დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

access_time2020-02-21 21:30:32

დღის Top-10 საინტერესო ამბავი


1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება

„კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს სავარაუდო ხანძრების სეზონისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახური? როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო ამ მზარდ საფრთხეს? იქნება თუ არა წელს სამაშველო ვერტმფრენების საკმარისი რაოდენობა, რათა ხანძრის კერის გაჩენის შემთხვევაში დროულად და ეფექტურად მოხდეს მისი ლოკალიზება.


2.პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?

 2015 წლიდან დღემდე რა თანხას შეადგენს სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა, რამდენმა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით, ხეხილის ახალი ბაღები რამდენ ჰექტარზე გაშენდა და მონიტორინგის შედეგებიდან რამდენმა ბენეფიციარმა მოახერხა, ფერმერული მეურნეობის განვითარება და რამდენს გაუხმა ხეხილის ახალი ბაღი.


3.ბანკებს მოუწევთ ESG საკითხების შესახებ სებ-ს ინფორმაცია წარუდგინონ - ახალი ვალდებულება ფინანსური ინსტიტუტებისთვის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ახალი ვალდებულების დაწესების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სებ-ის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს მოუწევთ ყოველწლიურად ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების შესახებ.


4.გიორგი ჩერქეზიშვილი - „ახალი კანონი საქართველოს საინვესტიციო სამართლებრივ გარემოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგებს გახდის“

ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა „კომერსანტთან“ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


5.„ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას“-დავით მესხიშვილი

ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე“ დავით მესხიშვილმა „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის შედეგების” პრეზენტაციაზე განაცხადა.


6.ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება

მთავრობის მეთაურის,გიორგი გახარიას თქმით, 2021 წელს ბათუმში დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა. პრემიერის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება განათლების სამინისტროში უკვე მიღებულია.


7.„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ადვოკატმა მარიკა არევაძემ განუცხადა. მისი თქმით, კვირის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მას დახმარებისთვის მიმართავენ.


8.სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგები.მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელს 37 სამედიცინო ასოციაცია აწერს. 


9.BIKES.GE - ქართველი მეწარმეების ხელშეწყობას ველოსიპედით გეგმავს

ძალიან მალე მზა ყავის, წიგნის ან თუნდაც ყვავილების შეძენა თბილისის ნებისმიერ ქუჩაზე საცობში დგომის დროსაც კი ავტომობილიდან გადმოსვლის გარეშე შეგეძლებათ -პროექტის განხორციელებას ველოსიპედების კომპანია Georgian Bicycle Group-ი გეგმავს და საქართველოს ადგილობრივ მეწარმეებს თავიანთი პროდუქციის რეალიზაციას სთავაზობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიის ხელმძღვანელმა ბექა კიკნაველიძემ განუცხადა.


10.Financial times: როგორ გაზარდა მოდების სახლმა Saint Laurent 2 მლრდ-მდე შემოსავალი?

კრეატიული და გენერალური დირექტორის ტანდემის ეფექტური მუშაობის წყალობით, სტრატეგიის რადიკალური შეცვლის გარეშე, მოდების სახლმა Saint Laurent პირველად არსებობის ისტორიაში 2 მლრდ. ევროს შემოსავალი მიიღო.კომპანიის ტოპ-მენეჯერები თვლიან, რომ მთავარია არ მიაქციო ყურადღება კომპანიის ზომას და ის საგიჟეთად არ აქციო.




თეგები:
Top-10



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-08 21:30:16
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ოთარ ნადარაია - „ჰეჯირების შემთხვევაში მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მეტისმეტი სავალუტო რისკი არ უნდა აიღოს“ მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა...


მსგავსი სიახლეები

up