დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-07-20 21:00:52

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. პრემიერი: ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამშაბათის სხდომაზე, გაუარესებული ეპიდვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს“.

 

2. ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება დაბრუნდება

მოსახლეობა მოეშვა, პირბადის ტარება იგივე დახურულ სივრცეში არ ხდება და დღეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ღია სივრცეში დაწესდეს რეკომენდაცია პირბადესთან მიმართებაში.

 

3. რატომ ვერ მუშაობს მთის კანონი - მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაცია გრძელდება

მთაში მოსახლეობას ვერც შეღავათები აჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ  „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის შექმნიდან 5 წელზე მეტი გავიდა, არათუ მოსახლეობა არ ბრუნდება, ვინც დარჩა, ისიც დედაქალაქში ან სხვა დიდ ქალაქში გადასვლას და საცხოვრებელი პირობების შეცვლას ცდილობს.

 

4. ღარიბაშვილი: ივნისში ეკონომიკა 15-18 პროცენტით გაიზრდება

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც შენარჩუნდება. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა ზრდის ტემპი 15-18 პროცენტის ფარგლებში იმერყვევებს.


 

5. ქსელურ სუპერმარკეტებში ხელფასი საათში 2 ლარზე ნაკლებია

შემოსავლების ყოველწლიური ზრდის მიუხედავად, ხელფასები ქსელურ სუპერმარკეტებში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და საათში საშუალოდ 2 ლარს, ან უფრო ნაკლებს შეადგენს.

 

6. 240 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწას 61 მოიჯარე დაისაკუთრებს

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 61 მოიჯარეს 240 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ.

 

7. შესყიდვების სააგენტოს შავ სია - რამდენით ისჯება საქრთველოში ტენდერის შეუსრულებლობა

2016 წლიდან 2020 წლის ნოემბრამდე სახელმწიფომ სულ 13.695 მლრდ ლარის ტენდერი გამოაცხადა, ყველაზე დიდი შემსყიდველი 1.76 მლრდ ლარით საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღმოჩნდა.

 

8. რა გახდა კიტრის მოულოდნელი გაძვირების მიზეზი

საქართველოში 12–18 ივლისის კვირაში კიტრის ფასი, მოულოდნელად, პიკურ მაჩვენებლებზე ავიდა. მანამდე, მაისის მიწურულს, ამ ბოსტნეულის ფასი მკვეთრად იყო დავარდნილი.

 

9. Reuters: ამერიკა და გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე შეთანხმდნენ

უახლოეს დღეებში შტატები და გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სა და უკრაინის საკითხებში მიღწეული შეთანხმების შესახებ გამოაცხადენებ. ეს გარიგება ბერლინს და ვაშინგტონს შორის ამ თემაზე მრავალწლიან უთანხმოებას დაასრულებს.

 

10. Forbes: ახალი კონფლიქტი ნავთობმომპოვებელთა სამყაროში

მორიგი კონფლიქტი ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს შორის ბაზრის მოსალოდნელზე სწრაფი ზრდის ფონზე დაიწყო  - მოთხოვნა შავ ოქროზე 2019 წლის მაჩვენებლებს უკვე თითქმის მიუახლოვდა, ჩინეთის ეკონომიკა პანდემიის შემდეგ წარმატებით იზრდება, გამოცოცხლება ინდოეთშიც შეიმჩნევა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up