დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-23 21:00:41

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1.„მთავრობის პირველი გამოწვევა დონორების გარკვეულ დათმობებზე წამოყვანა და შედეგად, ადგილობრივ ტენდერებში ქართული კომპანიების ჩართულობის პროვოცირებაა“

„კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად ეფექტურად და ხარისხიანად მიმდინარეობდა ქვეყნაში ინფრასტრუქტურული პროექტები, იყო თუ არა 2020 წელი ისეთივე წარმატებული ქართული კომპანიებისთვის, როგორც მინისტრის ანგარიში. საკითხზე მედიაჰოლდინგთან ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის/ICCA აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი საუბრობს.


2.„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ფულის მასას არ აქვს კავშირი არც ინფლაციასთან და არც ვალუტის გაუფასურებასთან, რაც მცდარია“ - თემურ ბასილია

პანდემიური 2020 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ, ასევე ეროვნულმა ბანკმა არაერთი ნაბიჯი გადადგეს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით. ფინანსისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“ 2020 წელს აფასებს და საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევებზე საუბრობს.


4.„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დღეს ყველასთვის დიდი პრობლემაა“ - გიორგი გახარია

მთავრობის კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნებთ იმ დონეს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურა წესრიგში მოვიყვანოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.



5. ბატონო ლადო, სირცხვილია, თქვენ რომ პარლამენტში ზიხართ! - სერგო ჩიხლაძე

შიმშილით სიკვდილი ნამდვილად არსებობს, თუ არ იციან მათ გავუგზავნი მონაცემებს. გარდაცვალების მიზეზში შიმშილი არასდროს არ იწერება. შიმშილით გამოწვეული დაავადებები კი სიკვდილიანობის მატებას იწვევს, ეს თუ ქალბატონმა მინისტრმა არ იცის მაშინ მას მესამე კლასელის კომპეტენცია ჰქონია, ბატონ კახაძეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ასეთი არასერიოზული განცხადებები მას არ შეეფერება - ასე გამოეხმაურა სერგო ჩიხლაძე ლადო კახაძის იმ განცხადებას, რომელშიც კახაძე შიმშილით გარდაცვალების შემთხვევების დასახელებას ითხოვდა.


6.„ინფლაცია წლის პირველ ნახევარში სავარაუდოდ 6%-ს გადააჭარბებს და ლარის კურსის შესაძლო დამატებითი გაუფასურება ფასების ზრდის ტემპს უფრო დააჩქარებს“ - თიბისი ჯგუფი

2020 წელს ლარის კურსის დინამიკაზე და სამომავლო მოლოდინებზე „კომერსანტთან“ „თიბისი ჯგუფის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ ისაუბრა.


7.კახა კალაძე: თბილისის მერიამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დასახმარებლად, ეკონომიკური პაკეტი შეიმუშავა

თბილისის მერიამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დასახმარებლად, ეკონომიკური პაკეტი შეიმუშავა - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.


8.ვინ ფლობს 10 ყველაზე მსხვილ ინვესტორ კომპანიას საქართველოში?

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის მე-3 კვარტალში წინასწარი მონაცემებით, 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის მე-2 კვარტალის წინასწარ მონაცემებს 25.2 პროცენტით აღემატება.


9.გაურკვეველ ვითარებაში ვარ, ხვალ ვიხსნები თუ არა, არ ვიცი – სავაჭრო ცენტრი „საბა“

სავაჭრო ცენტრი „საბას“ ხელმძღვანელი პაატა კაჭარავა აცხადებს, რომ გაურკვეველ ვითარებაშია და ამ დრომდე არ იცის, ხვალიდან აქვს უფლება გახსნას სავაჭრო ცენტრი, თუ არა.


10.ნავთობი ფსკერიდან ამოვიდა, მაგრამ ძველ პოზიციებს ვეღარ იბრუნებს

გეომეტრიული პროგრესიით მზარდი ელექტომობილების ბაზრის მიუხედავად, 2020 წლის მიწურულს მსოფლიო კვლავ ნავთობზე დამოკიდებული რჩება. მის ფასს ჩვეულებრივ მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს, თავად მოთხოვნა-მიწოდებაზე კი პოლიტიკა ახდენს მნიშვნელოვან, ზოგ შემთხვევაში გადამწყვეტ გავლენას.

თეგები:
Top 10



ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-03 21:00:09
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი? ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: „ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“.   2. ინფლაცია 10–წლიან...

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ
access_time2021-08-03 17:00:00
ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და ორნიშნულიან მაჩვენებელს 11.9%-ს მიაღწია, რაც 10-წლიანი რეკორდია. ამ ფონზე, Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც. მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში. “ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება,...

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up