავით ნარმანია ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდაზე

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სემეკის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა აუდიტი დაასრულა და ყველა ძირითადი პარამეტრები ხელთ აქვთ.


8.გიორგი კოდუა: „ბევრი ავიაკომპანია, ალბათ, ვერ დაუბრუნდება ოპერირებას, რადგან შეიძლება გაზაფხულამდე ვერ გასტანოს“

საავიაციო სექტორი 2021 წელს ახალ რეალობაში აღმოჩნდება. ინდუსტრია აღდგენისთვის ემზადება და ამ პროცესში მთავრობის დახმარების იმედი აქვს. „ძალიან მძიმე სიტუაციაა ავიაციაში, მძიმე დანაკარგები გვაქვს. . ბევრი კომპანია გაკოტრდება, ბევრი დაიხურება, ბევრი შეერწყმება ერთმანეთს. 2021 წელს ახალი რეალობა გვექნება, ახალი სახეებითა და ახალი სახელებით“,- აცხადებს  Air Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი კოდუა.


9.რემაქს კაპიტალი: ბრენდული მაღაზიების ნაცვლად, სასურსათო მაღაზიები იხსნება

2020 წელს უძრავი ქონების ბაზარს „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი აჯამებს. მისი ინფორმაციით, პანდემიის გამო სექტორი საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.


10.როგორი იყო 2020 წელი აუდიტორული კომპანია გრანთ თორნთონისთვის და რა გეგმები აქვს 2021 წელს

რადიო “კომერსანტის“ გადაცემა „ჩემი აუდიტორ“ -ში კომპანია გრანთ თორნთონის პარტნიორმა პაატა შურღაიამ 2020 წელი შეაჯამა და აუდიტორულ ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე, კომპანია გრანთ თორნთონის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისუბრა.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up