დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:
1. საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია (ვერ) დაიწყო
2021 წლის 14 ივლისი საქართველოს მოსახლეობამ „breaking news“-ით დაიწყო - ყველამ ერთად გავიგეთ, რომ ნანატრი, ამერიკულ-გერმანული წარმოების „Pfizer“-ის ვაქცინა უკვე შემოვიდა.
2. ბათუმში ბინების გაყიდვები 136%-ით გაიზარდა
ბათუმში ბინების გაყიდვებმა, ივნისის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 136%-ით, პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელს კი 47%-ით გადააჭარბა.
3. თბილისის საცურაო აუზებზე აქტივობა მაღალია, ფასები სტაბილური
წელს საცურაო აუზები სრული დატვირთვით მუშაობენ და ერთჯერადი შესვლის ფასი 40–დან 60 ლარამდე მერყეობს.
4. თბილისის მეტროსა და ავტობუსში მგზავრების მეოთხედზე მეტი საშეღავათო ტარიფით სარგებლობს
პანდემიურ 2020 წელს, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობა განახევრდა. ასევე შეიცვალა მგზავრების სეგმენტობრივი სტრუქტურაც.
5. 300, 500 და 1000-ლარიანი ერთჯერადი დახმარების გაცემა იწყება - ვინ და როგორ მიიღებს თანხას?
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს თითოეულ ახალშობილზე ერთჯერადად 500-ლარიან დახმარებას გადასცემს. პროგრამის მიზანი ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევაა.
6. ბუქინგით ბინის გაქირავებაზე დღგ–ს გადასახადი დაირიცხება
დამატებითი გადასახადი მოსახლეობას – ცვლილება ეხება მათ, ვინც ბინას ზაფხულში ტურისტებზე აქირავებს და ვისაც აქამდე არ ჰქონდათ ვალდებულება, ამ ფორმით მიღებული შემოსავლებიდან პროცენტები სახელმწიფოსთვისაც მიეცათ.
7. ფინანსთა სამინისტრო სამორინეებისთვის მოსაკრებლის განახევრებას განმარტავს
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ერთჯერადად და მიზნად ისახავს პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისში მოქმედ სამორინეებში წარმოქმნილი ეკონომიკური სიძნელეების დაძლევას.
8. 100 ქალი მეწარმის ბაზარი by USAID YES-Georgia დედაენის ბაღში გაიმართება
USAID YES-Georgia პროგრამა 2021 წლის 17 ივლისს, თბილისში, დედაენის ბაღში აწყობს ქალ მეწარმეთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას, რომელიც ერთ სივრცეში 100 მეწარმე ქალს მოუყრის თავს.
9. Bloomberg: 10 კომპანია, რომლებზე დაკვირვებაც ღირს
სააგენტო Bloomberg–მა10 კომპანიის სია შეადგინა, რომლებსაც უახლოეს თვეებში სწრაფი ზრდის, ან პირიქით, სწრაფი ვარდნის პერსპექტივა აქვთ. სია Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსების კვლევის საფუძველზე შედგა.
10. ევროკავშირის ეკოლოგიური გეგმა ევროპის მძიმე მრეწველობას დააზარალებს
ევროკომისიამ წარადგინა ეკოლოგიური გეგმა EU Green Deal, რომელიც 2030 წლისთვის ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფას 55%-ით, 1990 წლის დონემდე შემცირებას გულისხმობს.