დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-09-07 21:00:36

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1.       საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრიდან აღდგება

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, სხვა დანარჩენი შეზღუდვები ამ ეტაპზე ძალაში რჩება.

 

2. 6 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 19%–ით გაიზარდა

სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 448,6  მილიონი ლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემებზე.

 

3. 6 თვეში 500 მილიონამდე წმინდა მოგებით თიბისი პირველ ადგილზეა

მოგების - 45.8% ანუ 486 მლნ ლარი თიბისის ეკუთვნის, რომელიც ბოლო წლებში მის უშუალო კონკურენტს, საქართველოს ბანკს თითქმის ყველა კომპონენტში ჯობნის.

 

4. რა ელის ლარს საგარეო ვალის გასტუმრებისა და არჩევნების შემდეგ


მესამე კვარტალში მთლიანად, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს, $1.075 მლრდ აქვს გადასახდელი, მათ შორის $128 მლნ პირდაპირ მთავრობას და $375 მლნ კომერციულ ბანკებს.

 

5. მევენახეთა ნაწილი ყურძნის ფასით უკმაყოფილოა

მიუხედავად იმისა, რომ რეალიზაციის პრობლემა არ არის და დასეტყვილი ყურძენიც კი გაუყიდავი არ რჩება, ხარჯი გაზრდილია, ხოლო დაბალი ფასის გამო მოგება მინიმალურია.

 

6.  ზეთი ოქტომბრიდან კიდევ უფრო გაძვირდება

გაძვირებული პროდუქტების სიაში მცენარეული ზეთი შეიძლება ოქტომბერშიც ლიდერ პოზიციაზე აღმოჩნდეს.

 

7. „თვითმფრინავის ბორბლების მექანიზმის არდახურვა კატასტროფის ტოლფასია“ – გიორგი კოდუა

„ტექნიკურად თვითმფრინავი გაუმართავი იყო. პრობლემას, რომელიც ხომალდს შეექმნა, შეეძლო ავიაკატასტროფა გამოეწვია“.

 

8. ტურისტების რაოდენობამ გასულ თვეში პანდემიამდელი 2019–ის აგვისტოს 33% შეადგინა

აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 538%-ით 309 ათასამდე გაიზარდა. მათ შორის ვიზიტორთა რაოდენობა 510%-ით 267 ათასამდე, ტურისტების რიცხვი კი 615%-ით 247 ათასამდე.

 

9. საკონტეინერო გადაზიდვები 580%-ით გაძვირდა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კონტეინერების გადაზიდვების ფასების ინდექსი 580%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლიდან ფასების ინდექსმა 1500 დან თითქმის 10 ათასამდე მოიმატა.

 

10. დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად 50 მაღაზია იხურება

 ბოლო 6 თვეში დიდ ბრიტანეთში 8 739 ოფლაინ–მაღაზია დაიხურა (დაახლოებით 50 ობიექტი დღეში) და მხოლოდ 3 488 გაიხსნა. ასე რომ, მაღაზიების რაოდენობა 5 251–ით შემცირდა. 

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up