დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-09-06 21:00:55

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1.       ჰორეკა სექტორში კადრების 4-5-ჯერადი კლებაა

პრობლემა თითქმის ყველა მიმართულებით იგრძნობა, თუმცა ნეგატიური ტრენდი განსაკუთრებით სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესშია შესამჩნევი.

 

2. 5 წელიწადში წამლები სახვა პროდუქციაზე 3-ჯერ მეტად გაძვირდა

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების შეძენისას ჯიბიდან გადახდისას მედიკამენტების შეძენის წილი 60%-ს აჭარბებს.

 

3. 1,5 მილიონი ავტომობილიდან დაზღვეული 100 ათასზე ნაკლებია

ავტოდაზღვევის ბაზარზე ნამდვილად ცუდი ვითარებაა. 7%-იანი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ სექტორი დიდ ჩამორჩენას განიცდის. მდგომარეობის გამოსწორება კი სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებამდე შეუძლებელია.

 

4. 25–30 წელიწადში სურსათზე ფასები 300-350%-ით გაიზრდება

მომდევნო 25-30 წელიწადში სურსათი სულ უფრო დეფიციტური გახდება და ფასები მათზე 300-350%-ით გაიზრდება. ამის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის რაოდენობის ზრდაა, რაც სურსათის დეფიციტს გამოიწვევს.


 

5. „კავკასიის ავტოიმპორტი“ აფრიკის ბაზარზე აპირებს შესვლას

უახლოეს პერიოდში საქართველოში ლიდერი ავტოიმპორტიორი კომპანია ,,კავკასიის ავტოიმპორტი“ აფრიკის ბაზარზე შევა.

 

6.  ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა ერთ ფერმერზე, საშუალოდ, 11 000 ლარი შეადგინა

კახეთში, 6 სექტემბრის მონაცემებით, 47 000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც 6-ჯერ მეტია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.

 

7. ქართული ხილ-ბოსტნეული ახალგაზრდა ფერმერისგან - 7 წლის შემდეგ რეალიზებული ბიზნესიდეა

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე ქართული ხილბოსტნეულის მაღაზია ფაქტობრივად მინი აგრო ჰაბის ფუნქციას ითავსებს.

 

8. ლავროვი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რამდენიმე დღეში ამუშავდება

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რამდენიმე დღეში ამუშავდება.

 

9. გერმანია ტრანსპორტისთვის წყალბადის ტექნიკის 4 ახალ ცენტრს ქმნის

გერმანიის მთავრობამ 290 მლნ ევრო გამოყო, 2024 წლამდე 4 ინოვაციურ–ტექნოლოგიური ცენტრის შექმნისა და დაფინანსებისთვის, რომლებიც სატრანსპორტო სფეროსთვის წყალბადის ტექნოლოგიების შემუშავებაზე იზრუნებენ: მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები, მატარებლები, სამდინარო და საზღვაო ხომალდები, თვითმფრინავები.

 

10. Tesla გერმანიაში გიგაქარხნის ასაშენებლად მილიარდიან სახელმწიფო დახმარებას მიიღებს

გერმანიის მთავრობა წლის ბოლოსთვის დაასახელებს თანხის ოდენობას, რომელსაც, სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლებში, კომპანია Tesla-ს გადასცემს. ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი ფინანსურ მხარდაჭერას ბერლინის მახლობლად დაგეგმილი ბატარეების ქარხნის მშენებლობისთვის მიიღებს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up