დღის TOP-10 საინტერესო ამბავი

დღის TOP-10 საინტერესო ამბავი

access_time2020-07-20 21:30:38

დღის TOP-10 საინტერესო ამბავი


 1. ვინ იბრძოლებს მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“

 

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. კომერსანტი გაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ვინ „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ.

 2. სახელმწიფო ცუდი მენეჯერია - ონკოლოგიური კლინიკა უვადოდ დაიხურა

 

ონკოლოგიური კლინიკა, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ დაიხურა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო, ოფიციალური მიზეზი საავადმყოფოს რეაბილიტაციაა. კლინიკაში დასაქმებული 200- ზე მეტი ადამიანი, რომელთაც 11 თვეა ხელფასი არ მიუღიათ სამსახურიდან დაითხოვეს, მათთან ახლა მემორანდუმები ფორმდება.


 3 სამშენებლო ბიზნესიდან პოლიტიკაში - ბეჟან წაქაძე ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატია

 

ბიზნესმენი, სამშენებლო კომპანია „ჯიდიჯი გრუპის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გუნდს წარმოადგენს. ბიზნესმენი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის ოლქში მმართველ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია.

 

რატომ გადაწყვიტა პროფესიით ფინანსისტმა და სამშენებლო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბიზნესმენმა პოლიტიკაში წასვლა?


 4. კახაბერ ცისკარიძემ ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის შოურუმი გახსნა


 

კახაბერ ცისკარიძე საკუთარი დიზაინით ტანსაცმელს უკვე სამი წელია კერავს, თუმცა ივლისის დასაწყისში მომღერალმა ბათუმში Kakhaberi Clothing-ის ბრენდის შოურუმი გახსნა. შოურუმი ტრანსფორმირებადი სივრცეა, სადაც ეწყობა მუსიკალური ღონისძიებებიც და გაიმართება ფერწერული გამოფენებიც.


 5. მთავრობამ ქორწილები და ქელეხები დაუშვა - დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.


 6. Wizz Air-ი პარიზის მიმართულებით სპეცრეისს ქუთაისის ნაცვლად თბილისის აეროპორტიდან შეასრულებს

 

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი პარიზიდან სპეცრეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად თბილისის მიმართულებით განახორციელებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ის მიერ გამოქვეყნებული განრიგიდან ირკვევა, Wizz Air-ი პარიზი-თბილისის რეისს 22 ივლისს განახორციელებს, ხოლო თბილისი-პარიზის მიმართულებაზე ფრენას ავიაკომპანია 23 ივლისს შეასრულებს.


 7. კვლავაც სისტემა აგებულია მორჩილებაზე და არა მომავლის ხედვაზე - გია ხუხაშვილი  

 

„ადრე იყო ასეთი რუბრიკა - „ესენი ვინ არიან?“ - ანუ პოლიტიკოსებში 3-4 გვარის გარდა არავინ არავის არაფერს ეუბნება მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისინი ათეულობით წლების მანძილზე პოლიტიკოსებად იწოდებოდნენ, - ასე აფასებს პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ დღეს წარდგენილი კანდიდატების სიას.


 8. გაფართოებული მანდატის მქონე შრომის ინსპექციას ბიზნესი მომზადებული კადრებით უნდა დახვდეს - ევროპული ბიზნესასოციაცია გადამზადების პროგრამების შეჩერებაზე საუბრობს

 

შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ჰყავდეს 1 ან მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან აღნიშნული მიზნით შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური“, თუმცა, დღესდღეობით იმ სასწავლო ორგანიზაციებს, რომლებიც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა გადამზადების პროგრამას ახორციელებენ, უკვე მეექვსე თვეა შეჩერებული აქვთ ეს საქმიანობა და სასწავლებლები მოლოდინის რეჟიმში არიან.  ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ გადამზადების პროგრამების შეჩერების საკითხი პრობლემურია.


 9. შვეიცარიის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ზომების გარეშე შვეიცარიაში შესვლის უფლება მისცა

 

დღეს ძალაში შევიდა შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ზომების გარეშე შეძლებენ შვეიცარიაში შესვლას როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით.


 10. Bloomberg: რუსულ ელიტას კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომა აქვს

 

რუს მაღალჩინოსნებს და ტოპ-მენეჯერებს რუსეთის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავებული ექსპერიმენტალურ ვაქცინასთან წვდომა ჯერ კიდევ აპრილში ჰქონდათ. სააგენტოს ერთ-ერთი რესპოდენტის თქმით, ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილეობა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო. წყაროს ცნობით, ეს ინფორმაცია დაიმალა მსურველთა დიდი ნაკადის თავიდან არიდების მიზნით.

 


თეგები:
TOP 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up