დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

access_time2020-07-03 21:30:18

დღის Top-10 საინტერესო ამბავი


1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი

კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ ღვინის ხარისხის პრობლემა მოგვარდება და ის მხოლოდ ყურძნისგან გაკეთდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ გახდება.


2.იუსტიციის სახლთან იახტკლუბი აღარ აშენდება - ეწირება თუ არა პოლიტიკას მრავალმილიონიანი ბიზნეს ინტერესი

იუსტიციის სახლთან იახტკლუბი აღარ აშენდება. „კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, პროექტი რომელიც მერიის ისტორიულ საბჭოზე უკვე შეთანხმებული იყო პოლიტიკური ინტერესების გამო გაჩერდა.


3.ერთ წელში ფასები სურსათზე - 13.6%-ით და ჯანდაცვაზე - 7.5%-ით გაიზარდა

2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.2 პროცენტით განისაზღვრა.


4.დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI

საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 6,264,688 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.



5.ბათუმის ბულვარში მრავალფუნქციური საცხოვრებელ-საინვესტიციო კომპლექსი შენდება (ფოტო)

სამშენებლო დეველოპერული კომპანია Avangard-ი ბათუმის ცენტრში მრავალფუნქციურ საცხოვრებელ და საინვესტიციო კომპლექსს აშენებს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 2 მილიონი ლარია.როგორც პროექტის გაყიდვების მწარმოებელ კომპანია REA INVESTMENT- ში განმარტავენ, საცხოვრებელ კომპლექსში განთავსდება ასევე ფიტნეს დარბაზი, თუმცა უცნობია რომელ მსხვილ ბრენდთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.


6.სესხებზე საშეღავათო პერიოდის გასვლას ლარის კურსის გაუფასურება მოჰყვება

მაისში, ვადაგადაცილებული სესხები 13.6 მლნ ლარით გაიზარდა და 506.2 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 34.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის გაზრდა მოსალოდნელიც იყო, გარდა ამისა 3 თვიანი პერიოდის გასვლა ლარის კურსის გაუფასურებასაც გამოიწვევს.


7.ანაკლიას სომხეთში უფრო იცნობენ ვიდრე საქართველოში - შავიზღვისპირეთში, პესიმისტური მოლოდინები არ აქვთ

პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის გადარჩენის ერთადერთი გზა შიდა ტურიზმია. საქართველოს მთავრობა ცდილობს მოსახლეობას ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად სხვადასხვა საინტერესო ტურისტულ პროდუქტები და აქტივობები შესთავაზოს. წლების შემდეგ ტურიზმის ინდუსტრია დღეს საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული. სასტუმროებისთვის, კვების ობიექტებისთვის, გიდებისთვის, სატრანსპორტო კომპანიებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვინ, სად დაისვენებს.


8.სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად, აუცილებელი გახდა ხარვეზის აღმოფხვრა. ამ ეტაპზე გზის პირველ და მეორე მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დასრულდება. იგივე ტიპის პრობლემები გზის მეოთხე მონაკვეთზეც იყო, სადაც ხარვეზები უკვე გასწორებულია. ვრცლად „კომერსანტზე“.


9.იტალიური ხმელთაშუა ზღვის კამეჩი და ალპური ჯიშის თხა - „აჭარა ჯგუფი“ უდაბნოს პროექტის განვითარებას აგრძელებს

იტალიური ხმელთაშუა ზღვის კამეჩები (Mediterranean Water Buffalo), ალპური ჯიშის თხა (Alpine Goat) - „აჭარა ჯგუფი“ უდაბნოს პროექტს რძის პროდუქტების მიმართულებით განვითარებას აგრძელებს. უკვე მეოთხე წელია „აჭარა ჯგუფი“ საგარეჯოს რაიონში პროექტ „უდაბნოს“ ფარგლებში აგრო-მეწამეობასა და აგრო-ტურიზმის მიმართულებით 5500 ჰექტარამდე მიწის განვითარებას ახდენს.


10.ადრე თუ ჰაერში იყო გამოკიდებული, ახლა ბახმარო კურორტს ემსგავსება - ბახმარო ადმინისტრაციული ერთეული გახდა

„ბევრი რაღაც მოხდა ბახმაროში - ადრე თუ გამოკიდებული იყო ჰაერში, ახლა ბევრი ცვლილება განხორციელდა. მთავარი სიახლე ისაა, რომ ბახმარო ადმინისტრაციულ ერთეულად გადაკეთდა და ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს. სამწუხარო ისაა, რომ ამ სეზონისთვის გამრიცხველიანება ვერ მოესწრო, ამ პანდემიამ რაღაც პროცესების გადაწევა მოითხოვა და სავარაუდოდ სექტემბერში დასრულდება,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ჩოხატაურის მერის მოადგილემ თამაზ ჯინჭარაძემ განუცხადა.





თეგები:
Top-10



27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული - წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული -  წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“
access_time2020-10-27 15:03:08
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ  ჯაფარიძემ საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასებზე  და მათი სიძვირის მიზეზებზე ისაუბრა. დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიას და მონოპოლიას ბრალდება, თუმცა მისი თქმით, წამლების სიძვირეს რაელურად სხვა მიზეზი აქვს და მათი გიაფებაც საკმაოდ მარტივია. ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში არსებული 9 მედიკამენტის ფასი თურქეთში იდენტური მედიკამენტების ფასებს...

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა
access_time2020-10-27 14:29:21
Scroll-ის ელექტროსკუტერები უკვე უკრაინაშია. ამ ეტაპზე, გაქირავების სერვისით სარგებლობა მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. როგორც კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, 2021 წლის გაზაფხულისთვის, Scroll-ის ელექტროსკუტერები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.   „შემდეგი წლის განმავლობაში ვაპირებთ სხვა ქალაქებშიც შევიდეთ, თუმცა ჩვენი გაფართოება სხვადასხვა ნიუანსზეა დამოკიდებული. მაგალითად, მნიშვნელოვანია როგორი მდგომარეობა იქნება პანდემიის კუთხით და...


მსგავსი სიახლეები

up