დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-17 21:00:36

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:


1. ბიზნესისთვის გაზის კომერციული ტარიფი არ გაიზრდება

ბიზნესისთვის გაზის კომერციული ტარიფი არ გაიზრდება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


2. სასტუმროებს საახალწლო ღონიძიებები ჩატარების უფლება არ ექნებათ

„სასტუმროებს, რომლებიც საახალწლოდ სტუმრებს ელოდებით, შეგახსენებთ, რომ იკრძალება კულტურული ღონიძიებები მაყურებლის დასწრებით“, -  ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, დაწესებული შეზღუდვების დაცვა ბიზნესსუბიექტებს მკაცრად მოუწევს. თურნავამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ახალი წელი მოკრძალებულად, სახლებში იზეიმონ.


3. „კანონს დავემორჩილებით და დაგეგმილ ღონისძიებებს გავაუქმებთ“ - „ლოპოტა სპა რეზორტი“

„რასაც მთავრობა გადაწყვეტს, იმას შევასრულებთ, ქვეყანაში ზოგადად არ არის კარგი სიტუაცია აქედან გამომდინარე კანონს დავემორჩილებით და დაგეგმილ ღონისძიებებს გავაუქმებთ. საახალწლო პერიოდზე მოთხოვნა დიდი არ არის, დაახლოებით 10 პროცენტია აქტივობა“, - განუცხადა კომერსანტს „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებელმა მიხეილ  ნაცვლიშვილმა.


4. „პასუხისმგებლობას მაშინ ავიღებდით, თუ 15 დეკემბრიდან გავიხსნებოდით, ახლა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება რიგების კონტროლი“ - სითი მოლი


როგორც „კომერსანტს“ „სითი მოლის“ დირექტორმა ლევან მესხელმა განუცხადა,  24 დეკემბრიდან ერთი კვირით საახალწლო ვაჭრობის შესაძლებლობა დროის სიმცირის გამო მომხმარებლის ნაკადების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს , შესაბამისად ნებისმიერი მექანიზმი შესაძლოა უძლურიც იყოს ნაკადების სწორი გადანაწილებისთვის. თუმცა, მისივე თქმით, ეს შედეგი არ დადგებოდა, თუკი მოლებს შეთავაზებისამებრ 15 დეკემბრიდან ექნებოდათ მუშაობისა და ყველა მომხმარებლის დაკმაყოფილების საშუალება.


5. დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა და საერთაშორისო ფინანსური რესურსები მოზიდვა - ექსპერტები ფინანსთა მინისტრის 2020 წლის საქმიანობას აფასებენ

„კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აფასებენ ეკონომისტები ივანე მაჭავარიანის მიერ განხორციელებულ რეფორმებს და პანდემიის დროს ფინანსთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

 

6.  გვაქვს სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც არა სიღარიბის დაძლევაზე, არამედ ტკივილის გაყუჩებაზეა ორიენტირებული

ექსპერტი სოციალური პოლიტიკის საკითხებში კოტე ერისთავი განმარტავს, რომ ნებისმიერი ქმედება, რაც სოციალური მდომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან დროებითია და ეკონომიკური მოდელი რაც ქვეყანაში არსებობს სიღარიბის წარმოებას უწყობს ხელს. კრიზისის პერიოდში კი სიღარიბის მაჩვენებელი კიდევ უფრო დრამატული გახდება.

 

7. „ჭავჭავაძის და პეკინის გამზირზე არსებულმა მაღაზიებმა უფრო მეტად იზარალეს, ვიდრე სავაჭრო ცენტრებში“ - Cushman & Wakefield

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ი მესამე კვარტლის მდგომარეობით, სავაჭრო და საოფისე სექტორების შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს.


8. თბილისში Gino-ს ბრენდის ქვეშ ახალი სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება

მელიქიშვილისა და ვარაზისხევის კუთხეში Gino-ს ბრენდის ქვეშ სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება. არქიტექტურულ ფორუმზე ინფორმაცია გავრცელდა, რომ პროექტმა 15 დეკემბერს ნებართვა მიიღო და მალე მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევა.


9. აშშ-მ თურქეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ს და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობაზე ახალი შეზღუდვები შემოიღო. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ანკარის მიერ საჰაერო თავდაცვის რუსული სისტემის С-400-ს ყიდვა გახდა.


10. GIAM Group-ი მანდარინის ნატურალური წვენის წარმოებას იწყებს

Georgian industrial Asset Management Group-ის (GIAM Group) კუთვნილი  ქობულეთის საკონსერვო ქარხნის მიერ წარმოებული მანდარინის კონცენტრატი 100%-ით ექსპორტზე ევროპაში და იაპონიაში გადის.


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up