დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-22 21:00:37

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

1. ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა, ბაზრობები არ გაიხსნება - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებაზე

 

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს სრული მოცულობით.

 

2. „თუ ანაკლიის პორტის ინვესტორი არ გამოჩნდება, მიუხედავად წამგებიანობისა, შეიძლება მთავრობამ ჩაწეროს ახალი პირობები, რომ შეიყვანონ მათთან აფილირებული ბიზნესმენები“ - გიორგი ქობულია

 

ანაკლიის პორტი ყოველთვის უპერსპექტივოდ მიაჩნდა საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულია. მისი აზრით, ამ პროექტის საინვესტიციო თანხის გასამართლებელი ტვირთების რაოდენობა არ დასტურდებოდა.

 

3. 2021 წელს მხოლოდ საქმიანი ვიზიტორები გვეყოლება და ტურისტების ნაკადის ზრდას არ უნდა ველოდოთ - ნუცა აბრამიშვილი

„ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ღვინის რეალიზაცია ფაქტობრივად 60 პროცენტითაა შემცირებული. ანუ,  დამოკიდებული ვიყავით სრულად ჩამოსულ სტუმარზე. ეს შემცირება უკავშირდება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ვარდნას,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „შუხმან ვაინსის“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ესაუბრა.

 


4. ნულოვანი შემოსავლების და ტურიზმის სტაგნაციის წელი - 2021 წლისთვის პირველი ტურისტული ჯავშნების მიღება დაიწყო

„2020 აბსოლუტური გაჩერების, ნულოვანი შემოსავლების და ტურიზმის სტაგნაციის წელი.  2021 წელს რაც შეეხება, მოლოდინები გაჩნდა, რომელიც ჩვენს მოტივაციაზეა დამყარებული,  თუმცა არანაირი ხელჩასაჭიდი არ გვაქვს,“ – ამის შესახებ კომერსანტს ისრაელისა და ეროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა.

 

5. საქართველოში სესხით 1,8 მლნ-მდე ადამიანი სარგებლობს

კრედიტინფო საქართველომ საფინანსო სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით საქართველოში სესხით სარგებლობს 1.8 მლნ-მდე ადამიანი და ჯამში 27 მლრდ ლარის აქტიური სესხია გაცემული, რომელიც წლის დასაწყისიდან 3.5 მლრდ-ით არის გაზრდილი.

 

6. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი $270 მლნ-ით შემცირდა

იანვარ-ნოემბერში სულ $364 მლნ-ის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $270 მლნ-ით ანუ 42.5%-ით ნაკლებია. იმავე პერიოდში მათი იმპორტი კიდევ უფრო მეტად - 327 მლნ-ით შემცირდა, თუმცა საიმპორტო პროდუქციაში - $680 მლნ-ით პირველი ადგილი მაინც შეინარჩუნა.

 

7. ბიჭები კაბინეტებიდან ვერ გრძნობენ რამდენად მტკივნეულია, როდესაც კოტრდება კომპანია - ლაშა პაპაშვილი

ბიზნესმენი, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი 2020 წელს „ბიზნესპარტნიორთან“ აჯამებს და აცხადებს, რომ  ეს წელი ურთულესი იყო, რადგან კორონავირუსის პანდემიას თან დაერთო ლარის გაუფასურება, რამაც ბიზნესზე საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედა.

 

8. „იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება სამშენებლო სექტორისთვის აუცილებელი, ხოლო ბიუჯეტისთვის კარგი ინვესტიციაა“ - არსი

კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება სამშენებლო სექტორისთვის აუცილებელია.

 

9. Bloomberg: პანდემიამ და  ბრექსიტმა ევროპის ფინანსური ბაზრის ზრდა ვერ შეაჩერა

პანდემიის პერიოდში ევროპულმა საფონდო ბირჟებმა აქციების განთავსების (IPO) კუთხით, როგორც რაოდენობის, ასევე მოზიდული თანხების მხრივ, 2019 წლის მაჩვენებლებს გაუსწრო - და ეს იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით, დღეს ბირჟაზე გასვლისთვის საუკეთესო დრო ნამდვილად არაა.

 

10. The New York Times: ამერიკის შრომის ბაზარი უმძიმეს მდგომარეობაშია

პანდემიის დაწყებიდან უკვე თითქმის წელიწადია გასული, თუმცა, მისი გავლენა აშშ-ს ეკონომიკაზე დღემდე ბოლომდე გაურკვეველი რჩება. მნიშვნელოვანი ინდიკატორები ურთიერთსაწინააღდმეგოა - ერთის მხრივ,  ზოგიერთი კომპანია დიდ მოგებაზე საუბრობს, მეორეს კი, უმუშევრობა შტატებში 2019 წლის თებერვალთან შედარებით 10 მლნ. ადამიანით გაიზარდა.

 


თეგები:
Top 10



The Economist: მთავრობები ბიზნესის დამორჩილებას ცდილობენ

The Economist: მთავრობები ბიზნესის დამორჩილებას ცდილობენ
access_time2022-01-24 20:00:57
სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობები იცვლება. 1945 წლის შემდეგ ბევრი ქვეყანა დაქსაქსული საზოგადოების გაერთიანებას სახელმწიფოს კუთვნილი ან მის მიერ მართული კომპანიების მეშვეობით ცდილობდა.  1980-ანი წლებისთვის მთავრობებმა უკან დაიხიეს და არბიტრის როლი მოირგეს, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ერთმანეთს კერძო კომპანიები ეჯიბრებოდნენ.   დღეს ჩვენ საწინააღმდეგო პროცესს ვხედავთ - სახელმწიფო კერძო ბიზნესის საქმეებში სულ უფრო აქტიურად ერევა, პირველ...

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

ვირტუალური დავოსი 2022 წელს ინფლაციის შენელებას პროგნოზირებს

ვირტუალური დავოსი 2022 წელს ინფლაციის შენელებას პროგნოზირებს
access_time2022-01-24 19:00:35
ამ დღეებში ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა ტრადიციული დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომლის მთავარი თემები ინფლაცია და ფასების ზრდა იყო.   დისკუსია ფორუმზე საკმაოდ წარმომადგენლობითი აღმოჩნდა - მასში, სხვებთან ერთად, მონაწილეობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეოგრიევამ, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...


მსგავსი სიახლეები

up