დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2020-12-16 21:00:35

1. „შეცდომები, რომელიც შეიძლებოდა 2020 წელს ფინანსთა სამინისტროს დაეშვა, თითქმის ყველა დაუშვა“ - რა შედეგი გამოიღო მაჭავარიანის ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულმა საბიუჯეტო პოლიტიკამ

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე მაჭვარიანმა უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, სადაც იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლაში მიაღწია. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აფასებენ ფინანსისტები და ეკონომისტები ივანე მაჭავარიანის მიერ განხორციელებულ რეფორმებს

 

2. „ხარისხიანი და ხარჯეფექტური მომსახურება საქართველოში უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს და არა თურქეთში“

 

ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეისწავლა მოქალაქეების საჭიროებები, თუ რის გამო მიმართავდნენ ისინი უცხო ქვეყნებს, სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთვის არსებული კომერციული ტარიფი გაუთანაბრდებდეს თურქულ ტარიფს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, მინისტრი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს სამკურნალოდ თურქეთში უნდა გზავნიდეს თუ ზრუნავდეს იმაზე, რომ საქართველოში ჯანდაცვის პოლიტიკა გააუმჯობესოს. არის თუ არა მინისტრის ინიციატივა აღიარება, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია.

 

3. 133 000 ადამიანი საქართველოში დღიურად 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს

 

 

საქართველოში სიღარიბე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 29 წლის შემდეგაც კი ნაციონალურ პრობლემად რჩება. ადრეული 90-იანების დიდი კოლაფსის შემდეგ, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ დღესაც ბევრი ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ პენსია ან სოციალური დახმარება რჩება.


 

4. „მეორე ლოქდაუნს მომზადებულები შევხვდით, გაყიდვები რომ არ შემცირებულიყო, სერვისი - თან წაიღე დავამატეთ“ - პალიტრა L

 

 

ახალი სატელეფონო სერვისი და საიტი, რომელიც დაგეხმარებათ,  აირჩიოთ თქვენთვის სასურველი წიგნები - გამომცემლობა პალიტრა L მომხმარებლებს წიგნის შეძენის კომფორტულ და რაც მთავარია, უსაფრთხო სერვისებს სთავაზობს. როგორც გამომცემლობის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე კომერსანტის დილაში ამბობს, მეორე ლოქდაუნს მომზადებულები - მომხმარებლებისთვის საინტერესო სიახლეების შეთავაზებებით შეხვდნენ.

 

 


5. საბაგიროების და სასრიალო ტრასების ჩაკეტვა, სკი - ტურისადმი ინტერესის გაზრდას გამოიწვევს


 

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულმა ფედერაციამ, „კავკასიის სკიტურინგის ქსელმა“ და „საქართველოს გიდების ასოციაციამ“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საბაგიროების და სასრიალო ტრასების ჩაკეტვა, სკი - ტურისადმი ინტერესის გაზრდას გამოიწვევს. ორგანიზაციები მოსახლეობას სკი - ტურთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ და უსაფრთხების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ.

 

 

6. ჯანდაცვაში ბიზნეს სექტორზე დაბალი ხელფასია

 

 

„ჯანდაცვის სექტორში საშუალო თვიური ანაზღაურება 2019 წელს 1,000 ლარს აღემატებოდა, რაც ბიზნეს სექტორის საშუალო ხელფასზე დაბალია“, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი.

 



7. “ველოდებით 24 დეკემბერს“ – “გლდანი მოლი“


 

ველოდებით 24 დეკემბერს, მაშინ, როდესაც გავიხსნებით და გვექნება საშუალება ვიმუშაოთ.“-ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „გლდანი მოლის“ ხელმძღვანელი დავით ზიბზიბაძე საუბრობს. მისი ინფორმაციით, რაც შეეხება იმას, თუ რა გეგმა ექნებათ  მოლებს მაშინ, თუ სავაჭრო ცენტრების გახსნა მთავრობამ  გადაავადა, ამაზე ზინზიბაძეს საუბარი უჭირს.

 

 

8. ულტიმატუმი სახელმწიფოს, „გადაარჩინოს კლუბები“

 

 

კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, თბილისის მსოფლიოში ცნობილმა კლუბებმა, საკუთარი ინიციატივით, დახურეს კარები და შეწყვიტეს მუშაობა. 10 თვის თავზე, როცა პანდემიას დასასრული ჯერ ისევ არ უჩანს, ელექტრონული მუსიკის სფეროს წარმომადგენლები გადარჩენის საკუთარ გეგმას სთავაზობენ ხელისუფლებას და მოითხოვენ დახმარებას.



9. რუსეთი იკეტება - მოსკოვმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და უზბეკეთიდან ხილ-ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა

 

 

ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლებამ, კერძოდ კი სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა (როსსელხოზნადზორმა) რამდენიმე ქვეყნიდან სხვადასხვა პროდუქტების იმპორტი აკრძალა.

 

 

10. Forbes: Airbnb-ს ღირებულება 25%-ით შემცირდა

 

 

ბინების გაქირავების ონლაინ-სერვისის Airbnb-ს კაპიტალიზაცია ბირჟაზე აქციების გაყიდვის დაწყებიდან მხოლოდ 3 დღეში თითქმის 5 მლრდ. დოლარით შემცირდა.

 


თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up